21:59    2025-08-17   



სამართლიანობა (العدل) ყურანში


სამართლიანობა ყურანში ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა. ის არა მხოლოდ სამართლებრივი პრინციპია, არამედ ის არის ადამიანური სიბრძნის, ღმერთის შიშის და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ნიშანიც. სამართლიანობა მოიცავს:

  • გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობას,
  • ჭეშმარიტების დაცვას,
  • პატივისცემას ყველა ადამიანის მიმართ.

ყურანი მრავალჯერ ხაზს უსვამს სამართლიანობას როგორც პიროვნების, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

1. ღმერთის ბრძანება სამართლიანობაზე:

ჭეშმარიტად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ანაბარი უკან დაუბრუნოთ მათ პატრონებს და როცა განსჯით ადამიანთა შორის, სამართლიანად განსაჯოთ. ჭეშმარიტად, რა მშვენიერია ალლაჰის შეგონება! ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმხედველია!
(ნისა 4:58)

ღმერთი აქებს სამართლიან ადამიანს განსაკუთრებულად. აქ ხაზგასმულია, რომ სამართალი არა მხოლოდ ადამიანების მიმართ, არამედ ღმერთის  წინაშე პასუხისმგებლობასაც უკავშირდება.

2. სამართლიანობა ყველას მიმართ

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი, და ეს რომც იყოს თქვენს წინააღმდეგ, ან თქვენი მშობლებისა და ნათესავების, მდიდარი იქნება ის თუ ღარიბი, რადგანაც ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან. და ნუ აჰყვებით გულისნადებს, რომ არ გადაუხვიოთ გზას, და თუ განუდგებით ან ზურგს შეაქცევთ, ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ!
(ნისა 4:135)


სამართლიანობა არ უნდა იყოს არჩეული პიროვნების სტატუსით ან ურთიერთობის მიხედვით. ყურანი გვასწავლის, რომ ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი და აღასრულოს სამართლიანობა ყველას მიმართ.

3. უსამართლობის შედეგები

დაინახავ უსამართლოებს, შეშინებულთ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს, რამეთუ იგი თავს დაატყდებათ. ისინი კი, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, იქნებიან სამოთხის ბაღებში. მათთვისაა რასაც ისურვებენ თავიანთი ღმერთის წინაშე და სწორედ ეს არის უდიდესი წყალობა.
(შურა 42:22)

ყურანში წერია სიტყვა უსამართლობა, თუმცა ეს სიტყვა ორ აზრს ატარებს - ერთია თავისთავად უსამართლობა, როცა სხვას ჩაგრავ და სხვის უფლებებს ლახავ, და მეორე როცა ალლაჰს თანაზიარს უდგენ.  უსამართლობა ყოველთვის ბადებს შედეგებს. ყურანი გვაფრთხილებს, რომ იმათ, ვინც სხვის უფლებებს შელახავს, ვერავინ დაიცავს – ვერც ამქვეყნად, ვერც იმქვეყნად.

4. სამართლიანობა საზოგადოებაში

ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი! და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშებასთან; და გეშინოდეთ ალლაჰისა. ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ.
(მაიდე 5:8)

ყურანი უსვამს ხაზს, რომ სამართლიანობა არის მთავარი პრინციპი სამართალში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მართალი ლიდერი იცავს საზოგადოებას უსამართლობისგან და უზრუნველყოფს ჰარმონიას.

5. პრაქტიკული მაგალითები:

  • სამართლიანი მმართველი: ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს სამართლის მიხედვით, პირადი ზემოქმედების გარეშე.
  • სამართლიანი ვაჭრობა: სამართალი ფულთან მიმართებაში - თუნდაც ზარალი ნახოთ, არ იტყუებით.
  • სამართლიანი ოჯახური ურთიერთობები: თანასწორობა და პატივისცემა ოჯახის წევრების მიმართ.
  • სამართლიანობა საზოგადოებაში: სამართლიანი მოპყრობა მეგობრებთან, თანამშრომლებთან და მეზობლებთან.


ყურანში სამართლიანობა არის არა მხოლოდ სოციალური, არამედ პიროვნული ეთიკის ნიშანი. ადამიანი, რომელიც სამართლიანად მოქმედებს:

  • იცავს ჭეშმარიტებას,
  • თანასწორად ექცევა ყველას,
  • აძლიერებს საზოგადოებრივ ჰარმონიას - ღმერთის წინაშე ღირსეული სტატუსით სარგებლობს.

სამართლიანობა ყურანში გამოხატულია როგორც უმთავრესი მორალური და ეთიკური პრინციპი, რომელიც აძლიერებს საზოგადოებას და ხდის ადამიანს კეთილს, პატიოსანს და მიუკერძოებელს. ადამიანმა სამართალი უნდა დაიცვას მხოლოდ იმისათვის, რომ დაიმსახუროს ღმერთის კმაყოფილება, და არა იმისთვის, რომ ხალხში კეთილი და პატიოსანი ადამიანი გამოჩნდეს. ასევე ადამინმა სამართლიანობა უნდა დაიცვა სღმერთის მიმართ შიშის გამო და არა ციხეში მოხვედრის შიშის გამო, ვინაიდან ჰადისში ვკითხულობთ:

'საქმეები შეფასდება განზრახვის მიხედვით, და ყოველი ადამიანი მიიღებს თავისი განზრახვის მიხედვით.' (ბუხარი 1)

და ალლაჰმა უკეთ იცის