6. ლოცვა

688. მუსა იბნ სალამა ჰუდალმა თქვა: მე ვკითხე იბნ აბბას: როგორ უნდა ვილოცო მაშინ, როცა მექაში ვარ და არ ვლოცულობ იმამთან ერთად? მან მითხრა: ორი რაქაათი (ლოცვა) არის აბულ ყასიმის სუნნა.

691. იაჰია იბნ იაზიდ ალ-ჰუნაი გადმოსცემს: მე ვკითხე ანას იბნ მალიქს ლოცვის შემოკლების შესახებ. მან მითხრა: როდესაც ალლაჰის შუამავალი დაფარავდა სამ მილს ან სამ ფარასიხს, ორ რაქაათს ლოცულობდა.
_________
3 მილი = 4.8 კმ 3 ფარასიხი = 16 კმ.
_______

719. მუ'აზმა ჰკითხა აიშას(ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი), თუ რამდენ რაქაათს(მუხლს) ლოცულობდა ალლაჰის შუამავალი
დუჰა ლოცვაზე?
- ოთხ რაქაათს, მაგრამ ზოგჯერ მეტსაც როგორც მოისურვებდა - უპასუხა მან.

748. ზეიდ იბნ არყამმა დაინახა ხალხი, რომლებიც ლოცულობდნენ დუჰა ლოცვას და თქვა: მათ კარგად იციან, რომ სხვა დროს ლოცვა უფრო კარგია, რადგან ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოსანანიებელი ლოცვა სრულდება მაშინ, როცა აქლემები უკვე გრძნობენ მზის სიცხეს.

763i. 'აბდულლაჰ იბნ აბბასი გადმოსცემს: ერთი ღამე ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სახლში გავატარე, ის წამოდგა ღამით, გაიწმინდა კბილები (სივაქით), აიღო აბდესი და თქვა: ჭეშმარიტად, ცათა და ქვეყნის გაჩენაში, ღამისა და დღის მონაცვლეობაში, - სასწაულებია გონების მქონეთათვის. (ალი იმრან 3:190) და წაიკითხა სურის ბოლომდე (ე.ი 3: 190დან 200-მდე).
შემდეგ წამოდგა და ხანგრძლივად ილოცა ორი რაქაათი, და შეასრულა რუქუ'ი და სუჯუდი.

804. აბუ უმამამ თქვა, რომ გაიგონა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: იკითხეთ ყურანი, რადგან განკითხვის დღეს ის მოვა ქომაგად მისთვის ვინც კითხულობს მას. იკითხე ორი ნათელი - ბაყარა და ალი იმრან სურა, რადგან
განკითხვის დღეს ისინი მოვლენ ორ ღრუბლად ან ორ ჩრდილად, ან ორ ფარად ან ჩიტად, სათხოვნელად მათთვის ვინც კითხულობს მათ. იკითხეთ ბაყარა სურა რათა მიიღოთ წყალობა და წავიდეს მწუხარება, და ჯადოქრები ვერ დაუპირისპირდებიან.
(მუავიამ თქვა: გადმოცემულია რომ, ბატალა ნიშნავს ჯადოქრებს)

818a. უმარ ბინ ხატტაბმა გადმოსცა: გავიგონე ჰიშამ იბნ ჰაქიმი კითხულობდა სურა ფურყანს იმ ფორმით რა ფორმითაც მე არ ვკითხულობდი და როგორც მე მქონდა ნასწავლი ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). ვაპირებდი მასთან კამათს, მაგრამ დაველოდე თუ როდის დაასრულებდა კითხვას. როცა დაასრულა, მისი პერანგი კისერზე შემოვახვიე და წავიყვანე შუამავალთან. მე ვთქვი: 'გავიგონე ეს კაცი ისე კითხულობდა როგორც შენ არ გისწავლებია ჩემთვის.' მოციქულმა მითხრა: 'მომიყვანე' და მოციქულმა უთხრა: 'წაიკითხე'. როცა წაიკითხა მოციქულმა თქვა: 'როგორც ზემოევლინა' შემდეგ მე მითხრა რომ წამეკითხა. წავიკითხე და თქვა: 'როგორც ზემოევლინა, ჭეშმარიტად, ყურანი შვიდ დიალექტზეა გამოცხადებული, წაიკითხე ისე, როგორც გაგიადვილდება'.


831. უყბა ბინ ამირი გადმოსცემს: არსებობს სამი დრო, რომლებშიც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
აგვიკრძალა ლოცვა და გარდაცვლილის დამარხვა: სანამ მზე სრულად არ ამოვა. როცა მზე ზენიტშია, და სანამ ზენიტს არ გადავა.
და როცა მზე სრულიად არ ჩავა.