21:02    2025-07-02   



მუსლიმან მეგობარზე/ძმაზე დახმარება


ჯილდო, მუსლიმან ძმაზე(დაზე) დახმარებისთვის.

🖋 იბნ აბბასის მოსწავლე, 'ატა იბნ აბუ რაბაჰა მოგვითხრობს:   " ერთხელ, როდესაც იბნ აბბასი (რადიალლაჰუ 'ანჰ)  იმყოფებოდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მეჩეთში ი'თიქაფზე, მასთან მივიდა ადამიანი  მიესალმა და დაჯდა მის გვერდით.  იბნ აბბასმა უთხრა მას:  "მე ვხედავ, რომ გულგატეხილი გაქვს და დაღონებული ხარ, რაშია საქმე?"

მან უპასუხა:

—დიახ, ო შუამავლის ბიძაშვილო. მაწევს დიდი ტვირთი(ვალი) ერთი ადამიანის მიმართ, ხოლო მე არ მაქვს საშუალება განვთავისუფლდე ამ ტვირთისგან.

იბნ აბბასმა უთხრა:

— გინდა, დაველაპარაკები მას შენთან დაკავშირებით.

მან უპასუხა:

— დიახ, თუ ისურვებ...

იბნ აბბასი გამოვიდა მეჩეთიდან, ხოლო ეს კაცი დაედევნა მას ძახილით:

— შენ რა, დაგავიწყდა რომ იმყოფები ი'თიქაფზე? (ი'თიქაფის დროს არ არის ნებადართული დატოვო მეჩეთი თუკი ძალიან აუცილებელი არაა.)

იბნ აბბასმა უპასუხა მას:

— არა არ დამვიწყებია, თუმცა ამ საფლავის მკვიდრმა, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაგვტოვა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და მისი თვალებიდან წამოვიდა ცრემლები, — მე გავიგონე, რომ ის (შუამავალი) ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)) ამბობდა:

"ვინც წავა  თავისი მუსლიმანი ძმის დასახმარებლად რაიმე საქმეზე, და შეუსრულებს თხოვნას, ეს იქნება უკეთესი, ვიდრე ათი წელი გადაბმულად შესრულებული ი'თიქაფი.
ხოლო ვინც გაატარებს მეჩეთში ერთ დღეს  ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად, უზენაესი ალლაჰი მასსა(მონა) და ცეცხლს შორის შექმნილს სამ ორმოს, რომელთაგან თითოეულის სიგანე უფრო დიდია,  ვიდრე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის"

📜 (გადმოგვცა ათ-თაბარანმა და ალ-ჰაქიმმა, ხოლო ალ-ჰაისამ უწოდა მას სანდო.  იხ. "მაჯმა აზ-ზავაიდ" 8/192 და ასევე "ათ-თარღიბ  ვათ-თარჰიბ" ალ-მუნზირ 2/96)