22:47    2025-08-28   



ვინ არის ალაჰი?


ყურანში ვკითხულობთ:

"იგია ალლაჰი. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. იგი უწყის უხილავს და ცხადს. იგი მოწყალეა, მწყალობელია!“   (სურა ალ-ჰაშრ, 59:22)

ალლაჰი არის სამყაროს შემოქმედი და ყოვლისმცოდნე. ის არის ერთადერთი ღმერთი, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. ალლაჰმა შექმნა სამყარო, ჩვენ მოგვცა საარსებო, ყურთასმენა, თვალთახედვა და შემეცნების უნარი.

რა არ იციან არამუსლიმებმა ალლაჰზე?

ბევრი არამუსლიმი ფიქრობს, რომ სიტყვა „ალლაჰი“ მხოლოდ არაბებისთვის არის და ღმერთს ასე მხოლოდ მუსლიმები მიმართავენ.

  • ქრისტიანთა ნაწილი თვლის, რომ „ალლაჰი“ ღმერთი არ არის და ღმერთი მხოლოდ „მამა ღმერთია“.

  • სინამდვილეში კი, სიტყვა „ალლაჰი“ არაბულ ენაში ნიშნავს ერთადერთ ღმერთს. ქრისტიანი არაბებიც ღმერთს სწორედ ალლაჰ-ით მიმართავენ.

იესო ქრისტეს მშობლიური ენა იყო არამეული - ენა, რომელიც ძალიან ახლოს დგას არაბულთან. დღესაც სირიისა და ერაყის ზოგ სოფელში ამ ენაზე ლაპარაკობენ.

არამეულად სიტყვა „ღმერთი“ არის „ალაჰა“, რაც აშკარად ჰგავს არაბულ „ალლაჰს“.

👉 ამის დასტურია არამეულ-არაბული მსგავსი სიტყვები:

  • ღმერთი → არამეულად ალაჰა, არაბულად ალლაჰ

  • ლოცვა → არამეულად სალეე, არაბულად სალათ

  • „ამინ“ → არამეულად ჰამინ, არაბულად ამინ

  • დალოცვა → არამეულად ბარიხ, არაბულად ბარიქ

  • რელიგია → არამეულად დიინა, არაბულად დინ

  • სული → არამეულად რუხა, არაბულად რუჰუ

ეს მსგავსებები გვიჩვენებს, რომ სიტყვა „ალლაჰი“ არის იგივე მნიშვნელობის რას სხვა სემიტურ ენებში.   ქრისტიანთა ბიბლიაშიც გვხვდება იგივე ფესვზე დაფუძნებული სახელები:

  • ელაჰ იერუშალემ“ – იერუსალიმის ღმერთი (ეზრა 7:19)

  • ელაჰ ისრაელ“ – ისრაელის ღმერთი (ეზეკიელი 5:1)

  • ელაჰ შემაია“ – ზეცის ღმერთი (ეზრა 7:23)

ეს მუხლები მოვიყვანეთ ძველი აღთქმიდან, ახალ აღთქმაში, მარკოზი 1:1 წერია:

כך מתחיל הסיפור על ישוע המשיח בן-האלוהים

დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა.  (მარკოზი 1:1) გაწითლებული სიტყვები იკითხება "ბენ ჰა ელოჰიმ" ესეიგი ღმერთის ძე. ვინც არაბული ენა იცის, დაინახავდა შემდეგ მსგავსებას: ებრაულში წერია სიტყვა 'ბენ' და ნიშნავს ძეს, რაც ძალიან ჰგავს არაბულ სიტყვას 'ბინ' რაც ასე ნიშნავს ძეს. ასევე დაინახავდა სიტყვების -  ელოჰიმ-ისა და ალლაჰ-ის მსგავსებას. რა თქმა უნდა ყურანი უარყოფს იმას, რომ რომელიმე ადამიანს ვუწოდოთ ღმერთის ძე, ჩვენ ეს მოვიყვანეთ მხოლოდ მაგალისთვის.

არაბი ქრისტიანებიც ღმერთს მიმართავენ 'ალლაჰ'-ით. ზემოთ მოვიყვანეთ ბიბლიიდან მარკოზის 1:1 მუხლი. ამ მუხლის არაბულ ვერსიაში წერია:

هَذِهِ بِدَايَةُ البِشَارَةِ عَنْ يَسُوعَ المَسِيحِ ابْنِ اللهِ

დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა.  (მარკოზი 1:1)   იბნი ლლაჰ წერია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქრისტიანებიც ღმერთს ალლაჰს უწოდებენ. 

📌 იგივე სიტყვა სხვადასხვა ენაზე:

  • არამეულად – ალაჰა

  • ებრაულად – ელაჰ / ელოჰიმ

  • არაბულად – ალლაჰ

და შესაგონებლად ყურანი პირდაპირ ამბობს:

ვფიცავ, ურწმუნონი არიან, რომელთაც თქვეს: უეჭველად, ალლაჰია მესიჰი, შვილი მარიამისა; და თქვა მესიჰმა:  ისრაილის შვილნო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთს. უეჭველად, ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუხდის, იმას აუკრძალა ალლაჰმა სამოთხე და მისი თავშესაფარი ცეცხლია. და არ ეყოლებათ უსამართლონთ შემწენი.
(სურა ალ-მაიდე 5:72)

ალლაჰი არ არის მხოლოდ მუსლიმთა ღმერთი. ის არის მთელი კაცობრიობის ერთადერთი ღმერთი  – სამყაროს შემოქმედი, იესოს, მოსეს, აბრაამისა და ყველა წინასწარმეტყველის ღმერთი.

აქ შეიძლება დაგისვან ან თქვენ თვითონ გაგიჩნდეთ კითხვა: შეიძლება ქრისტიანიც და მუსლიმანიც ღმერთს ერთნაირად მივმართავთ, მაგრამ ვინ როგორ იცნობს ღმერთს და როგორ იცნობს მის სიდიადეს? აქ უკვე უნდა დაიწყოთ ლაპარაკი ალლაჰის სახელ-თვისებებზე, რომელი წიგნიც ქართულ ენაზე მოგვეპოვება და ძალიან კარგად და გასაგებად არის ახსნილი ყველა დეტალი.  და ალლაჰმა უკეთ იცის