19:55    2025-07-17   



ცოდნის ძიება


ისლამური ცოდნის შესწავლა არის პირველი ნაბიჯი, რომ უკეთესად გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ, რატომ ვართ ამ ცხოვრებაში და როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ალლაჰის მადლსა და წყალობას მივაღწიოთ. ახალგაზრდობა — ეს არის დრო, როცა გონება მზადაა ახალი ინფორმაციის მისაღებად. სწორედ ახლაა საუკეთესო მომენტი, რომ დავიწყოთ ისლამის საფუძვლების სიღრმისეული გაცნობა. მოდით ერთად ვისწავლოთ ის, რაც გაგვზრდის როგორც მორწმუნეებად, გაგვიუმჯობესებს ხასიათს და გაგვიკვალავს სწორ გზას ამ სამყაროში და მომავალი ცხოვრებისთვის.

ყურანის ბრძნული მოწოდებები ცოდნისკენ 

وَقُل رَّبِّ زِدْنِى عِلْمًۭا

  და თქვი: 'ღმერთო ჩემო! შემმატე ცოდნა!'   (სურა ტაჰა 20:114)

 განა თანასწორნი არიან ისინი, ვინც იციან და ისინი, ვინც არ იციან?!  (სურა ზუმერ 39:9)

 აამაღლებს ალლაჰი თქვენგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს, და იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, ხარისხებით. (სურა მუჯადილე 58:11)

 ჭეშმარიტად, ალლაჰისა მის მსახურთაგან მხოლოდ მცოდნეებს ეშინიათ. (სურა ფატირ 35:28)


ჰადისები ცოდნის სიძვირფასეზე

ვისთვისაც ალლაჰს კარგი უნდა, იგი გახდის მას რელიგიაში მცოდნეს.  (ბუხარი 71)
 

ნურავისი ნუ შეგშურდებათ ორი ადამიანის გარდა: ვისაც ქონება ებოძა და ხარჯავს მას მართალ გზაზე ვისაც სიბრძნე ებოძა და ასწავლის სხვებსაც. (ბუხარი 73)

ალლაჰის მიერ ჩემთან გამოგზავნილი ჭეშმარიტი გზა და ცოდნა უხვ წვიმას ჰგავს...  (ბუხარი
79

"თუ ერთი ადამიანის დაყენება სწორ გზაზე შენით მოხდება, ეს უკეთესია შენთვის, ვიდრე წითური აქლემების ჯოგი. (ბუხარი 3009)

"გადაეცით ხალხს ჩემგან თუნდაც ერთი აიათი...  (ბუხარი 3461)

ცოდნის ძიების ღირსება და შედეგები

 "ვინც ცოდნის მოპოვების გზას დაადგება, ალლაჰი გაუმარტივებს სამოთხის გზას."   (თირმიზი 2646)

 "ვინც გავა გარეთ ცოდნის საძიებლად, ის ალლაჰის გზაზეა, სანამ არ დაბრუნდება."  (თირმიზი 2647)

"დაწყევლილია ეს ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია — გარდა ალლაჰის ხსენებისა, სწავლული და მოსწავლე ადამიანის გარდა." (თირმიზი 2322)

"მორწმუნე ვერ დაკმაყოფილდება სწავლით, სანამ სამოთხეში არ შევა."  (თირმიზი 2686)

 "სწავლულის უპირატესობა თაყვანისმცემელზე ისეთია, როგორც ჩემი უპირატესობაა თქვენზე... ყველაფერი ცაში, მიწაზე და ზღვაში ლოცულობს მისთვის, ვინც სიკეთეს ასწავლის ხალხს."  (თირმიზი 2682)

 "სწავლულები შუამავლების მემკვიდრენი არიან. შუამავლებმა მემკვიდრეობად ცოდნა დატოვეს."  (თირმიზი 2682)

ფუდაილ იბნ 'იადმა თქვა: "სწავლულს, რომელიც ცდილობს სხვებს ასწავლოს, სამოთხეში უმაღლესი სტატუსი ექნება." (თირმიზი 2685)

ცოდნის ძიება ისლამში არ არის უბრალოდ სწავლა ან ინფორმაცია — ეს არის მორწმუნის ცხოვრების წესი, გულის და გონების სინათლე, რომელიც გზას გვინათებს ამ ცხოვრებაშიც და საიქიოშიც.

ცოდნა:

ამაღლებს ადამიანის მდგომარეობას,

ალლაჰთან დაგვაახლოებს,

სხვა ადამიანებზე სიკეთის გადაცემის შესაძლებლობას გვაძლევს.

თუ გსურს ალლაჰის წყალობა, სიმშვიდე, რწმენის სიმტკიცე და ჭეშმარიტი გზა დადექი ცოდნის გზაზე. როცა ცოდნას ეძებ შენ ხარ ალლაჰის გზაზე.