23:27    2025-07-16   



ზნეობა — ისლამის საფუძველი


 

1. ზნეობის მნიშვნელობა ისლამში

ად-დაჰჰაყმა თქვა: საქმის თავი — კარგი ზნეობაა.  (მაქარიმ ალ-ახლაყ ლილ ხარაიტი, 524)

იბნ ალ-ყაიმი წერდა:

რელიგია მთლიანად არის კარგი ზნეობა. ვინც ზნეობით გაჯობებს, მან რელიგიითაც გაჯობებს.
(მადარაჯი სალიქინ
2:294)

ალ-შატიბი წერდა: შარიათი მთლიანად ეფუძნება კეთილშობილ ზნეობას.
( ალ-მუვაფაყა
2:124)

2. ზნეობა როგორც ისლამური განათლების საფუძველი

მალიქ იბნ ანასმა თქვა: ისწავლეთ ზნეობა ცოდნის ძიებამდე. (ღარაიბ მალიქ იბნ ანას 45)

ასევე მან თქვა: დედაჩემი მაცმევდა და მეუბნებოდა: წადი რაბიასთან და ვიდრე მისგან ცოდნას დაეუფლებოდე მანამდე მისი ზნეობა შეისწავლე.
(თარტიბ ალ-მადარიქ
1:130)

იმამ მუსლიმი გადმოსცემს: უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: იყავით თავმდაბალნი მათ მიმართ, ვინც გასწავლით და იყავით თავმდაბალნი მათ მიმართ,
ვისაც ასწავლით.  (შუა'იბ ალ-იმან
1650)


3. ყურანის სიტყვები ზნეობაზე

და ჭეშმარიტად, შენ (მუჰამმად) ადგახარ უმაღლეს ზნეობას. (ყალამ 68:4)


133. და ისწრაფეთ თქვენი ღმერთის პატიებისა და სამოთხისკენ, რომლის სივრცე ცანი და დედამიწაა, და რომელიც გამზადებულია ღვთისმოშიშთათვის.
134. რომლებიც გასცემენ ჭირშიც და ლხინშიც, იოკებენ მრისხანებას, პატიობენ ხალხს. და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი!
(ალი იმრან
3:133-134)

4. მოციქულის/შუამავლის (ﷺ) ზნეობა და მაგალითი

ანასი გადმოსცემს: ხალხთა შორის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) იყო ყველაზე კეთილშობილი, ყველაზე გულუხვი და ყველაზე მამაცი ადამიანი. ერთხელ, როდესაც მედინის მოსახლეობა შეშინდა (საფრთხე ეგონათ), შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამხედრდა ცხენზე, ყველას გაუსწრო და თქვა: „ეს ცხენი ძალიან სწრაფია.“  (ბუხარი 2820

ანასი გადმოსცემს: მე ვემსახურე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ათ წელიწადს, და არასოდეს უთქვამს ჩემთვის: 'უფფ, და არასოდეს უთქვამს ჩემთვის 'ეს რატომ გააკეთე ან ეს რატომ არ გააკეთე?' (ბუხარი 6038)

5. ჰადისები ზნეობის შესახებ

ან-ნავას იბნ სამ'ანი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამართლიანობა (სიკეთე) კარგი ზნეობაა,  ხოლო ცოდვა — ის არის, რაც გულს გიწუხებს და არ გინდა, რომ ხალხმა ამის შესახებ გაიგოს.“ (მუსლიმი 2553)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველაზე სრულყოფილი რწმენა იმას აქვს, ვისაც, თქვენს შორის, საუკეთესო ზნეობა აქვს. და თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც საუკეთესოა თავისი ცოლის მიმართ.  (თირმიზი 1162)

ასევე გადმოცემულია აბდულაჰ იბნ ამრისგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'თქვენს შორის საუკეთესოა ის, ვისაც აქვს კარგი ზნეობა' (ბუხარი 3559)

აბუ ად-დარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არაფერი იქნება იმაზე მძიმე მორწმუნის სასწორზე, განკითხვის დღეს ვიდრე კარგი მანერები. ჭეშმარიტად, ალლაჰი განრისხებულია  უსირცხვილო, უზრდელ ადამიანზე. (თირმიზი 2002)


აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს: რა შეიყვანს ადამიანთა უმეტესობას სამოთხეში? უთხრა: 'ღვთისმოშიშობა და კარგი ზნეობა' მას კიდევ ჰკითხეს:  რა შეიყვანს ადამიანთა უმეტესობას ჯოჯოხეთში? უთხრა:  'პირი (ჭორაობა/უხეში ენა და სხვ) და სასქესო ორგანოები'   (თირმიზი 2004)

აბუ უმამა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე ვაძლევ სამოთხეში სახლის გარანტიას მას,  ვინც თავს დაანებებს კამათს, თუნდაც მართალი იყოს. და მე ვაძლევ სამოთხის შუაგულში სახლის გარანტიას მას, ვინც მიატოვებს ტყუილს (სხვის) გასაცინებლად, და მე ვაძლევ უმაღლეს სამოთხეში სახლის გარანტიას მას, ვისაც აქვს კარგი ზნეობა. (აბუ დავუდ 4800)


ისლამი არ არის მხოლოდ რიტუალები, ცოდნა ან სიტყვიერი მორალი — ისლამი არის ზნეობა მოქმედებაში. ყოველი სწავლება და ყოველი ღვთისმსახურება მიზნად ისახავს ადამიანის გული გაასუფთაოს, მისი ხასიათი დაამშვენოს და საზოგადოება ააგოს სამართლიანობაზე, თანაგრძნობასა და თავმდაბლობაზე.

.  მორწმუნის ზნეობა მისი რწმენის ხარისხს განსაზღვრავს
. ვისაც ზნეობით უპირატესობა აქვს, მას აქვს უპირატესობა რელიგიაშიც.

ამიტომ, თუკი გვსურს ვიყოთ უკეთესი მუსლიმები, უნდა დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მარტივია, მაგრამ ხშირად გვავიწყდება: სუფთა ზრახვები, რბილი სიტყვა, პატიება, თავმდაბლობა და კეთილშობილება.   და აი სწორედ ეს არის ნამდვილი ისლამი.

და ალლაჰმა უკეთ იცის