25. ანდერძი

1631. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა ადამიანი კვდება, მისი საქმეები სრულდება, სამი რამის გარდა: განმეორებადი მოწყალება, სასარგებლო ცოდნა და ღვთისმოსავი შვილი, რომელიც დუას აკეთებს მისთვის.

1634. მუსაფირ იბნ ტალჰა გადმოსცემს, მე ვკითხე აბდულლაჰ იბნ აბუ აუფას, დატოვა თუ არა შუამავალმა ანდერძი? - არა, მიპასუხა მან. მე ვუთხარი: მაშინ რატომ ტოვებდნენ მუსლიმები, ან რატომ აქვთ ნაბრძანები, დატოვონ ანდერძი? ამაზე მან მითხრა: მან(ალლაჰმა) უზენაესმა და დიდებულმა ბრძანა ანდერძი მის წიგნში.