19. ალლაჰის რისხვის მოხმობა

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ სა'დ იბნ უბადამ თქვა: ალლაჰის შუამავალო,
ჩემს ცოლთან რომ ვნახო (უცხო)მამაკაცი, არ უნდა შევეხო მას, ვიდრე არ მოვიყვან ოთხ მოწმეს?
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დიახ. მან თქვა:
არავითარ შემთხვევაში. ვფიცავ მას, ვინც შენ გამოგაგზავნა ჭეშმარიტებით,
მე მას ხანჯალს დავარტამ მანამდე(ოთხი მოწმის მოყვანამდე). ალლაჰის
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოუსმინეთ რას
ამბობს თქვენი მეთაური. ის ეჭვიანია, და მე უფრო მეტად ვარ ეჭვიანი, ხოლო ალლაჰი უფრო მეტად ეჭვიანია.
(მუსლიმი 1498)