კითხვა: თუ ყურანი საკმარისი და სრულყოფილია და შეიცავს ყველაფერს, რაც შარიათის კანონებისა და წესებისათვისაა საჭირო, მაშინ რა საჭიროა სუნნა?
პასუხი:
პირველი: ყოველი ქება და დიდება ეკუთვნის ალლაჰს. მშვიდობა და ლოცვა ალლაჰის შუამავალს. ისლამის მტრებს ყოველთვის სურდათ რელიგიის დაკნინება და განადგურება სხვადასხვა გზებითა და საშუალებებით. ისინი ავრცელებენ ცრუ არგუმენტებსა და ცდომილებებს უბრალო მუსლიმებს შორის — იმათ შორის, ვინც რწმენასა და ცოდნაში სუსტია. თუ უბრალო ადამიანი დაფიქრდება, მიხვდება, რომ მათი არგუმენტები უსუსური და უსარგებლოა. ერთ-ერთი უმარტივესი გზა, რომლითაც ჩვეულებრივ მუსლიმანს შეუძლია უარყოს მათი არასწორი და მაცდური აზრები, არის საკუთარი თავისთვის ამ მარტივი კითხვების დასმა: რამდენი რაქაათია ზუჰრის (ევლას) ლოცვაში? რა არის ზექათის მინიმალური ზღვარი, რომლის შემდეგაც ის სავალდებულო ხდება? ეს ორი მარტივი კითხვა: ვერცერთი მუსლიმანი ვერ გასცემს მათ ზუსტ პასუხს მხოლოდ ყურანის საფუძველზე. ვერ იპოვის პასუხებს ალლაჰის წიგნში — ყურანში. მუსლიმანი თავადვე აღმოაჩენს, რომ ალლაჰი ავალებს ლოცვასა და ზექათის გაცემას, მაგრამ როგორ უნდა შესრულდეს ეს ბრძანებები — დეტალურად და პრაქტიკულად — ამის ცოდნა შეუძლებელია სუნნას გარეშე. თუ ვინმე შეეცდება თქვას: „ეს ყველაფერი არ ეწინააღმდეგება ყურანს...“ —
მაშინ ჩვენ ვეტყვით: რამდენ რაქაათს ლოცულობ ზუჰრის სავალდებულო ლოცვაში (ფარძზე)? თუ ის გვიპასუხებს: ოთხს, მაშინ შევეკითხებით: სად წერია ყურანში, რომ ზუჰრის ლოცვა ოთხი რაქაათია? ნახავ, რომ მას პასუხი არ ექნება. შეიძლება თქვას: „ლოცვა ხომ არ ეწინააღმდეგება ყურანს.“ მაშინ ვუპასუხებთ: თუ ასეა, რატომ ზუსტად ოთხი რაქაათი და არა სამი, ხუთი ან შვიდი? ამაზე მას პასუხი აღარ ექნება.
ყურანი არის თეორია, სუნნა პრაქტიკა. სუნნამ გვასწავლა თუ როგორ მოვიყვანოთ თეორია პრაქტიკაში. ისლამის მტრებმა უარყვეს ჰადისები და დაიტოვეს თეორია. ყურანი არის ალლაჰის სიტყვა, ხოლო მისი სწორი მასწავლებელი არის სუნნა.
მაშასადამე ყურანის სწორ გაგებას უფრო მეტად სჭირდება სუნნა, ვიდრე სუნნას ყურანი. იმამ ალ-ავზა'იმ თქვა: "ყურანს უფრო მეტად სჭირდება სუნნა, ვიდრე სუნნას ყურანი"
(ალ-ბაჰტ ალ-მუჰიტი აზ-ზარქაშ 6:11)
მეორე:
ერთ-ერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია ვუარყოთ ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ მუსლიმებს სუნნა არ სჭირდებათ და მხოლოდ ყურანი საკმარისია, არის თავად ალლაჰის სიტყვა. ამგვარი მტკიცება რეალურად ნიშნავს ალლაჰის სიტყვების უარყოფას, რადგან ალლაჰი თავად გვიბრძანებს მოციქულის მორჩილებას, და სუნნა სწორედ ამ მორჩილების პრაქტიკულ ფორმას წარმოადგენს.
