კითხვა: მე წავიკითხე აიათი: ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული, ყოველი ბრძანების შესასრულებლად. (ყადირ 97:4)
რას ნიშნავს აიათში ანგელოზები და სული? ანგელოზები და სული სხვადასხვა არსებები არიან?
პასუხი: აიათში წერია სიტყვა وَٱلرُّوحُ 'ვა რრუჰ' რაც ნიშნავს სულს. ყურანში სიტყვა რუჰ ბევრ ადგილას გვხვდება და სხვადასხვა რამეს ნიშნავს, როგორიცაა; სული და ზეშთაგონება.
თქვენს კითხვაზე - ანგელოზები და სული სხვადასხვა არსებები არიან? პასუხი არის რომ არ არიან სხვადასხვა არსებები, ყურანში სიტყვა რუჰ ეწოდება ჯიბრილს (გაბრიელს) რომელიც ანგელოზია თავისი არსით. მოვიყვანოთ მაგალითები:
يُنَزِّلُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ بِٱلرُّوحِ مِنْ أَمْرِهِۦ عَلَىٰ مَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦٓ أَنْ أَنذِرُوٓا۟ أَنَّهُۥ لَآ إِلَـٰهَ إِلَّآ أَنَا۠ فَٱتَّقُونِ
გარდმოავლენს თავისი ბრძანებით ანგელოზებს სულით, ვისზეც ინებებს თავის მსახურთაგან, რათა შეიგონონ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, და ჩემი გეშინოდეთ. (ნაჰლ 16:2)
იბნ ქასირის განმარტებაში წერია: აქ რუჰ ნიშნავს გამოცხადებას, როგორც აიათშია:
და სწორედ ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ სული ჩვენი ბრძანებისგან. არ იცოდი შენ რა არის წიგნი და არც რწმენა. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ იგი შუქად. რომლითაც ჭეშმარიტ გზაზე დავადგენთ ჩვენს მსახურთაგან იმას, ვისაც ვინებებთ. და ჭეშმარიტად, შენ უწინამძღვრებ სწორი გზით. (შურა 42:52) (იბნ ქასირ)
ამის საფუძველზე ვამბობთ, რომ სიტყვა 'რუჰ' აქ ნიშნავს გამოცხადებას.
ასევე მოვიყვანოთ აიათი:
يَوْمَ يَقُومُ ٱلرُّوحُ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ صَفًّا ۖ لَّا يَتَكَلَّمُونَ إِلَّا مَنْ أَذِنَ لَهُ ٱلرَّحْمَـٰنُ وَقَالَ صَوَابًا
იმ დღეს, როცა წარსდგება სული და ანგელოზნი მწკრივად, ვერ დაილაპარაკებენ, თუ არა ის, ვისაც ნებას მისცემს მოწყალე, და იტყვის მხოლოდ სიმართლეს. (ნაბა 78:38)
იბნ ქასირი წერდა:
'აქ სიტყვა რუჰ ნიშნავს ანგელოზ ჯიბრილს და ეს გადმოცემულია აშ-შაბისგან, საიდ იბნ ჯუბაირისგან და ად-დაჰჰაყისგან. აიათში ალლაჰი ამბობს:
نَزَلَ بِهِ ٱلرُّوحُ ٱلْأَمِينُ
ჩამოიტანა იგი (ე.ი ყურანი) სანდო სულმა.
عَلَىٰ قَلْبِكَ لِتَكُونَ مِنَ ٱلْمُنذِرِينَ
შენს გულზე, რათა იყო ერთ-ერთი შემგონებელთაგანი.
(შუღერა 26:193-194)
მუყათილ ბინ ჰაიანმა თქვა: 'რუჰ (სულები) არიან ყველაზე აღმატებული ანგელოზები, და ყველაზე ახლოს მყოფები ღმერთთან, რომლებსაც მოაქვთ გამოცხადება.
(იბნ ქასირ)
სხვა აიათი:
تَنَزَّلُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ وَٱلرُّوحُ فِيهَا بِإِذْنِ رَبِّهِم مِّن كُلِّ أَمْرٍ
ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული, ყოველი ბრძანების შესასრულებლად. (ყადირ 97:4)
ამ აიათის განმარტებაში წერია: 'ნიშნავს, რომ ანგელოზები უხვად გარდმოდიან ყადირის ღამეს მისი სიძვირფასის გამო. ანგელოზები გარდმოდიან მოწყალებით და სიკეთით, როგორც ისინი გარდმოდიან მათზე ვინც ყურანს კითხულობს, და გარს ერტყმიან იმათ, ვინც ალლაჰს ახსენებს და აფარებენ ფრთებს ვინც სწავლით არის დაკავებული. არ-რუჰის შესახებ ნათქვამია, რომ ეს არის ანგელოზი ჯიბრილი.
(იბნ ქასირი)
და ალლაჰმა უკეთ იცის.