გულწრფელობა და კარგი განზრახვები
ისლამში განზრახვას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ალლაჰის წინაშე ადამიანის თითოეული საქმე ფასდება იმ გულწრფელობის მიხედვით, რაც მას აქვს. ამ საკითხზე ყურანი და სუნნა მკაფიოდ მეტყველებს და გვასწავლის, რომ ალლაჰს არ სჭირდება ჩვენი გარეგნული მოქმედებები, თუ მათ უკან გულწრფელი რწმენა და სურვილი არ დგას. თითოეულ მორწმუნეს მოეთხოვება, რომ ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს ლოცვა, ქველმოქმედება, ან თუნდაც ყოველდღიური საქმე – იყოს შესრულებული ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად.
ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე აიათი და ჰადისი, რომლებიც განიხილავს გულწრფელობის (იხლასის) და სწორი განზრახვის მნიშვნელობას – როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით: ალლაჰის ამბობს:
მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს, დამდგარიყვნენ ლოცვად და გაეღოთ მოწყალება - და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. (ბეიინე 98:5)
და ასევე მისი სიტყვა:
არ მიაღწევს ალლაჰამდე მათი ხორცნი და სისხლი, არამედ ალლაჰთან მიაღწევს თქვენი ღვთისმოშიშობა... (ჰაჯ 22:37)
უთხარი (შუამავალო): „გინდ დამალეთ თქვენი გულისნადები, გინდ განაცხადეთ, ალლაჰმა იცის..(ალი იმრან 3:29)
'უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: გავიგონე ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საქმეები შეფასდება განზრახვის მიხედვით, და ყოველი ადამიანი მიიღებს თავისი განზრახვის მიხედვით. ვინც გადასახლდება მიწიერი სარგებლისთვის ან ქალისთვის დასაქორწინებლად, მისი გადასახლება ისაა,რისთვისაც გაემგზავრა. (ბუხარი 1)
მართლმორწმუნეთა დედა 'აიშა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოგვცემს: `ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: `(მომავალში) არმია ქააბაზე თავდასასხმელად გაილაშქრებს; უდაბნოში როცა მივა, არმია მიწაში ჩაიძირება. მე ვკითხე: ალლაჰის შუამავალო, როცა მათ შორის იქნებიან ვაჭრები და ისინი, ვინც მათ არ განეკუთვნებიან, ყველა ერთად როგორ ჩაიძირება? მან მიპასუხა: `დიახ, ყველა მიწაში ჩაიძირება, მაგრამ ისინი მათი განზრახვის მიხედვით აღსდგებიან.
(ბუხარი 2118)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ჭეშმარიტად, ალლაჰი არა თქვენს გარეგნობას და სიმდიდრეს შეხედავს, არამედ ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს (მუსლიმი 2564)
აბუ მუსა გადმოსცემს: ერთი კაცი მოვიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ჰკითხა: 'ალლაჰის შუამავალო! რა არის ალლაჰის გზაზე ბრძოლა? ზოგიერთი ჩვენგანი იბრძვის გაბრაზების ან განრისხების გამო, ზოგი კი მისი სიამაყისა და ამპარტავნობის გამო' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წამოსწია თავი (იმიტომ რომ იჯდა და ახედა) და თქვა: 'ის, ვინც იბრძვის იმიტომ, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ამაღლებული, მაშინ ის არის ალლაჰის გზაზე მებრძოლი'
(ბუხარი 123)
იმამ იბჯ ჰაჯარი წერდა: სიტყვები 'ალლაჰის სიტყვა' ნიშნავს ისლამისკენ მოწოდებას. ეს განიმარტრბა ისე, რომ ჯიჰადად (ძალისხმევა) არ ითვლება ის, თუ მიზნად არ არის ალლაჰის სიტყვის ამაღლება, თუკი მასში რამე სხვა მიზეზი ჩაემატება, მაშინ საქმე ირღვევა. (ფათჰულ ბარი 6/28)
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თვა: 'როცა ორი მუსლიმანი ერთმანეთს შეებრძოლება, მკვლელიც და მოკლულიც ჯოჯოხეთში მოხვდება' მე ვუთხარი: მკვლელზე გასაგებია, მაგრამ მოკლული რატომ? ალლაჰის შუამავალმა ასე მითხრა: მასაც ჰქონდა განზრახვა მოეკლა მუსლიმანი. (ბუხარი 31)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: კაცმა ჯამაათის ერთად რომ ილოცოს ეს ოცჯერ უფრო მადლია ვიდრე მარტოდ ილოცოს სახლში ან ბაზარში(მარტო). ეს ადამიანი, ლამაზად აბდესს აიღებს, შემდეგ მეჩეთში მოვა რომელსაც ნამაზის გარდა სხვა არაფერი სურს, მეჩეთში მისვლის გამო გადადგმული ყოველი ნაბიჯი ხარისხს აუმაღლებს და ამის მეშვეობით მას ცოდვები ეპატიება და ამგვარად მეჩეთში შევა. ხოლო როდესაც შევა მეჩეთში და ნამაზის გარდა სხვა არაფრით
არ დაკავდება, სანამ ეს პიროვნება მეჩეთში იმყოფება ანგელოზები თხოვენ მისთვის ალლაჰს: ო ალლაჰ! უბოძე შენი წყალობა მას, იყავი მოწყალე და კეთილი მის მიმართ. ეს ასე გაგრძელდება ვიდრე ეს პიროვნება იქ ყოფნის დროს ვინმეს არ შეაწუხებს და აბდესს არ მოშლის. (ბუხარი 647)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვას, რომ ალლაჰი ეუბნება ანგელოზებს:"თუ ჩემს მსახურს სურს გააკეთოს ცუდი საქმე, არ ჩაიწეროთ ის სანამ არ გააკეთებს, თუ გააკეთა მაშინ ჩაწერეთ ის ერთ ცუდ საქმედ, მაგრამ თუკი მან თავი შეიკავა ჩემი კმაყოფილებისათვის, ჩაუწერეთ ის კარგ საქმედ, თუკი განიზრახა კარგი საქმის გაკეთება, მაგრამ არ გააკეთა ჩაუწერეთ ერთ კარგ საქმედ, ხოლო თუ გააკეთა, ჩაუწერეთ მას ათიდან შვიდასამდე კეთილი საქმე. (ბუხარი 7501)
გულწრფელობა და სწორი განზრახვა არ არის მხოლოდ სიტყვები ან სურვილები. გულწრფელობა ის არის, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქმედებების ფასს ალლაჰის წინაშე. შესაძლოა ერთი და იგივე საქმემ ორი ადამიანისთვის სრულიად განსხვავებული შედეგი მოიტანოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს იგი გულწრფელად, ხოლო მეორეს საჩვენებლად ან უგულოდ აქვს ნათქვამი ან გაკეთებული. ყურანის აიათები და მოციქულიც (ალლაჰის ლოცვად სალამი მას) ჰადისები, რომელთაც ზემოთ გაეცანით, გვაჩვენებენ, რომ გულწრფელობა თავად საფუძველია ღვთისმოსავი ცხოვრებისათვის. მორწმუნის ამოცანაა, ყოველი საქმე ალლაჰისთვის შეასრულოს და მხოლოდ მაშინ ექნება მას რეალური ღირებულება როგორც ამ ცხოვრებაში, ასევე საიქიოში. და ალლაჰმა უკეთ იცის