23:31    2025-09-07   



ღმერთის სიდიადე


და როცა იყო მდგომარეობა და არ იყო დრო, და არც არაფერი მარადიული ალლაჰის გარდა, უსაზღვრო შემოქმედების მქონემ, ყოვლისშემძლემ, ძლევამოსილმა და ბრძენმა გააჩინა ცა და მიწა. მიწაზე გარდმოავლინა წვიმა და ამ წვიმით აღმოაცენა უამრავი ნაყოფი სარჩოდ, დაადგინა ზღვები და ოკეანეები, მათში განათავსა უამრავი წყალქვეშა არსება. ადამიანისთვის ცნობილია მილიონზე მეტი სახეობის წყალქვეშა არსება. დაადგინა წყვილწყვილებად და დაუდგინა ცხოვრების წესი. მიწა მოჰფინა ნაირნაირი ცხოველებით წყვილებად და დაუდგინა ყოველ მათგანს განსხვავებული ფორმა, შესაძლებლობა, თვისებები და მისია.   ზეცა შეავსო უამრავი ფრინველით წყვილებად და თითოეული მათგანი შეამკო სხვადასხვა ფერში, სხვადასხვა ფორმაში, სხვადასხვა თვისებებით და ასევე დაუდგინა მათაც მისია. მთელი სამყარო უზენაესი და ძლევამოსილი ალლაჰის ბრძანებისა და მორჩილების ქვეშაა, ყველას თავისი მისია დაუწესა რადგან დედამიწაზე ბალანსის დასაცავად ყველა არსებას აქვს თავისი წვლილი. გააჩინა ალლაჰმა ყველაფერი ჭეშმარიტებით და განსაზღვრა ყველაფერი მის გაჩენამდე 50,000 ათასი წლით ადრე, როგორც ეს გადმოცემულია 'აბდულლაჰ იბნ ამრის მიერ: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა დაწერა ქმნილებების ბედისწერა ორმოცდაათიათასი წლით ადრე, ვიდრე შექმნიდა ცებს და დედამიწას, და მისი ტახტი ('არში) იყო წყალზე.    (საჰიჰ მუსლიმი 2653)

… ალლაჰი რომელიც არის უანგაროდ მომცემი, ყოველი არსების მფარველი, ბრძანებს:

განა ვერ ხედავ, რომ ხომალდი დაცურავს ზღვაში ალლაჰის წყალობით,  (ლუყმან 31:31) 

ალლაჰს რომ არ მიეცა ძალა წყლისთვის, რომელი ქმნილება შეძლებდა, რომ მასზე ეცურა რკინას? ალლაჰს რომ არ მიეცა თევზებისთვის წყალში სიცოცხლის გაგრძელების უნარი, რომელი ქმნილება შეძლებდა, რომ მათთვის შეექმნა ეს პირობები? ალლაჰს რომ არ მიეცა ფრინველებისთვის ძალა და უნარი, რომ ეფრინათ ზეცაში, რომელი ქმნილება შეძლებდა ამის გაკეთებას? რომელი მეფე, რომელი პრეზინდენტი ან რომელი ქმნილება შეძლებდა ამ ყველაფერს? შეუძლებელია უბრალო ქმნილებამ შეძლოს ეს. მაშინ რატომ ღებულობთ ადამიანთა მოგონილ ცხოვრების წესს, და არ ღებულობთ ღმერთის მიერ მოწონებულ ცხოვრების წესს? უზენაესი ალლაჰი, უნაკლოა ის, და დიდებული ბრძანებს:

გააჩინა ცანი, როგორც ხედავთ, საყრდენების გარეშე და დაადგინა მიწაზე უზარმაზარი მთები, რომ არ შერყეულიყავით. გაამრავლა და დაასახლა მასზე ყოველნაირი ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და აღმოვაცენეთ მისით ყველა სახეობის სასარგებლო მცენარეები!  (ლუყმან 31:10)

ესენი ღმერთის გაჩენილია, წარმართებს რომ ჰკითხო ამათ ვინ აჩენსო? ისინი გეტყვიან ამ ყველაფერს ღმერთი აჩენსო. შემდეგ ალლაჰმა თქვა:

აი, ესენია ალლაჰის გაჩენილი! მაშ, დამანახეთ რა გააჩინეს დანარჩენებმა. ..  (ლუყმან 31:11)

დღის ღამეში შემყვანი, და ღამიდან დღის გამომყვანი ალლაჰია, მზის და მთვარის ამომყვანი ალლაჰია, ცოცხალის მკვდრისაგან, და მკვდრის ცოცხალისაგან გამომყვანი ალლაჰია, ადამიანების ყოველი საქმის და განზრახვის მცოდნე ალლაჰია. ამ ყოველივეს შემძლე და მცოდნე მხოლოდ ალლაჰია, რადგან ალლაჰი უნაკლოა ის და უზენაესი ბრძანებს:

ეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია, და რასაც მოუხმობენ, მის გარდა ბათილია. და კიდევ იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესი, დიდებულია!  (ლუყმან 31:30)

ქმნილებას, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, და რა სოციალური სტატუსი, ერთ კოღოს, ბუზს და მტვერსაც კი ვერ შექმნის. რადგან ალლაჰი ბრძანებს:

ჰეი, ადამიანებო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. ჭეშმარიტად, რომელთაც თქვენ მოუხმობთ, ალლაჰის გარდა, ვერ შექმნიან ბუზსაც კი, რომც შეიკრიბონ ამისათვის. თუ ბუზი რაიმეს მოსტაცებს მათ, ვერ წაართმევენ უკან. სუსტია ის, ვინც ითხოვს, და ისიც, ვისაც სთხოვენ!  (სურა ჰაჯ 22:73)

ამ ყოველივეს შემძლე მხოლოდ ერთადერთი ალლაჰია. ნუთუ ისინი მოიტანენ მისხალ სიკეთეს სხვისთვის, ან საკუთარი თავისთვისაც კი, თუკი ეს ალლაჰმა არ ინება? ალლაჰი ბრძანებს:

...ალლაჰი უკეთესია თუ ისინი, რასაც თანაზიარად უდგენენ?“   (ნემლ 27:59)

უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ ამაღლდა ‘არშზე. ის ღამეს დღით ფარავს, რომელიც მოსდევს მას. მზე, მთვარე და ვარსკვლავები მას ემორჩილებიან. განა, მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? კურთხეულია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!
(სურა ა'არაფ 7:54)


უზენაესი ალლაჰი გვაცნობებს, რომ არსებობს შვიდი ზეცა:

იგია ის, ვინც შექმნა თქვენთვის ყოველი, რაც ქვეყანაზეა. მერე ცას მიაშურა და ის შვიდ ზეცად გადაანაწილა. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნეა
(სურა ბაყარა 2:29)


აბუ დავუდი და აჰმადი გადმოგვცემენ იბნ აბბასისგან, რომ - 'დედამიწიდან პირველ ზეცამდე არის 500 წლის მანძილი. ასევე ყოველ ზეცას შორის მანძილია 500 წელიწადი. ამ ყოველივეს ზემოთ არის წყალი, წყალს ზემოთ არის ქურსი და ქურსის ზემოთ არის 'არში.'
ალ ბაიჰაყი გადმოგვცემს ჰადისს აბუ ზარისგან, რომ გაიგონა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა: „ქურსი (ღმერთის ტახტი) ‘არშთან (ტახტრევანთან) შედარებით არის პატარა რკინის ბეჭედი, უსაზღვრო უდაბნოში გადაგდებული.“

ყოველ ზეცას შორის მანძილია 500 წელიწადი. ამ ყოველივეს ზემოთ კი არის ტახტი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს ქურსის (ტახტის) შესახებ:

ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას.  (ბაყარა 2:255)

ტახტი გარემოიცავს შვიდ ზეცას რომელთა შორის მანძილი 500 წელიწადია.  და ტახტი, რომელიც ცათა და ქვეყანას მოიცავს იგი არის 'არშთან შედარებით ისე პატარა, როგორც უსაზღვრო უდაბნოში გაგდებული პატარა რკინის ბეჭედი.

ხოლო დიადი და უზენაესი ალლაჰი ბრძანებს სურა ბურუჯის 15-ე აიათში:   (იგია) 'არშის ღირსეული მეუფე'

იბნ მასუდმა გვაცნობა, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა, რომ ჯიბრილს აქვს ექვსასი ფრთა. (ბუხარი 3232)

ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნება მომეცა ვთქვა ანგელოზის შესახებ, რომელიც ატარებს ტახტრევანს. დაშორება მის ყურსა და მხარს შორის არის 700 წლის სავალი მანძილი.
(აბუ დავუდ 4727)

უდიდესი 'არში, ტახტრევანი (ქურსი) შვიდი ზეცა და დედამიწა ალლაჰის ბრძანების ქვეშაა, ასევე ეს უზარმაზარი ანგელოზები ალლაჰის ქმნილებები არიან, ისეთი ქმნილებები რომელთა სიდიდესაც ადამიანის თვალი ვერ მისწვდება. ალლაჰი ამ ყოველივეს გამჩენი, მფარველი და დამხმარეა, და ის აღმატებულია მის ქმნილებებზე.

