1341. იბნ აბბასი გადმოსცემს, გავიგონე ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქადაგებდა და იძლეოდა ამ რჩევას: არცერთი კაცი უცხო ქალთან მარტო არ დარჩეს, თუკი მასთან ერთად მაჰრამი არ არის, და არც ქალი გაემგზავროს სამ დღეზე მეტი ხნით მაჰრამის გარეშე. კაცი ადგა და თქვა: ალლაჰის შუამავალო(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩემი ცოლი მიდის ჰაჯობაზე, მაშინ, როცა მე ვირიცხები ამა და ამ არმიაში, ამაზე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: წადი შენს ცოლთან ერთად ჰაჯობაზე.