1. ბიზანტიის გამარჯვება სპარსეთზე: სასწაულებრივი წინასწარმეტყველება
მეშვიდე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ორი ზესახელმწიფო ბატონობდა: ბიზანტიის იმპერია და სპარსეთის სასანიანთა იმპერია. ეს ორი იმპერია 700 წლიან ომში იყვნენ ერთმანეთის წინააღმდეგ და 613-619 წლებში სპარსელებმა ბიზანტია დაამარცხეს და უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრეს. მათ შორის იყო ბიზანტიური სომხეთი, სირია, პალესტინა, ეგვიპტე, ლიბია და ანატოლია. ბიზანტიის იმპერია დაშლის პირას იყო, თითქმის ყველაფერი სპარსელებთან ომში დაკარგა. ამ სავალალო მდგომარეობის დროს, ყურანში თამამი და სარისკო წინასწარმეტყველება გაჟღერდა:
' 1. ალიფ. ლამ. მიმ. 2. დამარცხდა რომი 3. უახლოეს მიწაზე, და ისინი დამარცხების შემდგომ, უთუოდ სძლევენ. 4. რამდენიმე წელიწადში. ალლაჰისაა ბრძანება ამაზე უწინ და ამის შემდგომაც და იმ დღეს მორწმუნეები გაიხარებენ. 5. ალლაჰის შეწევნით, რომელიც შეეწევა იმას, ვისაც ინებებს, და იგი ძლევამოსილი, მწყალობელია. 6. ალლაჰის აღთქმის თანახმად... ალლაჰი არ შეცვლის თავის აღთქმას, თუმცა ადამიანთა უმეტესობამ არ იცის.
(რუმ 30:1-6)
ტერმინი ფი ბიდ'ი სინინ - فِى بِضْعِ سِنِينَ გულისხმობ სამიდან ცხრა წლამდე პერიოდს. წინასწარმეტყველება იყო იმის შესახებ, რომ ბიზანტიელები ამ ვადაში დაბრუნდებოდნენ, მიუხედავად ამხელა დანაკარგებისა. წინასწამეტყველება მნიშვნელოვან რისკს შეიცავდა. თუ ბიზანტიელები დადგენილ ვადაში არ გაძლიერდებოდნენ და არ დაბრუნდებოდნენ, წინასწარმეტყველი მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სანდოობა შეირყეოდა. სიტუაცია ისეთი სავალალო იყო რომ ბიზანტიელების დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოდ ჩანდა. მათი დამარცხება გარდაუვალ დაშლაზე მიუთითებდა. სპარსელები ცეცხლსთაყვანისცემლები იყვნენ და ქრისტიან ბიზანტიელებზე მოპოვებული გამარჯვებით დიდად ხარობდნენ მექაში მცხოვრები კერპთაყვანისმცემელი არაბები.
საბოლოოდ ეს წინასწამრტყველება ახდა. დამარცხებიდან დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ, ბიზანტიელებმა წარმატებული შეტევა წამოიწყეს სპარსელების წინააღმდეგ:
622 წელი: 'ბიზანტიელებმა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება დაიწყეს'
623 წელი: 'მათ გაანდგურეს სპარსეთის მეფის სასახლე.'
627 წელი: 'ბიზანტიელებმა ნინევასთან ახლოს გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს, რამაც სპარსული ძალების საბოლოო გაყვანა გამოიწვია. '
ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ყურანში ნახსენები წინასწარმეტყველების ახდენა ნაკლებად სავარაუდო იყო. მაგრამ ღმერთს სხვა გეგმები ჰქონდა და თქვა ის რაც თქვა და მისი ნება ყოველთვის სრულდება. ამ წინასწარმეტყველების ახდენა ხაზს უსვამს ყურანის ღვთაებრივ წარმოშობას და მისი გზავნილის ჭეშმარიტებას.
2. წინასწარმეტყველება იემენის, სირიის და ერაყის დაპრყრობაზე, რომელიც ასრულდა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაცვალებიდან ათი წლის შუალედში.
