აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ახალგაზრდებო, ვისაც თქვენს შორის აქვს შესაძლებლობა, იქორწინეთ, და ეს დაგიცავთ დაიოკოთ მზერა და აგარიდებთ უზნეობას; მაგრამ ვისაც არ შეუძლია დაქორწინება, მაშინ, იმარხოს, და ამით გააკონტროლებს თავის სურვილებს. (მუსლიმი 1400)
ანასი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავლის ზოგიერთმა საჰაბმა ჰკითხა მის ცოლებს იმ საქმეების შესახებ, რომელსაც ის პირადად აკეთებდა. მის საჰაბთაგან ზოგიერთმა მათგანმა თქვა: მე არასდროს დავქორწინდები; ზოგიერთმა მათგანმა თქვა: მე არასდროს შევჭამ. და ზოგიერთმა მათგანმა თქვა: მე არასდროს დავწვები საწოლში. შუამავალმა განადიდა ალლაჰი და თქვა: რა ემართება ამ ხალხს რომ ამბობს ამას და ამას? მე ღამით ვლოცულობ და ზოგჯერ ვიძინებ; ვმარხულობ და ხანდახან ვწყვიტავ მარხვას. მე ასევე ვქორწინდები. ვინც სახეს იქცევს ჩემი სუნნეთისგან, ის ჩემგან არ არის. (მუსლიმი 1401)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქორწინებაში ოთხი კატეგორია ქალის ერთი კაცის ნიქაჰში ყოფნა: ცოლი და ცოლის მამიდა და ცოლი და ცოლის დეიდა. (მუსლიმი 1408)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა აკრძალა შიღარი. იბნ უმარმა დაამატა. შიღარი არის, როცა ერთი ადამიანი ეტყვის მეორეს: შემრთე შენი ქალიშვილი ცოლად და მე შეგრთავ შენ ჩემს ქალიშვილს ცოლად, ან დააქორწინე ჩემზე შენი და, და მე დაგაქორწინებ შენ ჩემს დაზე. (მუსლიმი 1416)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, როდესაც მამაკაცი დაუძახებს თავის ცოლს საწოლში, და ის არ მივა, ზეცაში მყოფი (ე.ი ალლაჰი) მანამ არ იქნება მის(ქალის)გან კმაყოფილი, ვიდრე მისი ქმარი იქნება მისგან კმაყოფილი. (მუსლიმი 1436)
ჯაბირი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავლის დროს ჩვენ ვიყენებდით ღაზლს(ე.ი პრეზერვატივს). ამ ამბავმა მიაღწია ალლაჰის შუამავალთან მაგრამ მას არ აუკრძალია
ეს ჩვენთვის. (მუსლიმი 1440)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ სა'დ იბნ უბადამ თქვა: ალლაჰის შუამავალო, ჩემს ცოლთან რომ ვნახო (უცხო)მამაკაცი, არ უნდა შევეხო მას, ვიდრე არ მოვიყვან ოთხ მოწმეს? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დიახ. მან თქვა: არავითარ შემთხვევაში. ვფიცავ მას, ვინც შენ გამოგაგზავნა ჭეშმარიტებით, მე მას ხანჯალს დავარტამ მანამდე(ოთხი მოწმის მოყვანამდე). ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოუსმინეთ რას ამბობს თქვენი მეთაური. ის ეჭვიანია, და მე უფრო მეტად ვარ ეჭვიანი, ხოლო ალლაჰი უფრო მეტად ეჭვიანია.(მუსლიმი 1498)