მანსური გადმოსცემს:  `ერთხელ ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა იუდეველი სწავლული და უთხრა: მუჰამმად! ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი უკანასკნელ დღეს ზეცას ერთ თითზე დაიდებს, დედამიწებს (პლანეტებს) მეორეზე, ხე-მცენარეებს მესამეზე, წყლებს - მეოთხეზე, სიმდიდრეს - მეხუთეზე და დანარჩენ ქმნილებებს მეექვსეზე, შემდეგ კი იტყვის მე ვარ მეფე! შუამავალმა კი წაიკითხა აიათი:  ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად, არადა მთელი დედამიწა მის ხელში აღმოჩნდება სამსჯავროს დღეს, ხოლო ზეცა ჩაიხვევა მის მკლავქვეშ!  (სურა ზუმარ 39:67)
(მუსლიმი 52:2786)

უზენაესმა ალლაჰმა იცის ყველაფერი, იცის წარსული, აწმყო და მომავალი. იგი ბრძანებს:

მისი ცოდნის გარეშე ხიდან ფოთოლიც კი არ ვარდება  (სურა ენ'ამ 6:59)

იბნ ქასირმა თქვა - ეს ნიშნავს, რომ მან იცის ყველაფრის მოძრაობა, სულიერის იქნება ის თუ უსულო.... ალლაჰი ბრძანებს:

იგი უწყის თვალთა სიმუხთლეს და რასაც გულები მალავენ.   (სურა მუმინ 40:19)    (იბნ ქასირი)

მან შექმნა ზღვები, მთები და მდინარეები. უზენაესი ალლაჰი ერთ-ერთ აიათში ბრძანებს:

და გეკითხებიან მთების შესახებ, უთხარი: მტვრად აქცევს მათ ჩემი უფალი.  და მოსწორებულ ველებად აქცევს. ვეღარ იხილავთ ვერც მაღლობებს და ვერც ჩაღრმავებას.
(ტაჰა 20:105-107)


შენი ღმერთი უწყის იმას, რასაც მათი გულები მალავენ და იმასაც, რასაც ამჟღავნებენ! და იგია ალლაჰი, არ არსებობს ღვთაება, მის გარდა. ქება მას პირველშიც და უკანასკნელშიც. მისია მსჯავრი და მასთან იქნებით დაბრუნებულნი. უთხარი: რას მეტყვით, თუკი ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ ღამეს აღდგომის დღემდე, ვინ არის სხვა ღვთაება, ალლაჰის გარდა, რომელიც სინათლეს მოგივლენთ? განა არ გესმით? უთხარი: რას მეტყვით, თუკი ალლაჰი გაგიხანგრძლივებთ დღეს აღდგომის დღემდე, ვინ არის სხვა ღვთაება, ალლაჰის გარდა, რომელიც გიბოძებთ ღამეს რომელშიც დაისვენებთ? განა ვერ ხედავთ? მან თავისი წყალობით დაადგინა თქვენთვის ღამე და დღე, რათა მოისვენოთ მასში და ეძიოთ მისი მადლი, რათა ეგების იყოთ მადლიერნი?!
(სურა ყასას 28:69-73)


რა ემართება თქვენს გულს, რომ ვერ აღიქვამთ ალლაჰის სიდიადეს? რა გემართებათ თქვენ, როცა უყურებთ უდიდეს მთებს და ვერ აღიქვამთ ალლაჰის სიდიადეს?  ნუთუ არ გვამცნო ყურანში ჩვენმა გამჩენმა?

რა გემართებათ, რომ ვერ აღიქვამთ ალლაჰის სიდიადეს?   (სურა ნუჰ 71:13)

