ისლამში სიყვარული მხოლოდ ემოციური კავშირი არ არის — იგი არის ღრმა რწმენით აღსავსე მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას ალლაჰის, მისი შუამავლისა და მორწმუნე ძმების მიმართ. უმაღლესი სახე ამ სიყვარულისა არის ალლაჰის გულისთვის სიყვარული (الحب في الله - ალჰუბბუ ფილლაჰი), რაც ნიშნავს რომ ადამიანი უყვარს მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ღვთისმოსავი, მორწმუნე და მიისწრაფის იმავე გზით, რაც თვითონ.
რას ნიშნავს „ალლაჰის გულისთვის სიყვარული“?
ანასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ფლობს ამ სამ თვისებას, ის შეიგრძნობს რწმენის სიტკბოებას:
1. ვისთვისაც ღმერთი და მისი შუამავალი გახდება სხვა ყველაფერზე ძვირფასი.
2. ვისაც უყვარს, და უყვარს მხოლოდ ღმერთის კმაყოფილებისათვის.
3. ვისაც სძულს იმ ურწმუნოებაში დაბრუნება ისე, - რომლიდანაც ალლაჰმა გამოიყვანა - როგორც ცეცხლში გადავარდნა. (ბუხარი 21)
აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "შვიდ ადამიანს დაიფარავს ალლაჰი მისი ჩრდილის ქვეშ, მაშინ, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, მისი ჩრდილის გარდა. (ესენია): სამართლიანი მმართველი, ახალგაზრდა, რომელიც აღიზარდა ალლაჰის თაყვანისცემაში, კაცს, რომლის გულიც მიჯაჭვულია მეჩეთებზე, იმ ორს რომლებსაც უყვართ ერთმანეთი ალლაჰის კმაყოფილებისათვის, ხვდებიან და შორდებიან მხოლოდ მისი (ალლაჰის) კმაყოფილებისთვის. მამაკაცს, რომელიც ისურვა ლამაზმა ქალმა და რომელიც ეტყვის: "მე ალლაჰის მეშინია", იმას, ვინც იძლევა მოწყალებას ფარულად ისე, რომ მისმა მარცხენა ხელმა არ იცის, თუ რამდენს ხარჯავს მარჯვენა ხელი. და ადამიანს, რომელიც იხსენებს ალლაჰს როცა მარტოა, და მისი
თვალები ცრემლით ივსება. (ბუხარი 660)
აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჭეშმარიტად, ალლაჰი იტყვის განკითხვის დღეს: სად არიან ისინი, ვისაც უყვარდათ ერთმანეთი ჩემი დიდებულების გამო? დღეს, მე მათ დავიფარავ ჩემი ჩრდილის ქვეშ, როცა სხვა ჩრდილი დღეს არ არის. (მუსლიმი 2566)
აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხეში მანამ ვერ შეხვალთ სანამ არ ირწმუნეთ და ვერ ირწმუნეთ მანამ, სანამ ერთმანეთს არ შეიყვარებთ. გინდათ, გითხრათ როგორ შეიყვარებთ ერთმანეთს? ხშირად მიესალმეთ ერთმანეთს. (მუსლიმი 54)
სხვა გადმოცემაში შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, თქვენ ვერ შეხვალთ სამოთხეში, სანამ არ დაემორჩილებით ალლაჰს; და ვერ დაემორჩილებით მას, თუ ერთმანეთი არ გეყვარებათ. გაავრცელეთ სალამი თქვენს შორის და შეგიყვარდებათ ერთმანეთი. მოერიდეთ სიძულვილს, რადგან ის არის საპარსი. მე არ ვამბობ, რომ ის თმას პარსავს, არამედ ის რელიგიას პარსავს.“
(ადაბ ალ-მუფრადი, 260)
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ერთი კაცი ერთი ქალაქიდან წავიდა სხვა ქალაქში, რათა მოენახულებინა თავისი ძმა. მაშინ ალლაჰმა წარგზავნა ანგელოზი, რათა ედევნებინა თვალი მის ნაბიჯებზე. როდესაც ანგელოზი მასთან მივიდა, ჰკითხა: ‘სად მიდიხარ?’ კაცმა უპასუხა: ჩემს ძმასთან მივდივარ ამ ქალაქში. ანგელოზმა ჰკითხა: ‘ნუთუ რაიმე მატერიალური სარგებლის გამო მიდიხარ?’ მან უპასუხა: ‘არა, მე მივდივარ მხოლოდ ყოვლისშემძლე ალლაჰის კმაყოფილებისთვის.’
