ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი არის ისრაელიანთა გამოსვლა ეგვიპტიდან. ამ მოვლენასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მოსეს დროინდელი ფარაონი — ძალაუფლების მქონე მმართველი, რომლის ამბავიც ბიბლიაშიცაა, ყურანშიც და რომელიც დღემდე იწვევს მეცნიერებისა და მორწმუნეების ინტერესს.
ბიბლია:
ბიბლიის წიგნში „გამოსვლა“ აღწერილია, თუ როგორ მოითხოვა მოსემ ფარაონისგან ებრაელთა გათავისუფლება.
ფარაონი ჯიუტად უარყოფდა.
ღმერთი უშვებდა ათ „ჭირს“ ეგვიპტეზე.
საბოლოოდ ისრაელიანები გამოვიდნენ, მაგრამ ფარაონი ჯარით აედევნა მათ.
წითელი ზღვის გახსნა და დახურვა: ისრაელიანები გადავიდნენ, ხოლო ფარაონი და მისი მხედრობა დაიხრჩვნენ.
ბიბლია აქედან დასკვნას აკეთებს: „ვინც ღმერთს ეწინააღმდეგება, მისი ძალა დამარცხდება“. თუმცა, ბიბლიაში ფარაონის სხეულის შესახებ არაფერი წერია ვინაიდან მასში ვკითხულობთ:
'მიიქცა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები და ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ მათ; ერთიც არ გადარჩენილა.' (გამოსვლა 14:28)
ყურანი:
ყურანი უფრო სიღრმისეულად ეხება ფარაონის ამბავს.
ფარაონი ამბობდა: „ ჭეშმარიტად, მე ვარ თქვენი ღმერთი, უზენაესი!“ (ან-ნაზიათ 79:24).
უარყო მუსას სასწაულები და უარი თქვა ჭეშმარიტების მიღებაზე.
ისრაელიანთა გადასვლისას მან და მისი ჯარი წყალში აღმოჩნდნენ.
მაგრამ განსაკუთრებულია შემდეგი აიათი:
„ დღეს გადაგარჩინეთ შენ შენი სხეულით, რათა იქმნა სასწაულად მათთვის, ვინც მოვა შენს შემდგომ.“ (სურა იუნუს 10:92)
აქედან ჩანს, რომ ფარაონის სხეული უნდა გადარჩენილიყო როგორც სასწაული მომავალი თაობებისთვის.
ისტორიული აღმოჩენები
არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა განსაკუთრებული ინტერესი გააღვივა:
XIX საუკუნეში აღმოაჩინეს რამზეს II-ის და მისი მემკვიდრის, მერნეფთაჰის, მუმიები.
მერნეფთაჰის მუმია (აღმოჩენილი 1898 წელს) გამოირჩევა განსაკუთრებული დაზიანებებით, რაც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, წყალში დახრჩობას ადასტურებს.
ფრანგმა ექიმმა მორის ბუკაიმ (1970-იან წლებში) აღნიშნა, რომ მისი სხეული განსაკუთრებულად შეესაბამებოდა ყურანის სიტყვებს: „გადაგარჩინეთ შენ შენი სხეულით“.
საბოლოოდ მივიღეთ შედეგი:
ბიბლია: ფარაონი დაიხრჩო, სხეული არ არის ნახსენები.
ყურანი: ფარაონი დაიხრჩო, მაგრამ მისი სხეული გადარჩა და გახდება სასწაული და გაფრთხილება მომავალი თაობებისთვის.
ფოტოზე ნაჩვენები მუმია ეკუთვნის ფარაონს, რომელიც ინახება ეგიპტეში, ქაიროს ნაციონალურ მუზეუმში (Cairo’s National Museum of Egyptian Civilization (NMEC))
და ალლაჰმა უკეთ იცის