22:40    2025-11-01   



რატომ შეადარა ღმერთმა მიწიერი ცხოვრება წყალს?


ალლაჰის სიტყვა:
და მოუტანე მათ მაგალითი მიწიერ ცხოვრებაზე. ის წყალს ჰყავს, რომელიც ჩვენ ზეციდან გარდმოვავლინეთ. ერთმანეთში აირია მისით დედამიწის მცენარეული და იქმნა თივად,
რომელსაც აქეთ-იქით მიმოფანტავს ქარი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა. (ქაჰფ 18:45)

იმამ ყურტუბი წერს:

ღმერთმა მიწიერი ცხოვრება წყალს შემდეგი მიზეზების გამო შეადარა:

1.წყალი ერთ ადგილას არ ჩერდება, ასევე მიწიერი ცხოვრებაც მუდმივად იცვლება და ერთ მდგომარეობაში არ რჩება.

2. წყალი შრება და ქრება, ისევე როგორც ეს ქვეყანაც დასრულდება თავის დროზე და გაქრება.

3. ვინც წყალში შევა, აუცილებლად დასველდება, ასევე არც ერთი ადამიანი არ არის დაცული ამქვეყნიური განსაცდელებისა და გასაჭირისგან.

4. თუ წყალი ზედმეტად ღრმა არ არის, ის უსაფრთხოა, ხოლო როდესაც ღრმაა — შეიძლება დაგახრჩოს. მიწიერი ცხოვრებაც ასეთია: რაც ზომიერია — სასარგებლოა, ხოლო რაც ზედმეტია — საზიანო.

● [الجامع لأحكام القرآن]