21:54    2025-08-14   



ნამაზის დროს მოკრძალება (ხუშუ)


იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალიმ მის ერთ-ერთ წიგნში 'ხუშუ ფი სალათ გვ 21-23' მოიყვანა შემდეგი მტკიცებულებები:

'პირველს, რასაც ხალხი დაკარგავს იქნება ხუშუ' (მოკრძალება) '

შუამავლის მოკრძალება და თავმდაბლობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ხუშუ', და სწორედ ყველაზე სასარგებლო ცოდნა მას აქვს, ვისაც გააჩნია მოკრძალება. ან-ნასაიში გადმოცემულია ჯუბაირ ბინ ნუფაილის მიერ გადმოცემული ჰადისი, მან კი გადმოსცა ავფ ბინ მალიქისგან, რომ ერთ დღეს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეხედა ზეცას და თქვა:

მოვა დრო, როცა ხალხი დაკარგავს ცოდნას, როცა მისგან (ცოდნისგან) არაფერი დარჩება. მაშინ ზიად იბნ ლაბიდ ალ-ანსარმა უთხრა: ჩვენ როგორ დავკარგავთ ცოდნას, როცა ყურანს ვკითხულობთ?! ვფიცავარ ალლაჰს, ჩვენ ვიკითხავთ მას და ვაიძულებთ მის წაკითხვას ჩვენს ქალებს და შვილებს! ამაზე ალლაჰის შუამავალმა
უთხრა: 'და დაგკარგავს დედაშენი, ო ზიად, მე გთვლიდი შენ მცოდნედ მედინის  მცხოვრებლებს შორის. თორა და სახარება აქვთ იუდეველებს და ქრისტიანებს,
მაგრამ ის მათ რამეში ეხმარება? ჯუბაირმა თქვა:   "მე შევხვდი 'უბადა იბნ სამითს და ვუთხარი:
"არ გაგიგია თუ რა თქვა შენმა ძმამ, აბუ დარდამ?' და მე მოვუყევი თუ რაც თქვა აბუ დარდამ და მითხრა:
აბუ დარდას სიმართლე უთქვამს.  თუ შენ გსურს, ჩვენ მოგიყვებით რომ პირველი რაც მოიშლება ხალხის ცოდნისგან: ეს არის მოკრძალება (ხუშუ'), მალე შენ შეხვალ მასჯიდში ჯამა'ათთან, მაგრამ ვერცერთ კაცში ვერ დაინახავ მოკრძალებას. (თირმიზი 2653)

ჰასან ალ-ბასრიმ თქვა:   ცოდნა ორი სახისაა:   ცოდნა გულში და ცოდნა ენაზე. ცოდნის ქონა გულში სასარგებლო ცოდნაა, ხოლო ცოდნის ქონა ენაზე არის
ალლაჰის მტკიცებულება მისი მსახურების წინააღმდეგ.
(ად-დარიმი 1:102)

შუამავალმა გვაცნობა, რომ წიგნის ხალხს მიეცა სახელმძღვანელო მაგრამ მათ ვერ მიიღეს მისით სარგებელი, ვინაიდან მათი მიზანი ცოდნის მიღების დროს არ ყოფილა ის რომ ამ ცოდნას მათ გულებში შეეღწია. მათ არ შეეძლოთ განეცადათ რწმენის სიტკბო, ღმერთის შიშის სარგებელი და სინანული მათი ცოდვების გამო. მათი ცოდნა მხოლოდ მათ ენაზე იყო, რის გამოც ისინი დარჩნენ გაკიცხულნი.

ალლაჰმა ყურანში აღწერა მცოდნეები რომლებსაც აქვთ მოკრძალება.

'ჭეშმარიტად, ალლაჰისა  მის მსახურთაგან  მხოლოდ მცოდნეებს ეშინიათ.'  (სურა ფატირ 35:27)

 29-ე გვერდზე აგრძელებს:

ალლაჰის ჭეშმარიტი მსახურები.

