2021. სალამა იბნ აქვა გადმოსცემს მამამისისგან, რომ ერთი ადამიანი, ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ახლოს მარცხენა ხელით ჭამდა და ამაზე მან უთხრა: ჭამე მარჯვენა ხელით. მან კი უთხრა: არ შემიძლია ამის გაკეთებაო და შუამავალმა თქვა: დაე ვერც შეძლო ამის გაკეთება. მან ეს მხოლოდ სიამაყის გამო უთხრა და ამის შემდეგ მას (მარჯვენა) ხელი პირთან ვეღარ მიჰქონდა.
2024. ანასი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ფეხზე მდგომარე წყლის დალევა. ყათადამ თქვა: ჩვენ ვკითხეთ მას, ფეხზე მდგომარე ჭამაზე რას იტყვი? ამაზე მან თქვა: ეს უფრო მეტად უარესია.
2046. 'აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ოჯახი,რომელსაც აქვს ფინიკი, მშიერი არ იქნება.