სალაფების ზნე-ჩვეულებებიდან იყო ის, რომ ისინი არ ცდილობდნენ ლიდერობის ძიებას, რათა მათთვის არ მიენიჭებინათ უპირატესობა სხვა ადამიანების სამართავად.
აბუ ზარი გადმოსცემს, რომ მან უთხრა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): ხომ არ დამნიშნავდი მე ამ თანამდებობაზე (ამირობა)? შუამავალმა მას ბეჭებზე ხელი დაარტყა და უთხრა: ო აბუ ზაარ, შენ ჯერ უძლური ხარ, ეს კი პასუხისმგებლობაა, განკითხვის დღეს, ის მოგიტანს დამცირებას და სინანულს, გარდა იმისა, ვინც მიიღებს ამ თანამდებობას კანონით და შეასრულებს ყველა ვალდებულებას." (მუსლიმი 1825)
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო აბდურრაჰმან! არ ითხოვოთ რომ იყოთ მმართველი (ე.ი ლიდერი), რადგან თუ მოგეცემათ უფლებამოსილება თქვენს მოთხოვნაზე, თქვენ იქნებით პასუხისმგებლები, მაგრამ თუ მოგეცემათ ისე, რომ არ გითხოვიათ, მაშინ ამაში ალლაჰი დაგეხმარებათ. (ბუხარი 7146)
სხვა ჰადისში ნათქვამია: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენ გექნებათ სურვილი გქონდეთ მმართველობის უფლება, რომელიც, განკითხვის დღეს იქნება დამცირება. რა მშვენიერია როცა ძუძუთი იკვებება, მაგრამ რა ცუდია მოშორება. (ბუხარი 7148)
სუფიან ას-საურიმ თქვა: ‘ვინც ეძებს ლიდერობას, ის სანამ მას ნახავს, დაკარგავს ბევრ სიკეთეს’
მუსლიმ იბნ ყუთაიბამ თქვა: ‘მე შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ლიდერობას უდიდესი ფიტნად - საცდურად მიიჩნევდნენ. მაგრამ დღეს ხალხი მას ეძებს’
სალაფების ზნეობიდან იყო, რომ როდესაც მათი მეგობარი გახდებოდა ლიდერი ასე ევედრებოდნენ ღმერთს: ‘ო ალლაჰ! აიძულე დაგვივიწყოს. და არ გვიცნოს ჩვენ და არც ჩვენ ვიცნობდეთ მას;
წიგნიდან: მინ ახლაყი სალაფი თავი 16.