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო ხანდაყის (თხრილი) ბრძოლა. 627 წელს, წარმართი არაბების კოალიციამ, რომელიც 10,000 კაცისგან შედგებოდა, შეტევა წამოიწყო მედინაზე, იმ დროს ერთადერთ მუსლიმურ ქალაქზე. ამან ისლამის მტრებს შესაძლებლობა მისცა გაენადგურებინათ მუსლიმები. მუსლიმებმა, რომლებიც რიცხობრივად მტერზე სამჯერ ნაკლებნი იყვნენ, ორკვირიან ალყას გაუძლეს. ბრძოლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ მუსლიმები მედინის გარშემო თხრილებს თხრიდნენ შეტევის მოსამზადებლად, ისინი ამ დროს დამარცხების წინაშე აღმოჩნდნენ წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მუსლიმებს:
ალ-ბარა გადმოსცემს: ხანდაყის ბრძოლის დღეს, (გათხრის დროს) გამოჩნდა კლდე, რომელსაც ჩვენი ნიჩბები ვერ ტეხავდა. ამიტომ რჩევისთვის ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წავედით. მან აიღო ნიჩაბი და თქვა: 'ალლაჰის სახელით', დაარტყდა ნიჩაბი კლდეს და თქვა: 'ღმერთი უდიდესია, მე მომეცა შამის (სირიის) გასაღები. 'ვფიცავარ ალლაჰს, ახლა მის წითელ სასახლეებს ვხედავ' მეორე დარტყმაზე თქვა: 'ღმერთი უდიდესია, მე მომეცა სპარსეთის გასაღები' ვფიცავარ ალლაჰს, მე ახლა მადაინის თეთრ სასახლეს ვხედავ' შემდეგ მესამედ დაარტყა კლდეს და ამბობდა: 'ალლაჰის სახელით' კლდის დანარჩენი ნაწილი დაამსხვრია და თქვა: 'ღმერთი უდიდესია, მე მომეცა იემენის გასაღები' ვფიცავ ალლაჰს, რომ ახლა სანას კარიბჭეს ვხედავ. (სუნან ალ-ქუბრა 8858)
რა შანსია იმის, რომ მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალის არმქონე მუსლიმებმა ასეთ მოკლე დროში შეძლონ მსოფლიოს ზესახელმწიფოების დამხობა? სხვა ჰადისში, მოციქულმა მუჰამმადმა თქვა: 'ჭეშმარიტად, ქისრა ბინ ჰურმუზის საგანძური დაპყრობილი იქნება'. იმ დროს წარმოუდგენელი იყო, რომ პატარა მუსლიმური ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმართი არაბების მიერ იყო ალყაში მოქცეული, ძალაუფლებისა და ძლიერების ასეთი სიმაღლეებს მიაღწევდა.
ისტორიკოსი ბარნაბი როგერსონი წერდა:
'გახსოვდეთ, რომ იმ დროს ორი დიდი ზესახელმწიფო იყო; ბიზანტიის იმპერია და სასანიათა იმპერია. ისინი იყვნენ დომინანტური ძალები. თანამედროვე გაგებით რომ ვთქვათ, ეს იგივეა რომ ესკიმოსებმა დაამარცხონ ამერიკა და რუსეთი'
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაცვალებიდან ათი წლის შუალედში მის მიერ ნაწინასწარმეტყველები ყველა ნათქვამი სისრულეში მოვიდა, რისი მოწმეებიც მისი საჰაბეები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაცვალების შემდეგ, მუსლიმებმა ერთდროულად დაიწყეს თავდასხმები ორ უდიდეს ძალაზე - ბიზანტიაზე და სპარსეთზე. დიდი ხსნის ბრძოლების და პაექრობის მიუხედავად, ბიზანტიელები და სპარსელები გაერთიანდნენ მუსლიმების წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, ფირაზთან. იქ იყო ასი ათასი სპარსელი, რომაელები და არაბი ქრისტიანები და დაუპირისპირდნენ ოცი ათასი კაცისგან შემდგარ ნაკლებად გამოცდილ და ნაკლებად აღჭურვილ მუსლიმურ არმიას. ამის მიუხედავად მუსლიმებმა დაამარცხეს ეს ჯარები და დაიპყრეს მთელი სირია, სპარსეთი და იემენი ზუსტად ისე, როგორც ალლაჰის შუამავალმა იწინასწარმეტყველა.
წინასწარმეტყველება: იერუსალიმის დაპყრობა, რომელიც ალლაჰის შუამავლის გარდაცვალებიდან ხუთ წელიწადში ახდა.
'აუფ ბინ მალი გადმოგვცემს: მე მივედი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძოლის პერიოდში, თაბუქში, როცა ტყავის კარავში იჯდა. მან თქვა: დაითვალეთ ექვსი ნიშანი, რომელიც მიგვითითებს საათის მოახლოებას. ჩემი გარდაცვალება; იერუსალიმის დაპყრობა... (ბუხარი 3176)
მუსლიმებმა ორი დიდი ზესახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა და 637 წელს, უმარ იბნ ხატტაბის ხალიფობის დროს, ბიზანტიელთა ხელში მყოფი იერუსალიმი დაიპყრეს.
