1722b. აბუ ხალიდ ალ-ჯუჰანი გადმოსცემს: ერთმა კაცმა ჰკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ძირს ნანახი დაკარგული ნივთის შესახებ. შუამავალმა უპასუხა:
'ჯერ გაარკვიე ვის ეკუთვნის ნაპოვნი, შემდეგ ნაპოვნის შესახებ განაცხადე ერთი წლის განმავლობაში, (თუ არავინ არ გამოჩნდა) რის შემდეგაც შეგიძლია გამოიყენო. თუ ნივთის მფლობელი მოვა, მას უნდა დაუბრუნო' და იმ კაცმა ჰკითხა: და რა ვუყოთ დაკარგულ აქლემებს? ამაზე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაბრაზდა, ლოყები თუ სახე გაუწითლდა და თქვა: 'მას აქვს წყლის მარაგი და მისი ფეხით მივა წყალზე, და შეჭამს ხის ფოთლებს ვიდრე პატრონი არ ნახავს'. კაცმა შემდეგ ცხვრის შესახებ ჰკითხა: 'ის ან შენია ან შენი ძმის (ე,ი სხვა ადამიანის) ან მგლის'
1722c. ეს ჰადისი ასევე გადმოცემულია რაბია ბინ აბუ აბდ არ-რაჰმანის მიერ გადმომცემთა იგივე ჯაჭვით, მაგრამ დამატებით:
'როდესაც მე მასთან ვიყავი, ერთი ადამიანი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ჰკითხა დაკარგული ნივთის აღების შესახებ, რაზეც უპასუხა: 'როდესაც არავინ გამოჩნდება მისი მოთხოვნით, მაშინ გახარჯე ის'