...და რაც მოგცათ შუამავალმა, აიღეთ, ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ! და გეშინოდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი სასტიკსაზღაურიანია. (ჰაშრ 59:7)
უთხარი: დაემორჩილეთ ალლაჰსა და დაემორჩილეთ შუამავალს! ხოლო თუ პირს იბრუნებთ, მასზე იყოს ის, რაც დაეკისრა, და თქვენზე იყოს ის, რაც დაგეკისრათ. თუ დამორჩილდებით მას, სწორ გზას დაადგებით; შუამავალს კი არაფერი აკისრია, მკაფიო შეტყობინების გარდა. (ნურ 24:54)
ჩვენ არც ერთი შუამავალი არ წარმოგვიგზავნია, თუ არა იმისთვის, რომ დამორჩილებოდნენ ალლაჰის ნებით. (ნისა 4:64)
მაგრამ არა! შენს ღმერთს ვფიცავ! ვერ ირწმუნებენ ისინი, ვიდრე მსაჯულად არ დაგადგენენ იმისა, რის გამოც დაობდნენ ერთმანეთში. მერე კი წინ ვეღარ აღუდგებიან თავიანთ სულებში შენს გადაწყვეტილებას. და დაემორჩილებიან სრული მორჩილებით. (ნისა 4:65)
მაშ, რას უნდა აკეთებდეს ის ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ კმაყოფილია მხოლოდ ყურანით და სუნნას საჭიროებას ვერ ხედავს? როგორ უნდა შეასრულოს ლოცვა, რომელიც თავად ალლაჰმა უბრძანა?
რამდენი რაქაათია ლოცვებში?
როგორია მათი შესრულების პირობები?
რა არღვევს ლოცვას?
ეს კითხვები მხოლოდ ლოცვას არ ეხება. იგივე ტიპის კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ ზექათის, მარხვის, ჰაჯისა და ისლამის ყველა სხვა რიტუალის შესახებ.
ყურანი მხოლოდ ბრძანებას იძლევა — „ილოცეთ“, „გაეცით ზექათი“, „იმარხულეთ“, „შეასრულეთ ჰაჯი“ — მაგრამ როგორ? რა ფორმით? რა რაოდენობით? რა პირობებით? — ამ ყველაფერის შესრულებას სუნნას გარეშე ვერ შეძლებ.
და ვიდრე ამ კითხვების დასმას დაიწყებთ, მანამდე გეტყვიან, რომ ყურანი საკმარისია. და როცა ამ კითხვებით შეაწუხებთ, მაშინვე გადავლენ შემდეგ ხერხზე: ეს ყველაფერი არ ეწინააღმეგება ყურანს და დაეყრდნობიან ჰადისებს, რომლებშიც ეს პირობებია მოცემული. ეს არის მათი ხრიკი, რომ უბრალო მუსლიმი, ვინც ცოდნაში და რწმენაში სუსტია - დააბნიონ.
აგრეთვე, როგორ მოიყვანს ის პრაქტიკაში შემდეგი აიათს?
და მოჰკვეთეთ ქურდ კაცსა და ქურდ ქალს ხელები, საზღაურად იმისა რაც მოიხვეჭეს, სანიმუშოდ ალლაჰისაგან. ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. (5:38)
რა არის ქონების მინიმალური რაოდენობა, რომ ქურდობად ჩაითვალოს და აღსრულდეს შესაბამისი სასჯელი? საიდან უნდა მოიჭრას ხელი — მარჯვენა თუ მარცხენა? ამავე სახის კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ მრუშობის თემაზეც.