3. წინასწარმეტყველება ეგვიპტის დაპყრობაზე რომელიც აღსრულდა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ.
აბუ ზარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: 'თქვენ მალე დაიპყრობთ ეგვიპტეს და ეს მიწა ცნობილია როგორც ალ-ყირათის მიწა. როდესაც მას დაიპყრობთ, კარგად მოეპყარით მის მაცხოვრებლებს. რადგან თქვენზეა პასუხისმგებლობა მათ მიმართ სისხლით ნათესაობის და ქორწინებით დამყარებული კავშირის გამო. და როცა დაინახავ ორ ადამიანს, ერთმანეთში რომ დაობენ ერთი აგურის ადგილის გამო, მაშინ განშორდი იქაურობას'. აბუ ზარმა დაამატა: და მე დავინახე აბდ არ-რაჰმან ბინ შურაჰბილ ბინ ჰასანი და მისი ძმა, რაბია კამათობდნენ აგურის ადგილისთვის. ამიტომ მე დავტოვე ის მიწა. (მუსლიმი 2543b)
641 წელს, მუსლიმებმა დაიპყრეს ეგვიპტე, რაც გარდამტეხი მომენტი იყო უმარ ბინ ხატტაბის მმართველობის ისლამური ხალიფატის გაფართოებისთვის. მუსლიმურმა ძალებმა, ამრ ბინ ალ-ასის მეთაურობით, ეგვიპტის დედაქალაქი ალექსანდრია რამდენიმე ბრძოლის შემდეგ აიღეს. ეს დაპყრობა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ისლამის ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელების საქმეში. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ შუამავლის ნაწინასწარმეტყველები ახდა მისი გარდაცვალებიდან ცხრა წლის შემდეგ.
4. წინასწარმეტყველება: მონღოლების შემოსევა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან 626 წლის შემდეგ მოხდა.
წინასწამეტყველი მუჰამმადის გარდაცვალებიდან ექვსი საუკუნის შემდეგ, მონღოლებმა მუსლიმების ტერიტორიებზე სასტიკი შემოჭრა დაიწყეს, რაც ბაღდადის დარბევით დასრულდა. ბაღდადი რომელიც ცნობილი იყო თავისი კულტურითა და განათლების ცენტრით. მონღოლებმა ქალაქი 1258 წელს ალყაში მოაქციეს. ათასობით ხელნაწერი დაწვეს და ქალაქი ერთ კვირაში გაანადგურეს, რასაც მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დამპყრობლები, რომლებიც აღწერილია, როგორც გამორჩეული ფიზიკური ნიშან-თვისებებით, მათ შორის ბრტყელი ცხვირითა და პატარა თვალებით, ასევე თმით დაფარული ჩექმებით, და ეს ყველაფერი ნათქვამია, წინასწარმეტყველი მუჰამმადის მიერ საუკუნეებით ადრე გადმოცემულ ჰადისში. მან იწინასწარმეტყველა ბრძოლა ხუდისა და კირმანის სახელით ცნობილ ხალხებთან, რომლებიც გამოირჩევიან მათი წითელი სახეებით, ბრტყელი ცხვირით და პატარა თვალებით, მათ სახეებს ბრტყელ ფარებს ადარებდა და აღნიშნავდა რომ თმით შეკერილ ფეხსაცმელს ატარებენ:
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'არ დადგება უკანასკნელი საათი მანამ, სანამ თქვენ არ შეებრძოლებით თურქებს; ადამიანებს პატარა თვალებით, წითელი სახეებითა და ბრტყელი ცხვირით. მათი სახეები ტყავით დაფარული ფარის მსგავსი იქნება. საათი არ დადგება მანამ, სანამ თქვენ არ შეებრძოლებით ისეთ ხალხს, ვინც ბეწვისგან შეკერილ ფეხსაცმელს ატარებს. (ბუხარი 2928)
5. კონსტანტინოპოლის დაპყრობა.
ალლაჰის შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და სალამი მას თქვა:
لَتُفْتَحَنَّ القُسطَنْطِينِيَّةُ فلنعمَ الأميرُ أميرُها ولنعمَ الجيشُ ذلك الجيش
ჭეშმარიტად, თქვენ დაიპყრობთ კონსტანტინოპოლს, რა მშვენიერი ლიდერი იქნება მისი ლიდერი და რა მშვენიერი არმია იქნება ის არმია.
