7. ჯუმა

854. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საუკეთესო დღე, რომელზეც მზე ამოდის არის ჯუმა(პარასკევი). ადამი შეიქმნა ამ დღეს, და ამ დღეს შევიდა იგი სამოთხეში, და ამ დღეს გამოიდევნა იქიდან. და
წარღვნის საათი დადგება პარასკევს.

869. აბუ ვაილმა თქვა: ამმარმა ხუთბა წაგვიკითხა, მისი ხუტბა იყო მოკლე და შინაარსიანი. როდესაც მინბერიდან ჩამოვიდა ჩვენ მას ვუთხარით: ო, აბუ იაყზან! შენ ძალიან მოკლე და შინაარსიანი ხუტბა წაგვიკითხე, ცოტაც კიდე რომ გაგეგრძელებინა კარგი იქნებოდა. მან გვითხრა: მე გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: „უეჭველად, გრძელი ნამაზი და მოკლე ხუტბა ადამიანის სიბრძნის ნიშანია. ამიტომ გაახანგრძლივეთ ნამაზი და შეამოკლეთ ხუთბა. უეჭველად, მჭევრმეტყველება შეიცავს ჯადოს.“