და თუ ეტყვი, რომ ყურანის განმარტებაა საჭირო, ის გეტყვის შემდეგ აიათს:
ალიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომლის აიათები გაცხადდა, მერე განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ. (ჰუდ 11:1)
ეს აიათი უეჭველი ჭეშმარიტებაა, თუმცა მათ სწორად არ ესმით... ჰკითხეთ: თუ ეს აიათი შენ გესმის სწორად და ჩვენს სასაუბრო თემას ეხება, მაშინ სად არის ჩემს კითხვებზე პასუხი? ნახავ, რომ მას პასუხი არ აქვს.
აშ-შაფაიმ თქვა არ რისალაში, ალლაჰის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მორჩილების თავში: "ვინც ემორჩილება შუამავალს, ჭეშმარიტად, ის ალლაჰის მორჩილია. (4:80) რაც შეეხება ყველა ვალდებულებას, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა, როგორიცაა ჰაჯი, ლოცვა და ზექათი, ამათზე რომ არა შუამავლის განმარტება, ჩვენ არ გვეცოდინებოდა თუ როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. " (ალ-ბაჰრ ალ-მუჰიტ 6:7-8)
გამჭრიახი მუსლიმი აცნობიერებს, რომ ის, ვინც ამტკიცებს, "ყურანი ჩემთვის საკმარისია" ის ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ყურანს და ყველაზე მეტად შორდება რელიგიას, რადგან ის მხოლოდ ყურანს თვლის საკმარისად, და არ მიჰყვება და უარყოფს სუნნას მიერ დადგენილებას და ამიტომ ის ხდება ურწმუნო.
მესამე: უზენაესმა ალლაჰმა გამოგზავნა თავისი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ისლამით და ეს დიდი წყალობა არ არის მხოლოდ ყურანი, არამედ ეს არის ყურანი და სუნნა ერთად. როდესაც ალლაჰმა უწყალობა ამ უმმეთს სრულყოფილი რელიგია და გამოავლინა მათ მიმართ სიკეთე, იგულისხმებოდა არამხოლოდ ყურანი, არამედ ეს იყო სუნნაც. ალლაჰის სიტყვები:
...დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი... (მაიდე 5:3)
მეოთხე: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე მებოძა ყურანი, და მისი მსგავსი მასთან ერთად.(აბუ დავუდ 4604)
სუნნაში მოცემული წარმოადგენს მტკიცებულებას და ვალდებულებას ხალხისთვის. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვაფრთხილებს, რომ არ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ყურანით. სუნნაში მოცემულია გარკვეული ჰარამის შესახებ მითითებები, რომლებიც არ არის პირდაპირ ნახსენები ყურანში. თუ ადამიანი არ გაითვალისწინებს სუნნას მიერ დადგენილ ჰარამს, ის ყურანის საფუძველზეც ჩაიდენს ჰარამს.
მაგალითად:
ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხაიბარის დღეს ვირის ხორცის ჭამა აკრძალა, ხოლო ცხენის ხორცის ჭამაზე ნება დართო.“
(ბუხარი 4219; მუსლიმ, 1941.)
ყურანში კი წერია: უთხარი: ვერ ვპოულობ იმაში, რაც ზეშთამეგონა, აკრძალულს საჭამადიდან გარდა ლეშისა, სისხლისა, ან ღორის ხორცისა. იგი სისაძაგლეა, ან კიდევ სიბილწე, რომელზედაც ალლაჰის სახელი არ უხსენებიათ. ხოლო ვინც იძულებული იქნება უსურვილოდ და არა ღვთის ნების წინააღმდეგ, მაშინ შენი ღმერთი შემნდობი, მწყალობელია.
(ან;ამ 6:145)
ყურანში მოცემულია 1.ლეში 2.სისხლი. 3. ღორის ხორცი.
და თუ შენთვის ყურანია საკმარისი ესეიგი ამათ გარდა სხვა ყველაფრის ჭამა შეგიძლიათ, თუმცა თქვენივე სიტყვებშიც არ ხართ გულწრფელები... თუკი თქვენ დაგიდებენ წინ, ვირის ხორცს, არამგონია შეჭამოთ. და თუ გამოაცხადებთ რომ ეს ჰარამია, მაშინ გეტყვით: 'სად გაქვთ ამის არგუმენტი?'
