1818. აბუ ჰურაირას მიერ გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხალხი ყურაიშელებს ემორჩილება: მუსლიმები ემორჩილებიან მათ შორის არსებულ მუსლიმებს, ურწმუნოები ემორჩილებიან მათ შორის ურწმუნოეს.
1818b. იგივე ჰადისი გაცმოემულია ჰამმად ბინ მუნაბბიჰისგან რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხალხი ყურაიშელებს ემორჩილება: მუსლიმები ემორჩილებიან მათ შორის არსებულ მუსლიმებს, ურწმუნოები ემორჩილებიან მათ შორის ურწმუნოეს.
1819. ჯაბირ ბინ აბდულაჰის მიერ გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა ხალხი ყურაიშების მიმდევრები არიან როგორც სიკეთესი, ისე სიავეში.
1820. აბდულაჰის მიერ გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხალიფატი ყურაიშელებს შორის დარჩენა მანამ, სანამ დედამიწაზე ერთი ადამიანიც იქნება
1821a. ჯაბირ ბინ სამურას მიერ გადმოცემულია რომელმაც თქვა: მე მამაჩემთან ერთად შევუერთდი შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და გავიგონე როგორ თქვა მან: 'ეს ხალიფატი არ დასრულდება მანამ, სანამ მათ შორის არ იქნება თორმეტი ხალიფა.'
და გადმომცემდა თქვა: შემდეგ ვერ შევძელი გამეგო ის, თუ რა თქვა მან და მამაჩემს ვკითხე: რა თქვა მან?
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ყველა მათგანი იქნება ყურაიშიდან'