10:13    2025-10-10   



წოდება ფარაონი - ბიბლია და ყურანი


ბიბლიის ისტორიული შეცდომა და ყურანის სიზუსტე

ბიბლიაში ვკითხულობთ:

14. გაგზავნა კაცი ფარაონმა და იხმო იოსები; ისიც სასწრაფოდ ამოიყვანეს დილეგიდან, გაიპარსა, სამოსელი გამოიცვალა და წარუდგა ფარაონს.

15. უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი მესიზმრა, მაგრამ არავინაა მისი ამხსნელი. შენზე გავიგე, თუ სიზმარს მოისმენს, ახსნაც შეუძლიაო.

16. მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: მე რა შემიძლია, ღმერთი ინებებს ფარაონის მშვიდობას.

(დაბადება 41:14-16)

თუმცა ეს არის ისტორიული შეცდომა, რადგან იოსების (იუსუფის) დროს ტიტული „ფარაონი“ ჯერ არ არსებობდა.

ბიბლიის მკვლევართა თქმით, იოსების ისტორია უკავშირდება ძველი წელთაღრიცხვით 18-17 საუკუნეებს,

ხოლო ისტორიული წყაროები გვაუწყებენ, რომ ტიტული „ფარაონი“ გამოყენებაში შემოვიდა მხოლოდ ძვ.წ. XV (15)საუკუნეში.

ამგვარად, იოსების დროინდელი ეგვიპტის მმართველი „მეფე“ იყო და არა ფარაონი.

ბიბლიაში ამ ტერმინის გამოყენება მიუთითებს ტექსტის მოგვიანებით ჩაწერაზე — ანუ ანაქრონიზმზე, როცა ავტორებმა თავიანთი ეპოქის ტერმინოლოგია ჩასვეს ძველ ისტორიულ მოვლენებში.

 ყურანის სიზუსტე

ყურანი კი ზუსტად ასხვავებს ორ ეპოქას:

იოსების (იუსუფის) დროინდელ მმართველს „მეფეს“ უწოდებს,

ხოლო მოსეს (მუსას) დროინდელ მმართველს „ფარაონს“.

ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული სიზუსტე, რომელიც ბიბლიაში დაკარგულია.

ყურანში ვკითხულობთ იუსუფის ისტორიას:

43. და თქვა მეფემ: სიზმარი ვნახე, შვიდ მსუქან ძროხას ჭამდა შვიდი გამხდარი ძროხა, და შვიდი მწვანე თავთავი, შვიდი გამხმარი თავთავის გვერდით. ჰეი, დიდებულნო, განმიმარტეთ ჩემი სიზმარი თუ შეგიძლიათ სიზმრების ახსნა!

44. უთხრეს: „რთული სიზმრებია, ჩვენ არ ვიცით ასეთი სიზმრების ახსნა.“

45. და თქვა იმან, ვინც იმ ორთაგან გადარჩა და რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ გაახსენდა - მე გაცნობებთ თქვენ ამის განმარტებას, ახლავე გამგზავნეთო.

46. ჰეი, იუსუფ, მართალო კაცო! აგვიხსენი რას ნიშნავს, შვიდ მსუქან ძროხას რომ შვიდი გამხდარი ძროხა ჭამს და შვიდი მწვანე თავთავი რომ შვიდი გამხმარი თავთავის გვერდითაა? ეგების დავბრუნდე ხალხთან, რათა ეგების მათ გაიგონ!“

47. უთხრა: „შვიდ წელიწადს თესეთ ჩვეულებისამებრ, და რასაც მოიმკით, დატოვეთ იგი თავისივე თავთავში, გარდა იმ მცირედისა, რასაც მიირთმევთ.

48. შემდეგ დადგება შვიდი მკაცრი წელი, რომლებიც შეჭამენ იმას, რაც მოაგროვეთ, გარდა იმ მცირედისა, რასაც დაზოგავთ.

