302. საბითი გადმოსცემს ანასისგან: იუდეველები, როდესაც (მათი ოჯახის) ქალს ციკლი ჰქონდა, მათთან არ სადილობდბნენ, არ ცხოვრობდნენ მათთან ერთად მათ სახლებში. ამაზე ჰკითხეს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ალლაჰმა მოავლინა:
'ისინი გეკითხებიან დედათა წესის (მენსტრუაცია) შესახებ. უთხარი: ეს მტკივნეულია. განერიდეთ ქალებს დედათა წესის დროს და არ გაეკაროთ მათ, სანამ არ განიწმინდებიან. და როცა განიწმინდებიან, მიდით მათთან ისე, როგორც ეს ალლაჰმა დაგიწესათ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილები! (ბაყარა 2:222) და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'გააკეთეთ (თქვენს ცოლებთან) ყველაფერი სქესობრივი კავშირის გარდა. და როდესაც ეს გაიგონეს იუდეველებმა თქვეს: 'ეს კაცი ყველაფერს ჩვენს წინააღმდეგ აკეთებს'
307. აბდულლაჰ ბინ აბულ-ყაისი გადმოსცემს: მე ვკითხე 'აიშას ალლაჰის შუამავლის ვითრის შესახებ და მან ახსენა ჰადისი, შემდეგ ვიკითხე: რას აკეთებდა შუამავალი მას შემდეგ, როცა დაკავდებოდა ინტიმური კავშირით? ბანაობდა მანამ, სანამ დაიძინებდა
თუ ბანაობამდე იძინებდა? მან თქვა: ორივეს აკეთებდა. ხანდახან ბანაობდა და შემდეგ იძინებდა, ხოლო ზოგჯერ იღებდა მხოლოდ ვუდუს (აბდესს) და იძინებდა. მე (გადმომცემმა თქვა) ვთქვი: დიდება ალლაჰს, რომელმაც საქმეები გაამარტივა.