37. ჩაცმა და სამკაულები

2065. უმმ სალამა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ის, ვინც დალევს ვერცხლის ჭურჭლიდან, დალევს ჯოჯოხეთის ცეცხლს მის მუცელში.

2065C. აბდ არ რაჰმანი გადმოსცემს უმმ სალამას დისგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ის, ვინც დალევს ვერცხლის ან ოქროს ჭურჭლიდან, დალევს ჯოჯოხეთის ცეცხლს მის მუცელში.

2095. ანასმა თქვა, რომ ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბეჭედი იყო ამაზე - და მიუთითა მარცხენა ხელის პატარა თითზე.

2103. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალმი მას) თქვა: იუდეველები და ქრისტიანები (ნაცრისფერ თმებს) არ იღებავენ, თქვენ კი საპირისპიროდ მოიქეცით(ინით შეიღებეთ).

2112. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ანგელოზები არ შევლენ იმ სახლში, რომელშიც არის გამოსახულება ან სურათები.

2128. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არსებობს ორი ჯგუფი ჯოჯოხეთის მცხოვრებლებს შორის,რომლებიც მე ჯერ არ მინახავს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ შოლტები, მსგავსი ძროხის კუდებისა, რომლებითაც სცემენ ხალხს; და ქალები რომლებიც იფარავენ სხეულს მაგრამ შიშვლები არიან, რომლებიც კეკლუცობენ და იზიდავენ(უცხო თვალს/მამაკაცს), რომელთა თავიც არის აქლემის კუზის მსგავსი. ისინი ვერ შევლენ სამოთხეში, და ვერ იგრძნობენ მის სურნელს, არადა სამოთხის სურნელება ამდენი და ამდენი მანძილიდან იგრძნობა.