383. აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს, როდესაც გაიგონებთ აზანს, გაიმეორეთ მუაზინის სიტყვები.
384. აბდულლაჰ ბინ ამრ ბინ ალ-ასი გადმოსცემს ალლაჰის შუამავლის სიტყვას: 'როდესაც გაიგონებთ მუეზინის სიტყვებს, გაიმეორეთ რასაც ამბობს, შემდეგ გამომიგზავნეთ მე დალოცვა(სალამი), ვინაიდან ყველა, ვინც მე გამომიგზავნის დალოცვას, მიიღებს ათ წყალობას ალლაჰისგან; შემდეგ ალლაჰისგან ითხოვეთ, რომ მე მიბოძოს ვალისა, რომელიც არის უმაღლესი ადგილი სამოთხეში, და რომელსაც ალლაჰის მხოლოდ ერთი მსახური დაიმსახურებს, და ვიმედოვნებ, რომ ის ერთი მე ვარ. ვინც აღავლენს ვედრებას რომ მომეცეს ვასილა, ის დაიმსახურებს ჩემს შუამდგომლობას განკითხვის დღეს.
386. სა;დ ბინ ვაყყასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:ვინც გაიგონებს მუეზინის მოწოდებას და იტყვის: 'ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანო გარდა ალლაჰისა, არ ჰყავს მას თანაზიარი და მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია, და იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით როგორც ჩემი ღმერთით, მუჰამმადით როგორც შუამავლით და ისლამით როგორც რელიგიით, მისი ცოდვები ნაპატიები იქნება.
388. აბუ სუფიანი გადმოსცემს, ჯაბირმა გაიგონა, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც სატანა გაიგონებს აზანს, ის გარბის რაუჰას მანძილზე. სულამმა თქვა: მე ვკითხე მას რაუჰას შესახებ. მიპასუხა: ეს არის 36 მილი მედინიდან.
395. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ვინც ასრულებს ნებისმიერ ლოცვას, რომელშიც მან არ წაიკითხა უმმ ალ ყურანი, მისი ლოცვა იქნება არასრული. აბუ ჰურაირამ ჰკითხა: როდესაც ჩვენ ვდგავართ იმამის უკან? მან თქვა: წაიკითხეთ თქვენთვის. გავიგონე ალლაჰის შუამავალმა ამბობდა რომ ალლაჰმა თქვა: “ლოცვა გავყავი ორ ნაწილად ჩემსა და ჩემს მსახურს შორის. და ჩემს მონას ექნება ის, რასაც მთხოვს. თუ ის იტყვის: ქება-დიდება ალლაჰს , სამყაროთა ღმერთს. ჩემმა მსახურმა შემაქო მე.” როდესაც მსახური იტყვის, მოწყალესა, მწყალობელსა, ჩემმა მსახურმა განმადიდა მე. როდესაც ის იტყვის, სამსჯავროს დღის მბრძანებელსა. ალლაჰი იტყვის ჩემმა მსახურმა განმადიდა მე ან ჩემი მსახური აკავშირებს ამ ყველაფერს ჩემთან. როცა ის იტყვის, მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს, და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას, ალლაჰი იტყვის - ეს არის ჩემსა და ჩემს მსახურს შორის, და მსახური მიიღებს იმას, რასაც ეძებდა. როცა ის იტყვის, გვიწინამძღვრე პირდაპირი გზით. იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება, არა - შერისხულთა და არცა - გზააბნეულთა, ალლაჰი იტყვის ეს არის ჩემი მსახურისთვის, და ჩემი
მსახური მიიღებს იმას, რასაც ეძებდა.
401. ვაილ ბინ ჰუჯრი გადმოგვცემს, რომ დაინახა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ნამაზის დაწყებისას თაქბირი წარმოთქვა და ხელები მაღლა წამოწია. (ჰემმამმა აღწერა, რომ ხელები ყურების სიმაღლეზე წამოწია.) შემდეგ ხელები თავის სამოსის შიგნით შეყო და მარჯვენა ხელი მარცხენაზე დაიდო. როდესაც რუქუღზე წასვლა დააპირა, ხელები სამოსის შიგნიდან გამოიღო და მაღლა წამოწია. შემდეგ თაქბირი წარმოთქვა და რუქუღზე წავიდა. შემდეგ თქვა: „სამი’ალლაჰუ ლი მან ჰამიდაჰუ“და ხელები კიდევ მაღლა წამოწია. როდესაც სეჯდე გააკეთა, სეჯდე ხელებს შორის გააკეთა.
445. ამრა, აბდ ალ-რაჰმინი გადმოსცემს: გავიგონე აიშა, ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ცოლი ამბობდა:
ალლაჰის შუამავალს რომ დაენახა, თუ ქალებმა როგორ დაიწყეს ქცევა, იგი აუცილებლად აუკრძალავდა მათ მეჩეთში სიარულს, როგორც ისრაელის შვილების ქალებს აეკრძალათ.
482. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: (ალლაჰის) მსახური თავის ღმერთთან ყველაზე ახლოს მაშინ არის, როდესაც სეჯდეს ასრულებს. და ამ მდგომარეობაში ბევრი ვედრება აღასრულეთ.