13. მარხვა

1153. აბუ სა'იდ ალ ხუდრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ალლაჰის კმაყოფილებისათვის იმარხავს ერთ დღეს, ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლისგან სამოცდაათი წლის სავალი მანძილით დააშორებს.

1155. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: «ვინც შეჭამს ან დალევს წყალს, დაავიწყდება, რომ იცავს მარხვას, მან უნდა გააგრძელოს მარხვა, ჭეშმარიტად მას საჭმელი აჭამა და დაალევინა ალლაჰმა.

1164. აბუ აიუბ ალა-ანსარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იმარხავს რამადანს და მის შემდეგ შევალის ექვს დღეს, მან თითქოს მთელი წელი მარხვაში გაატარა.