განამტკიცებს ალლაჰი იმათ, ვინც ირწმუნა, მტკიცე სიტყვით ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. და უბნევს გზას ალლაჰი უსამართლოებს. და იქმს ალლაჰი იმას, რასაც ინებებს.
(სურა იბრაჰიმ 14:27)
ალლაჰი მორწმუნე მსახურებს რწმენაში განამტკიცებს ამქვეყნად. როდესაც ისინი დაიკითხებიან საფლავში მათ განამტკიცებს თავჰიდი და რწმენა. ურწმუნოები და თვალთმაქცები, საფლავში პასუხების გაცემისას სიმართლის თქმას ვერ მოახერხებენ; და ალლაჰი ადგენს იმას, რაც სურს.
აიათში ნათქვამია, რომ უზენაესი ალლაჰი მორწმუნეებს ამქვეყნად ჭეშმარიტების მიმართ განამტკიცებს. ყურანის განმმარტებლებმა თქვეს, რომ 'მტკიცე სიტყვა' ითარგმნება როგორც 'სიმართლე და ჭეშმარიტება' რომელიც არის რწმენა და მართალი საქმეები. ამგვარად აიათის მნიშვნელობა ასეთია:
'ალლაჰი განამტკიცებს მორწმუნეებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მათ რწმენაში და სამართლიან საქმეებში.
აიათის გაგრძელებაში აღნიშნულია, რომ ალლაჰი ასევე განამტკიცებს მორწმუნეებს იმქვეყნადაც. იგულისხმება საფლავში ცხოვრება და მორწმუნე საფლავში იქნება დაკითხული.
ამასთან დაკავშირებით ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
როდესაც მორწმუნე საფლავში დაიკითხება, ის დაამოწმებს
'ლა ილაჰა ილლა ლლაჰ, მუჰამმადან რასულულლაჰ'-ის დამოწმებით.
და ალლაჰის სიტყვები:
'განამტკიცებს ალლაჰი იმათ, ვინც ირწმუნა, მტკიცე სიტყვით ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც'
უსმანი გადმოსცემს:
დაკრძალვის შემდეგ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იდგა საფლავთან და ამბობდა:
'ითხოვე შენდობა შენი ძმისთვის. სთხოვეთ ალლაჰს, რომ იყოს მტკიცედ რწმენაში, ვინაიდან ის ახლა დაკითხვაზეა.
(იმამ ატ-ტაბარის თაფსირიდან)