(აჰმად, ჰაქიმ მუსთადრაქ)
1453 წლის მაისში, ოსმალებმა 21 წლის მეჰმედ II-ის მეთაურობით, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი დაიპყრეს. დაპყრობის შემდეგ ქალაქს სტამბოლი უწოდეს და მას შემდეგ მუსლიმების კონტროლის ქვეშ დარჩა. ევროპელი ისტორიკოსები ამ მოვლენას ხსირად კონსტანტინოპოლის დაცემას უწოდებენ.
6. წინასწარმეტყველება: არაბეთში ამოიფრქვევა ვულკანი, რაც ახდა შუამავლის გარდაცვალებიდან 624 წლის შემდეგ.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'უკანასკნელი საათი არ დადგება მანამ, სანამ ცეცხლი არ გამოვა ჰიჯაზის მიწიდან და ბუსრაში აქლემების კისრებს არ გაანათებს' (ბუხარი 7118)
აქ ნათქვამია, რომ გამოჩნდება დიდი ცეცხლი, რომელიც იმდენად ძლიერად და შორს გაანათებდა, რომ მისი შუქი ბუსრაში (სირიის ქალაქი, დამასკოს სამხრეთით მედინიდან დაახლოებით 800 კილომეტრი) აქლემების კისრებზე აისახებოდა. ეს წინასწარმეტყველება ახდა 1256 წელს. ეს მოვლენა ინტერნეტში იძებნება როგორც harrat rahat სახელით.
7. წინასწარმეტყველება: არაბეთში მაღალი შენობების გამოჩენა.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს `ერთხელ ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარშემო ვიჯექით, როცა შემოვიდა ადამიანი ქათქათა თეთრი სამოსითა და კუპრივით შავი თმა-წვერით. მას არავინ შორიდან მოსული მგზავრის ნიშნები არ ემჩნეოდა, თუმცა იქ მჯდომთაგან არავინ იცნობდა. იგი მივიდა და დაჯდა შუამავალთან ისე ახლოს, რომ მუხლი შეახო მის მუხლს და ხელი დაადო ფეხზე. შემდეგ კი უთხრა: მუჰამმად! მითხარი რა არის მორჩილება (ისლამი)? შუამავალმა თქვა: მორჩილება (ისლამი) არის დამოწმება, რომ არ არის ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, ღმერთის გარდა, ლოცვად დადგომა, მოწყალების გაცემა, მარხვა რამადანის თვეში და მოილოცო სახლი (ქა’ბა), თუ გაქვს ამის საშუალება. უცნობმა თქვა: მართალია! ჩვენ გაგვიკვირდა, რომ მან იკითხა და შემდეგ დაადასტურა პასუხის სისწორე. შემდეგ მან კვლავ იკითხა: რა არის რწმენა (იმანი)? შუამავალმა ﷺ უპასუხა: რწმენა ღვთისა, მისი ანგელოზებისა, მისი წიგნებისა, მისი მაცნეებისა, უკანასკნელი დღისა და ბედისწერისა თავისი ავით თუ კარგით. უცნობმა თქვა: მართალია. რა არის სიქველე (იჰსანი)? შუამავალმა უპასუხა: ეს არის, როცა თაყვანს სცემ ღმერთს იმგვარად, თითქოს ხედავდე მას, რადგან თუნდაც შენ ვერ ხედავდე მას, იგი გხედავს! უცნობმა იკითხა: მომიყევი უკანასკნელ დღეზე. თქვა: ვისაც ეკითხებიან, არ აქვს იმაზე მეტი ცოდნა ამ საკითხზე, ვიდრე მას, ვინც იკითხა. უცნობმა თქვა: მაშ, მითხარი მისი მოახლოების ნიშნების შესახებ. შუამავალმა თქვა: როცა მონა-ქალი შობს თავის ქალბატონს, როცა ფეხშიშველი მდაბიო მწყემსები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ვინ უფრო მაღალ შენობას ააგებს. უცნობი წამოდგა და დაგვტოვა. შემდეგ შუამავალმა იკითხა: იცით ვინ იყო ეს? ‘უმარმა უპასუხა: ღმერთმა და მისმა შუამავალმა უკეთ უწყიან! შუამავალმა თქვა: ეს იყო ჯიბრა’ილი, რომელიც მოვიდა, რომ გასწავლოთ თქვენი სარწმუნოება. (მუსლიმი 8)
წარმოიდგინეთ ეს მომთაბარეები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დახეტიალობდნენ არაბეთის მკაცრ უდაბნოებში. 1970-იან წლებამდე ბედუინების ცხოვრება გარდარჩენაზე იყო დამოკიდებული, რაც არაპროგნოზირებად წვიმებს და მძარცველებისგან თავის დაღწევას გულისხმობდა. დღეს კი ბედუინების ტერიტორიებზე სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ისეთი ტერიტორიები როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც ბედუინების უმრავლესობა იყო სულ რაღაც 40 წლის წინ, ახლა სავსეა ცათამბრჯენებით, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობით, ბურჯ ხალიფით. ეს ტრანსფორმაცია სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში მოხდა.
