12. ზექათი

995. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დინარს, რომელსაც დახარჯავთ ალლაჰის გზაზე, ან გაანთავისუფლებთ მონას, ან გასცემთ სადაყას გაჭირვებულზე, ან მხარში ამოუდგებით თქვენს ოჯახს… ამათ შორის ყველაზე დიდ ჯილდოს მოგიტანთ ის, რასაც დახარჯავთ საკუთარ ოჯახზე.

1000. აბდულლაჰის ცოლი, ზაინაბი გადმოსცემს: მე მეჩეთში ვიყავი და ალლაჰის შუამავალმა დამინახა და მითხრა: გაეცი სადაყა თუნდაც შენი ძვირფასეულობიდან.

1002. აბუ მას'უდი გადმოსცემს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვას: როცა მუსლიმი ხარჯავს თავის ოჯახზე ალლაჰისგან ჯილდოს მოპოვების სურვილით, ეს ჩაეთვლება მას მოწყალებად.

1005. ჰუზაიფა და აბუ შაიბა გადმოსცემენ ალლაჰის შუამავლის სიტყვას: ყველა კარგი საქმე სადაყაა.

1017. ჯაბირ იბნ აბდულლაჰმა თქვა:" ერთხელ დღის საწყისში, როცა ჩვენ ვიყავით ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად, მოვიდნენ ფეხშიშველა ხალხი, რომლებსაც ეცვათ რაღაც შალის ნაჭრები, რომელშიც იმათმა გამოჭრეს ხვრელი თავის გამოსაყოფად, წელზე კი ჰქონდათ ხმლები, უმეტესი მათგანი იყვნენ მუდარის ტომიდან, შესაძლოა რომ ყველა იქედან იყო, მათი გაჭირვების შემხედვარე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სახე შეეცვალა და შევიდა სახლში, შემდეგ გამოვიდა იქედან, მისი ბრძანებით ბილალმა წაიკითხა აზანი, და შემდეგ კი გამოაცხადა ლოცვის დაწყება. ალლაჰის შუამავალმა შეასრულა ლოცვა, შემდეგ კი მიმართა ხალხს, და დაიწყო მიმართვა აიათით: ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან, და გააჩინა მისგან მისი მეწყვილე (მეუღლე), და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს, და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი! (ნისა 4:1) როცა ეს აიათი წაიკითხა ბოლომდე მან წაიკითხა შემდეგი აიათი" ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, გეშინოდეთ ალლაჰისა, და შეხედოს სულმა, რა განუმზადებია მას ხვალისათვის...(ჰაშრ 59:18) რის შემდეგაც მან თქვა:" დაე ადამიანმა შესწიროს თავისი დინარი, ან მისი დირჰამი, ან ტანსაცმელი ან სა' პურის კეკალი ან სა' ფინიკი(აგრძელებდა ჩამოთვლას), სანამ არ თქვა:......"ან ფინიკის ნახევარი" . და ამის (სიტყვების) შემდეგ ანსარების რიცხვიდან ერთმა ადამიანმა მოიტანა ვერცხლით სავსე მძიმე საფულე, ისეთი (მძიმე) რომ ძლივს ეკავა ხელში, მასზე მიყოლებით ხალხმა დაიწყო მოტანა, და ბოლოს მე დავინახე მიწაზე ჩამოყალიბდა ორი დიდი გროვა(ერთი მათგანი იყო საჭმლის და მეორე კი ტანსაცმელი) მე დავინახე რომ ალლაჰის შუამავლის სახე გაბრწყინდა, თითქოს მოოქროვილი იყო, და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:" სუნნათში კარგი მაგალითის დამწყები მიიღებს ჯილდოს ყველა იმათისა, ვინც მიყვება ამ სიკეთეს მის (სიკვდილის) შემდეგ, რაც არ შეუმცირებს საკუთარ ჯილდოს ერთი გრამითაც. და ის, ვინც დაიწყებს ცუდ საქმეს ისლამში, ის იტვირთავს ტვირთს, ასევე ტვირთს ყველა იმათისა, ვინც გაყვება მის დაწყებულ საქმეს, რაც არ შეუმცირებს საკუთარ სასჯელს ერთი გრამითაც"