ანგელოზმა უთხრა: ‘მე ვარ მაცნე ალლაჰისგან, რათა შეგატყობინო, რომ ალლაჰს უყვარხარ ისე, როგორც შენ გიყვარს იგი.’” (მუსლიმი, 2567)
უმარ იბნ ალ-ხატტაბი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰს ჰყავს მსახურები, რომლებიც არც შუამავლები არიან და არც შაჰიდები. მაგრამ შუამავლებს და შაჰიდებს შეშურდებათ მათი ადგილის რითიც დაასაჩუქრა ისინი ყოვლისშემძლე ალლაჰმა. საჰაბეებმა ჰკითხეს: ვინ არიან ისინი და რას აკეთებენ? ნამდვილად ჩვენ ისინი გვიყვარს. მან თქვა: ისინი არიან რომლებმაც შეიყვარეს ერთმანეთი ალლაჰის კმაყოფილებისათვის, მათ შორის არაა ნათესაური კავშირი, და არაა მათ შორის ფული რომლისთვისაც ურთიერთობდნენ. ვფიცავ ალლაჰს, მათი სახეები ნათელი იქნება, და ისინი იქნებიან მაღალ და ნათელ საფეხურებზე. მათ არაფრის ეშინიათ როცა ხალხს ეშინია, და ისინი არ დამწუხრდებიან როცა ხალხი დამწუხრებულია. და წაიკითხა ეს აიათი: ‘ჭეშმარიტად, ალლაჰის მეგობრებს არც შიში ექნებათ, და არც ინაღვლებენ.’ (სურა იუნუს 10:62) (აბუ დავუდ 24:3527, საჰიჰი)
ალ-ბარა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) თქვა: „ანსარები არ უყვარს არავირს, გარდა მორწმუნისა, და ისინი არ სძულს არავის, გარდა თვალთმაქცისა. ვინც შეიყვარებს ანსარებს, ალლაჰი მას შეიყვარებს, ხოლო ვინც შეიძულებს მათ, ალლაჰი მას შეიძულებს.“
(ბუხარი, 3783)
მუაზ ბინ ჯაბალი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
„ალლაჰი ამბობს: 'მათ, ვინც ერთმანეთი ჩემი დიდებულების გამო შეიყვარეს, სინათლის ამბიონები ექნებათ, რითაც აღტაცებაში მოვლენ შუამავლები და მოწამეები.’”
(თირმიზი, 2390)
სხვა გადმოცემაში შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
„ალლაჰი ამბობს: 'ჩემი სიყვარული ეკუთვნის მათ, ვინც ერთმანეთს ჩემი გულისთვის შეიყვარებს, ერთად დაჯდება, მოინახულებს და დროს გაატარებს მხოლოდ ჩემი გულისთვის.’”
(მუსნად აჰმად, 22030)
ალ-მიყდამ იბნ მა'დიქარიბი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „როდესაც გიყვარს შენი ძმა, უთხარი მას ეს.“
(თირმიზი, 2392)
მუაზ იბნ ჯაბალი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა:
„ვფიცავ ალლაჰს, მე შენ მიყვარხარ, ო მუაზ. ამიტომ გირჩევ, არასოდეს მიატოვო ეს ვედრება ყოველი ფარძი ლოცვის შემდეგ:
اللَّهُمَّ أَعِنِّي عَلَى ذِكْرِكَ وَشُكْرِكَ وَحُسْنِ عِبَادَتِكَ
„ო ალლაჰ, დამეხმარე შენს გახსენებაში, შენდამი მადლიერებაში და შენს მიმართ კარგი თაყვანისცემის გამოჩენაში.“
(აბუ დაუდ, 1522)
ალლაჰის გულისთვის სიყვარული არის ერთ-ერთი უმაღლესი თვისება, რომელიც ზრდის მორწმუნის სულიერ მდგომარეობას და აძლიერებს ძმობასა და ერთიანობას საზოგადოებაში. ეს არის ნამდვილი სიწმინდე, რომელიც გვაკავშირებს ღმერთთან, ხოლო მისი პრაქტიკა გვიქმნის შესაძლებლობას, რომ დავიმსახუროთ ალლაჰის სიყვარული.
ამ სიყვარულის აღსასრულებლად აუცილებელია სუფთა გულით შევიყვაროთ სხვა მორწმუნეები, ვებრძოლოთ სიძულვილსა და ეჭვიანობას და გავავრცელოთ მშვიდობა/სალამი.
ამ სიყვარულის შედეგები:
და ალლაჰმა უკეთ იცის