ყველა შემთხვევაში ყურანთან ერთად სუნნა გჭირდებათ, რომ სწორად დაალაგით თქვენი მრწამსი და შეხედულებები. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაგვაფრთხილა ასეთ ხალხზე:
მიყდამ იბნ მა’დიქარიბი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), ასე თქვა: “ის დრო ახლოსაა, როდესაც მხართეძოზე წამოწოლილ კაცს მოუყვებიან ჩემს ჰადისს და ის იტყვის: ჩვენსა და თქვენს შორის უზენაესი ალლაჰის წიგნია. რასაც მასში ჰალალად ვპოვებთ იმას ჰალალად მივიჩნევთ და რასაც მასში ჰარამად ვპოვებთ იმას ჰარამად მივიჩნევთ. ფრთხილად იყავით! უეჭველად, ალლაჰის შუამავლის მიერ დაწესებული ჰარამი ისეთივეა, როგორიც უზენაესი ალლაჰის მიერ დაწესებული ჰარამი.” (თირმიზი 2664)
უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: თქვენთან ყურანით მებრძოლი ადამიანები მოვლენ. მათ სუნნეთით უფრთხილდით. ჭეშმარიტად, სუნნეთის ხალხმა ყურანი ყველაზე უკეთ იციან. (აჯური აშ-შარია 1:419)
ალყამა გადმოსცემს: აბდულლაჰმა (იბნ მას'უდი) თქვა: ‘ალლაჰი წყევლის ქალებს, რომლებიც იკეთებენ ტატუს და მათაც, ვინც ტატუს აკეთებენ, და იმ ქალებს რომლებიც სახიდან თმებს იშორებს და მათაც ვინც ხელოვნურ დაშორებას იკეთებს კბილებს შორის რათა უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ, რითაც ისინი ცვლიან ალლაჰის გაჩენილს. მისმა ნათქვამმა მიაღწია ბანი ასდის ქალთან, დაუძახა უმ ია’ყუბს, რომელიც მივიდა აბდულლაჰთან და თქვა: მე გავიგე რომ შენ დასწყევლე ასეთი ქალები? მან თქვა: რატომ არ უნდა ვწყევლო ისინი, ვინც ალლაჰმა და მისმა შუამავალმა დაწყევლა და დაწყევლილნი არიან ალლაჰის წიგნში? უმ იაყუბმა თქვა: მე მთლიანი ყურანი წავიკითხე, მაგრამ ვერ ვიპოვე მასში რასაც ამბობთ. აბდულლაჰმა უთხრა: ჭეშმარიტად, თუ თქვენ წაიკითხეთ ყურანი, მაშინ თქვენ ნახავდით მას, განა არ წაგიკითხავს: და რაც მოგცათ შუამავალმა, აიღეთ, ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ! და გეშინოდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი სასტიკსაზღაურიანია. (ჰაშრ 59:7) მან უპასუხა: ‘კი, ვნახე.’ აბდულლაჰმა უთხრა: ‘ჭეშმარიტად, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ასეთი რამ’ და ქალმა უთხრა: ‘მაგრამ მე ვხედავ, რომ შენი ცოლი აკეთებს ამას? წადი და შეხედე მას’ წავიდა და შეხედა მის ცოლს, მაგრამ ვერაფერი დაინახა მისი ნათქვამის დამადასტურებელი. შემდეგ კი თქვა: ‘თუ ჩემი ცოლი იქნებოდა ისეთი, როგორიც შენ გეგონა, მას ჩემთან არ დავტოვებდი (ე.ი გავეყრებოდი)
(ბუხარი 4886)