ასად ბინ მუსამ თავის წიგნში 'ალ-ვარაში' თქვა:  მუბარაქ იბნ ფადალმა გადმოსცა, რომ ალ-ჰასანმა თქვა:

როდესაც ეს მოწოდება მივიდა მორწმუნეებთან, იმათმა მიიღეს ის და სწრაფად მივიდა მათ გულებთან და მაშინვე დაეტყოთ თავმდაბლობა და მოკრძალება. შენ რომ გენახა ისინი, დაინახავდი საუკეთესო მაგალითს. იმათმა ვერაფერში იპოვეს სიმშვიდე ალლაჰის წიგნის გარდა. როდესაც მოვიდა ალლაჰისგან ცნობა, დაიჯერეს, ირწმუნეს და ალლაჰმა აღწერა ისინი საუკეთესოდ.

...მოწყალის მსახურნი ისინი არიან, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე... 
(ფურყან 25:63)

ალ-ჰასანმა განმარტა:
მოკრძალებული სიარული - არაბულ ენაში ნიშნავს მშვიდად და ღირსეულად სიარულს'

შემდეგ გაუკეთა კომენტარი მოყვანილი აიათის ბოლო ნაწილს:

...და როცა  უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი!
(ფურყან 25:63)

ისინი მომთმენნი არიან და არ იქცევიან უცოდინარი ხალხისავით, და როცა მათ მოექცევიან უგუნურად, ისინი თავს იკავებენ.


ნამაზის დროს ხუშუ' (მოკრძალება)

ალლაჰი ბრძანებს:
1. ნეტარ არიან მორწმუნენი!
2. ისინი, ვინც თავიანთი ლოცვისას მოკრძალებულნი არიან
(სურა მუმინუნ 23:1-2)

მუჯაჰიდმა წერდა:   როდესაც სალაფთაგან რომელიმე იდგა ლოცვაზე, ეშინოდა თავისი ღმერთის, რომ თვალები არ მიეპყრო სხვა რამისკენ, ან არ მიბრუნებულიყო სხვა მხარეს ან კენჭების თამაშით არ გართულიყო ან ეფიქრა მიწიერი საქმეებისთვის...
(ტა'იმ ყადრ ალ-სალაჰ 1:188)

საიდ იბნ ჯუბაირმა თქვა:    ნამაზის დროს მოკრძალება (ხუშუ') არის - როცა ადამიანმა არ იცის ვინ არის მისგან   მარჯვნივ და ვინ მისგან მარცხნივ.
(თაფსირ ას-სამ'ანი 4:283)

იბნ ალ-ყაიმმა მადარაჯი სალიქინში 1:112 თქვა:
კითხვა:
ვისაც ნამაზის დროს ხუშუ' არ აქვს და უგულისყუროდ ლოცულობს, უნდა ილოცოს თუ არა ხელმეორედ?
პასუხი:
"ჰანბალი მაზჰაბის სწავლული იბნ ჰამიდი ამბობს, რომ ხუშუ'ს გარეშე შესრულებული ნამაზის ხელმეორედ ლოცვა სავალდებულოა. ხოლო სწავლულების უმეტესობამ ეს აზრი არ გაიზიარა"

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგნაირ ვედრებას აღავლებდა:  ღმერთო ჩემო შენ მოგეკედლები გულისგან, რომელიც არ არის მოკრძალებული
(ალლაჰუმმა ინნი ა'უზუბიქა მინ ყალბი ლა იახშა'   (თირმიზი 3482)


უგულო ლოცვა.


იბნ ალ-ყაიმმა წერდა:   შენ დგახარ ლოცვაზე შენი სხეულით, სახე მიმართულია ყიბლისკენ და შენი გული სხვაგან არის? უბედურება შენ! ასეთი გული სამოთხის ღირსი არ არის და ასეთი გულით  შეუძლებელია მოიპოვო ალლაჰის კმაყოფილება.
(ბადა'ი ალ-ფავაიდ 3:753)

ალლაჰი ყურანში ამბობს:    და ვაი იმ მლოცველთ.    რომელნიც უგულისყურონი არიან ლოცვებისადმი.   (სურა მაა'უნ 107:4-5)

და ალლაჰმა უკეთ იცის