იბნ ალ-ყაიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის) აღწერა ალლაჰის სიდიადე ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმით: „ის მართავს ყველა სამეფოს საქმეებს. ის ბრძანებს და კრძალავს, ქმნის და იძლევა სიმდიდრეს, იძლევა სიცოცხლეს და იძლევა სიკვდილს. ის ამაღლებს და ამცირებს ადამიანების სტატუსს, ატრიალებს დღეს და ღამეს, იძლევა დღეებს (კარგს და არც ისე კარგს) რიგრიგობით, და ნებას აძლევს ერებს, რომ ამაღლდნენ და დაეცნენ, ასე რომ ერთი ნაცია ქრება და მეორე ჩნდება. მისი ბრძანებები და წესები სრულდება ყველგან ცაშიც და მიწაზეც, მის ქვევითაც და მის ზევითაც, ოკეანეებშიც და ჰაერშიც. მას აქვს ცოდნა ყველა არსებაზე და იცის ყველაფრის რაოდენობა. მას ესმის ყველა ხმა, და არ ეშლება ისინი ერთმანეთში; მას ესმის მათი, ყველა განსხვავებულ ენაზე მათი სხვადასხვა თხოვნებისა და ვედრებისა. არავითარი ხმა არ ატანინებს ყურადღებას სხვაზე მოსმენისგან, მას არ ეშლება მათი თხოვნები, და ის არასდროს იღლება იმათი თხოვნების მოსმენით, ვინც მათ საჭიროებს. ის ხედავს ყველაფერს, ჭიანჭველასაც კი კლდეზე, რომელიც მიცოცავს ყველაზე შავ-ბნელ ღამეში. ჩვენთვის უხილავი მისთვის ხილულია, და საიდუმლოებები ცნობილია მისთვის...
„სთხოვს მას ყველა ვინც ცათა შინაა და ვინც ქვეყანასა ზედაა, და იგი ყოველ დღე საქმეშია...   (რაჰმან 55:29)
ის პატიობს ცოდვებს, ამცირებს დარდს, ათავისუფლებს სტრესისგან ადამიანს, ეხმარება დამცირებულ ადამიანს წამოდგეს ფეხზე, ღარიბს ხდის მდიდარს, ადგენს სწორ გზაზე ვისაც გზა აებნა და დაბნეულია, ასრულებს სასოწარკვეთილის საჭიროებებს, აპურებს მშიერს, მოსავს შიშვლებს, ფარავს შეცდომებს და აცხრობს შიშს. ის ამაღლებს ზოგიერთის სტატუსს და ამდაბლებს სხვებისას. თუნდაც მიწის და ცის ყველა ბინადარი, პირველიდან უკანასკნელამდე მათ შორის ადამიანები და ჯინები იყვნენ ყველაზე ღვთისმოსავნი ღვთისმოსავთა შორის - ეს ვერაფერს შეჰმატებს მის სიდიადეს მცირედითაც კი; და თუკი ყველა მათგანი ადამიანთაგან და ჯინთაგან იქნებოდნენ ყველაზე არაღვთისმოსავნი არაღვთისმოსავთა შორის - ეს არ შეამცირებს მის სიდიადეს მცირედითაც კი.

ყველაფერმა, რაც კი არის მიწაზე და ზეცაში, პირველმა და უკანასკნელმა, მათ შორის ადამიანებმა და ჯინებმა, სულიერებმა და უსულოებმა, რომ დადგნენ ერთდროულად და შესთხოვონ მას, და მან რომ მისცეს ყველაფერი რაც მათ ითხოვეს, ეს არ შეამცირებს იმას, რაც მას გააჩნია ატომის წონის ტოლადაც კი. ის პირველია რომლამდეც არაფერია, და ბოლოა, რომლის შემდეგაც არაფერი იქნება, დიდება მას. ის სახსენებლად ყველაზე დიდებულია, და ყველაზე ღირსეულია, რომ თაყვანი სცენ მას, ყველაზე ღირსეულია, რომ მის წინაშე მადლიერება გამოხატონ. ის ყველაზე შემბრალებელია მეფეთა შორის, ის ყველაზე გულუხვია იმათ შორის, ვისაც სთხოვენ. ის არის მეფე, რომელსაც არ ჰყავს პარტნიორი და თანაზიარი, ის არის ის, ვისაც არ ჰყავს კონკურენტი, უნაკლო მბრძანებელია, რომელსაც არ ჰყავს შვილი, ის ყველაზე ამაღლებულია, და არავინაა მისი ბადალი.
ყოველი საგანი დაიღუპება, მისი სახების გარდა. (ყასას 28:88)
და ყველაფერი გაქრება მისი ბატონობის გარდა. მას ვერ დაემორჩილებიან მისი ნების გარეშე, და მას ვერავინ ეურჩება მისი ცოდნის გარეშე. მას ემორჩილებიან, და ეს აჩვენებს, რომ აფასებს ამას, და თუ მას არ ემორჩილებიან, ხოლო ის პატიობს. ყოველი სასჯელი მისი მხრიდან - მართლმსაჯულებაა, და ყოველი სიკეთე მისი მხრიდან - წყალობაა. ის ყველაზე ახლოა მოწმეთა მხრიდან და ყველაზე ახლოა მფარველთა შორის. ის იპყრობს ადამიანებს მათი ქოჩრით, იწერს მათ საქმეებს და აწესებს განსაზღვრულ დროს ყველა არსებისთვის. გულები მისგან ვერაფერს მალავენ, რადგანაც მისთვის ცნობილია საიდუმლოებები, მისი საჩუქარი ეს სიტყვაა, და მისი სასჯელი ეს სიტყვაა:
როცა მას რამე ნებავს, საკმარისია უთხრას მას: „იყავ, და იქნება!   (იასინ 36:82)
(აღებულია ალ-ვაბილ ალ-საიიბიდან, გვ 125).