მოკლედ; შუამავალი მუჰამმადის ნაწინასწარმეტყველები ახდა და ამის მომსწრეები ჩვენ ყველანი ვართ.
8. წინასწარმეტყველება: ამმარ ბინ იასირს მოკლავენ და მისი უკანასკნელი სასმელი იქნება რძე: ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა შუამავალი მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ.
სიფფინის ბრძოლამდე, ამმარს რძე მიაწოდეს, მან გაიღიმა და თქვა: 'შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა, რომ სიკვდილამდე ბოლოს რასაც დავლევდი რძე იქნებოდა. (აჰმადი 18782, ალ-ჰაქიმი 3/389)
ამმარი კი იმ ბრძოლაში დაეცა.
9. აღარ იქნება კეისარი და აღარ იქნება ქისრა
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქისრა განადგურდება და აღარ იქნება ქისრა მის შემდეგ, და კეისარი უეჭველად განადგურდება და აღარ იქნება მის შემდეგ კეისარი, და თქვენ გახარჯავთ მათ საგანძურს ალლაჰის გზაზე. (ბუხარი 3028)
ჰადისი შეიცავს ორ წინასწარმეტყველებას, ერთი მალევე აღსრულდა რასაც საჰაბეები მოესწრნენ, მეორე კი დროში გაიწელა თუმცა მაინც აღსრულდა.
ქისრა – სასანიდური სპარსეთის მმართველები/მეფეები. უკანასკნელი „ქისრა“ იყო იასდიგერდ III (632–651), რომელიც დაიღუპა არაბთა დაპყრობების დროს, და სასანიდური დინასტია სამუდამოდ განადგურდა. ეს წინასწარმეტყველება ახდა შუამავლის გარდაცვალებიდან 19 წლის შემდეგ.
კეისარი – არაბი მუსლიმები კეისარს „ყაისარს“ უწოდებენ. თუმცა ბიზანტია ისევე მალე არ განადგურებულა როგორც სასანიდური იმპერია: ისინი დიდხანს არსებობდნენ კონსტანტინოპოლში. საბოლოოდ „ბიზანტიის კეისრის“ ინსტიტუტი დასრულდა, როცა კონსტანტინოპოლი ოსმალებმა აიღეს 1453 წელს და უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI პალეოლოგოსი მოკვდა ქალაქის დაცვაში. კეისარი განადგურდა და ეს წინასწარმეტყველებაც ახდა შუამავლის გარდაცვალებიდან 821 წლის შემდეგ.
ჰადისის მნიშვნელობა ის არის, რომ ორივე იმპერია საბოლოოდ დაეცემა და მათი სიმდიდრე მუსლიმებს ხელთ ჩაუვარდება — რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახდა ეს წინასწარმეტყველება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წინასწარმეტყველება — ბიზანტიისა და სპარსეთის დამარცხება, იემენის, სირიის, ერაყისა და ეგვიპტის დაპყრობა, მონღოლების შემოსევა, კონსტანტინოპოლის დაცემა, ჰიჯაზში ვულკანის ამოფრქვევა, არაბეთის ტერიტორიაზე ცათამბრჯენების აღმართვა და ამმარ ბინ იასირის ბოლო სასმელის წინასწარმეტყველება — ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ მუჰამმადის ﷺ წინასწარმეტყველური ცოდნა ალლაჰისგან მომდინარეობდა.
ეს მოვლენები, რომლებიც საუკუნეების შემდეგაც კი ზუსტად აღსრულდა. თითოეული წინასწარმეტყველება, რომელიც სიზუსტით ახდა, აძლიერებს რწმენას, რომ შუამავალი მუჰამმადი ﷺ ღმერთის ჭეშმარიტი გზავნილია, და მისი რჩევები, გაფრთხილებები და გზავნილები სანდო და უტყუარია. და გახსოვდეთ, რომ აქ ნახსენები წინასწარმეტყველებები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
და ალლაჰმა უკეთ იცის.