502a. აბუ ზარი გადმოსცემს: მე ვკითხე: „ალლაჰის შუამავალო, პირველად რომელი მესჯიდი აშენდა დედამიწაზე?“ მან მიპასუხა: „მესჯიდულ-ჰარამი (ქააბა). მე ისევ ვკითხე: „შემდეგ რომელი?“ მან მითხრა: „ეს იყო მესჯიდულ-აყსა“. და კიდევ ვკითხე: „რამდენი წელი იყო მათ შორის სხვაობა?“ მან მითხრა: „ორმოცი წელი“. და როცა მოვა ლოცვის დრო, ილოცე იქ რადგან ის მესჯიდია.
597. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ყოველი ლოცვის შემდეგ განადიდებს (ე.ი სუბჰანალლაჰ) ალლაჰს ოცდაცამეტჯერ, და ოცდაცამეტჯერ აღუვლენს ალლაჰს ქება-დიდებას (ე.ი ალჰამდულილლაჰ), და ოცდამეტჯერ იტყვის ალლაჰი უდიადესია (ე.ი ალლაჰუ აქბარ), სულ ოთმოცდაცხრამეტჯერ და და დაასრულებს ასით: 'არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი ალლაჰის გარდა, იგია ერთადერთი, არ ჰყავს მას თანაზიიარი, მისია მეუფება და მას ეკუთვნის ქება-დიდება.' მას ეპატიება ყველა ცოდვა, თუნდაც მისი ცოდვები ზღვის ქაფივით უხვად იყოს.
612. აბდულლაჰი მამამისზე, იაჰიაზე დაყრდნობით გადმოსცემს: ცოდნას ვერ მიაღწევ სიზარმაცით.
625. რაფი იბნ ხადიჰი გადმოსცემს, ჩვენ შევასრულეთ ასრის ლოცვა შუამავალთან ერთად, შემდეგ აქლემი დავკალით და გავანაწილეთ ათ ნაწილად, შემდეგ მოვხარშეთ და ვჭამეთ მოხარშული ხორცი მზის ჩასვლამდე.
625. აუზასგან გადმოცემულია: ჩვენ დავკალით აქლემი ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დროს ასრის შემდეგ, მაგრამ მან არ ახსენა: ჩვენ ვილოცეთ მის გასწვრივ.
626. იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მან, ვინც გამოტოვა ასრის ლოცვა, თითქოს მან დაკარგა მისი ქონება და ოჯახი.
627. 'ალი გადმოსცემს, როდესაც აჰზაბის(ბრძოლის) დღე იყო, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
თქვა: ალლაჰმა გაავსოს მათი საფლავები და სახლები ცეცხლით, როგორც მათ შეგვაკავეს და გადადო შუადღის ლოცვა,
ვიდრე მზე არ ჩავიდა.
627. ალი გადმოსცემს, ალლაჰის შუამაალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: აჰზაბის დღეს ჩვენ გადავდეთ ასრის ლოცვა ვიდრე მზე არ ჩავიდა. ალლაჰმა გაავსოს მათი საფლავები და სახლები, ან მუცლები ცეცხლით. გადმოცემი არის ეჭვის ამის შესახებ: "მუცელი და სახლები".
654. აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს: მას, ვისაც სურს ხვალ შეხვდეს ალლაჰს მუსლიმად, დაე დაიცვას მან თავისი ლოცვები,
როცა მოუწოდებენ მისკენ. ალლაჰმა დაადგინა შენი შუამავლის სუნნა სწორ გზად და ისინი(ლოცვები) არის სუნნეთის გზიდან.
თუ თქვენ სახლებში ლოცულობთ როგორც ის, ვინც მეჩეთს დაშორებულია, თქვენ ამით ასცდებით ალლაჰის
შუამავლის სუნნეთს, და თუ თქვენ ასცდებით ალლაჰის შუამავლის სუნნეთს ჩავარდებით გზააბნევაში. არ არსებობს ადამიანი, რომელიც განწმენდს თავს იმაზე უკეთესად - როცა მეჩეთში წავა, და ალლაჰმა ყოველი ნაბიჯი სიკეთედ არ ჩაუწეროს და ამაღლდება ერთი ხარისხით, და წაეშლება ერთი ცუდი საქმე. მახსოვს, რომ მისგან(მეჩეთისგან) არავინ დაშორებულა თვალთმაქცების გარდა, რომელთა თვალთმაქცობაც ცნობილი იყო.
655. აბუ შა'სა გადმოსცემს: მაშინ, როდესაც ვიჯექით აბუ ჰურაირასთან ერთად მეჩეთში ერთი კაცი გავიდა მეჩეთიდან მას შემდეგ რაც აზანი იკითხეს. (ერთი კაცი ადგა მეჩეთში და მოძრაობდა). აბუ ჰურაირამ მას თვალი გააყოლა სანამ მეჩეთიდან არ გავიდა, ამაზე აბუ ჰურაირამ თქვა: ეს ადამიანი ეურჩა აბულ ყასიმს (ე.ი შუამავალს)
666. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც განიწმინდება საკუთარ სახლში, შემდეგ წავა ალლაჰის სახლში, ალლაჰის ფარძთაგან ერთი ფარძის შესასრულებლად, მისი ორივე ნაბიჯი მნიშვნელოანია, რადგან ერთი ცოდვებს შლის, მეორე კი მის სტატუსს ამაღლებს.
671. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰისთვის, ყველაზე საყვარელი ადგილები არის მესჯიდები (სალოცავები) და ყველაზე საძულველი ადგილები არის ბაზრები.