49. მერე, ამის შემდგომ, მოვა წელი, რომელიც ხალხს უხვ წვიმას მოუტანს და დაწურავენ მასში ისინი.“

50. და ბრძანა მეფემ: „მომგვარეთ იგი! ხოლო როცა მივიდა მასთან ელჩი, უთხრა: დაბრუნდი შენს ბატონთან და ჰკითხე: რა სჭირდათ იმ ქალებს, რომელთაც ხელები დაიჭრესო? ჭეშმარიტად, ჩემმა ღმერთმა იცის მათი მზაკვრობა.

51. უთხრა: რას ფიქრობდით, რომ იუსუფს აცდუნებდითო?! მიუგეს: ალლაჰმა დაგვიფაროს! ჩვენ არ ვიცით მასზე ცუდი.

თქვა ხელმწიფის ცოლმა: აჰა, გამომჟღავნდა ჭეშმარიტება: მე ვაცდუნებდი მას, ის კი მართალთაგანია.

52. ეს იმიტომ, რომ სცოდნოდა, მე მისთვის არ მიღალატია მისი არყოფნისას, და ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ჰქმნის წარმატებულს მოღალატეთა მზაკვრობას.

53. თავს არ ვიმართლებ. უეჭველად, სული სიავისკენაა მიდრეკილი, იმის გარდა, ვისაც შეიწყალებს ჩემი ღმერთი. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი მიმტევებელი, მწყალობელია!

54. და თქვა მეფემ: „მომგვარეთ იგი, მას პირად მრჩევლად დავიდგენ!“ ხოლო როცა დაელაპარაკა მას, უთხრა: „უეჭველად, დღეიდან ჩვენთან იქნები, სანდო, შეძლებული.“

55. უთხრა: „დამადგინე ამ მიწა-წყალის ხაზინებზე, და მე ვიქნები მცველი, მცოდნეო.“

(სურა იუსუფ 12:43–55)

ყურანი აქ სიზუსტით იყენებს ტერმინს „მეფე“ (მალიქ) და არა ფარაონს, როგორც ამას ბიბლია შეცდომით გადმოსცემს.

ანაქრონიზმი ბიბლიაში

ბიბლიაში გამოყენებული ტერმინი ფარაონი მიუთითებს იმაზე, რომ ტექსტი მოგვიანებით ჩაიწერა და არ ასახავს იოსების დროინდელ რეალობას.

ბიბლიის შემდგენლებმა ანარქონიზმს მიმართეს — მათ თავიანთი ეპოქის ტერმინოლოგია გამოიყენეს ძველი ისტორიული მოვლენების აღწერისას.

ყურანის განმარტება ამ საკითხზე

ალლაჰი თავად მიუთითებს, რომ წინა წიგნების ზოგიერთი მქადაგებელი ცვლიდა და ამახინჯებდა სიტყვებს, რის გამოც მათი ტექსტები დაკარგავდა პირვანდელ სახეს:

„ჭეშმარიტად, მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც თავისი ენით ამახინჯებს წიგნს, რათა გეგონოთ თქვენ ეს ღვთიური წიგნისგან, თუმცაღა ის ღვთიური წიგნის არ არის. და მაინც ამბობენ: ეს ალლაჰისგან არისო! არადა არ არის ეს ალლაჰისგან; და ამბობენ ისინი ალლაჰის წინაშე ტყუილს, და მათ ეს იციან.“

(ალი იმრან 3:78)

„...ისინი ცვლიან სიტყვებს, და დავიწყებიათ ნაწილი იმისა, რაც ჩაეგონათ....“

(მაიდა 5:13) 

ბიბლია — იოსების ისტორიაში იყენებს არასწორ ტიტულს „ფარაონი“, რაც ისტორიულად შეუძლებელია, რადგან ტერმინი მოგვიანებით გაჩნდა.

ყურანი — ზუსტად ასახავს რეალობას: იოსების დროს მმართველს „მეფეს“ უწოდებს, ხოლო მოსეს ეპოქის მმართველს — „ფარაონს“.

ეს სიზუსტე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყურანი არ შეიცავს ანაქრონიზმებს და წარმოადგენს ზუსტ, უცვლელ გამოცხადებას.  და ალლაჰმა უკეთ იცის