2131. ანასი გადმოსცემს, რომ ბაყიში მყოფმა ადამიანმა სხვა ადამიანს უწოდა აბულ ყასიმი და ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიუბრუნდა მას და იმ ადამიანმა უთხრა: ალლაჰის შუამავალო! შენ არ გეძახდი, მე იმ ადამიანს ვეძახდი. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'დაუძახეთ ერთმანეთს ჩემი სახელი, მაგრამ არა ჩემი ქუნია (მეტსახელი)'
2132. იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი სახელები არის აბდულლაჰი და აბდურრაჰმანი.
2135. ალ–მუღირა იბნ შუ'ბადან გადმოცემულია: როცა მივედით ნაჯრანში, იქაურებმა (ნაჯრანელმა ქრისტიანებმა) მკითხეს: თქვენ კითხულობთ (ყურანში) ჰარუნის დაო. არადა მუსა 'ისაზე ბევრად ადრე დაიბადა. შემდეგ მე დავბრუნდი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ვუთხარი ამის შესახებ. მან მიპასუხა: ხალხის ჩვეულება იყო, დაერქვათ სახელები წინასწარმეტყველებისა და მორწმუნე ხალხის სახელების მიხედვით.
2158. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ გაიგონა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც სხვის სახლში იჭვრიტება უნებართვოდ, ნებადართულია, რომ მას თვალები ამოთხარონ.