ასე ესმოდათ თაბი‘ინებს და სხვა დიდი სწავლულებს უზენაესი ღმერთის რელიგია — ისლამი. მათი აზრით, ყურანსა და სუნნას შორის განსხვავება არ არსებობს, რადგან სუნნა არის ყურანის განმარტება და ახსნა. ალ-ავზა‘იმმა იბნ ატიასგან გადმოსცა: „ჯიბრილი ჩამოდიოდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) და ასწავლიდა, ხოლო სუნნა განმარტავს ყურანს.“ აიუბ სახიატიანიმ თქვა: თუ კაცს ეუბნებიან სუნნას შესახებ და ის ამბობს: "დაივიწყე ეს და გვითხარი ყურანის შესახებ" მაშინ იცოდე, რომ ის შეცდომაშია და ცდილობს სხვების შეცდომაში შეყვანას. ალ-ავზა'იმ თქვა: უზენაესი ალლაჰი ამბობს: ვინც ემორჩილება შუამავალს, ჭეშმარიტად, ის ალლაჰის მორჩილია.. (ნისა 4:80) ...და რაც მოგცათ შუამავალმა, აიღეთ, ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ!... (ჰაშრ 59:7) ალ-ქასიმ მუხაირა ამბობდა: რაც არ იყო ჰარამი იმ დროს, როცა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაიცვალა, არ იქნება ჰარამი აღდგომის დღემდე, და რაც არ იყო ჰალალი, არ იქნება ჰალალი აღდომის დღემდე. (ადაბ აშ-შარია 2:307)
ალ-ჰაფიზ ად-დაარიმმა თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე მებოძა ყურანი, და მისი მსგავსი მასთან ერთად.(აბუ დავუდ 4604)
არის რამდენიმე ჰადისი, რომელიც საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ყურანში არაფერია ნათქვამი, მაგრამ ისინი შეიძლება იმიტომ მოხდა, რომ ალლაჰს ასე სურდა, როგორიცაა ვირის ხორცის აკრძალვა და ყველა გარეული ცხოველის, რომლებიც არ არის ყურანში ნახსენები. რაც შეეხება ჰადისს გადმოცემული სავბანის მეშვეობით, რომელიც ბრძანებს ჰადისის შემოწმებას, ეწინააღმდეგება თუ არა ყურანს, ამ საკითხზე აშ-შაფაიმ თქვა არ რისალაში:
ეს არ ყოფილა გადმოცემული სანდო გზით. ჰადისების სწავლულმა, იაჰია იბნ მუინმა თქვა, რომ ეს არის მავდუ (გამოგონილი) ჰადისი. ის ასევე კლასიფიცირებულია როგორც სიახლის მიმყოლების მიერ შეთხზული. იბნ აბდ ალ-ბარმა თქვა ჯამუ' ბაიან ალ-ილმში, რომ აბდ არ-რაჰმან იბნ მაჰდიმ თქვა: სიახლის მიმყოლებმა და ხარიჯიტებმა შეთხზეს შემდეგი ჰადისი: "რაც ჩემგან მოგივა, გადაამოწმე ის ალლაჰის წიგნთან; თუ ალლაჰის წიგნს შეესაბამება, მაშინ ჩემი ნათქვამია, მაგრამ თუ ეწინააღმდეგება, მაშინ მე არ მითქვამს" ალ-ჰაფიზმა თქვა: ეს ჰადისი სანდო (საჰიჰი) არ არის. აბდულლაჰ იბნ ამრმა გადმოსცა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გადაეცით ხალხს ჩემგან თუნდაც ერთი აიათი (ბუხარი 3461)
ეს მიუთითებს, რომ სუნნა ასევე შეიძლება გაგებული იყოს როგორც აიათები. (ალ-ბაჰრ ალ-მუჰიტი 6:7-8)
ყურანი და სუნნა რელიგიის ერთი მთლიანობაა. ვინც უარყო მისი რომელიმე ნაწილი, ის გახდა ურწმუნო, თუნდაც იყოს ერთი ასობგერაც.
და ალლაჰმა უკეთ იცის