30. სასამართლო გადაწყვეტილებები

1715. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად ალლაჰი კმაყოფილი იქნება თქვენით როცა ამ სამ რამეს შეასრულებთ:
1) როცა მხოლოდ
მას ეთაყვანებით და არ დაუდგენთ მას თანაზიარს.
2) რომ ყველა ერთიანად ჩაეჭიდებით ალლაჰის თოკს
და არ დაიყოფით ჯგუფებად
3) რომ კეთილ რჩევებს გასცემთ მათზე, ვისზეც ალლაჰმა
დართო თქვენს საკითხებზე მართვის უფლება."……………………………………………

1716. ამრ ბინ ალ-ასი გადმოსცემს, რომ გაიგონა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: როდესაც ყადს (მოსამართლეს) გამოაქვს განაჩენი და მართალი აღმოჩნდება, მას ექნება ორმაგი ჯილდო, და თუ გამოიტანს განაჩენს და არ აღმოჩნდება სწორი გადაწყვეტილება, მას დაეწერა მხოლოდ ერთი სიკეთე.

1717. აბდ არ-რაჰმან ბინ აბუ ბაქრა გადმოსცემს: მამაჩემმა მისწერა ბაიდულლაჰ ბინ აბუ ბაქრას როცა სიჯისტანის მმართველი იყო: არ განსაჯო ორ ადამიანს შორის როცა გაბრაზებული ხარ, რადგან მე ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვები გავიგონე: 'არ განსაჯო ორ ადამიანს შორის როცა გაბრაზებული ხარ'

1718. აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც შეასრულებს ისეთ საქმეს, რომლის შესახებაც არ არის ჩვენი ბრძანება, უარყოფილი იქნება.