2172. იბნ ვაჰბი გადმოსცემს: გავიგონე ლაის ბინ საიდი როგორ ამბობდა: ალ-ჰავმი ნიშნავს მაზლს და ქმრის ნათესავებს, როგორიცაა ბიძაშვილი და ა.შ
2202. უსმან ბინ აბუ ალ-ას ალ ტაყაფი გადმოსცემს, მან დაიჩივლა ალლაჰის შუამავალთან, რომ გრძნობდა ტკივილს სხეულში, მაშინ, როცა მუსლიმი გახდა. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაიდე ხელი სხეულის იმ ნაწილზე სადაც გრძნობ ტკივილს და სამჯერ თქვი ბისმილლაჰ. და შვიდჯერ თქვი: ალლაჰს მივეკედლები და მის ძალას ბოროტებისგან, იმისგან, რასაც გადავაწყდები და მეშინია. (ა'უზუბილლაჰი ვა ყურდრათიჰი მინ შშარრი მა აჯიდუ ვა უჰააზირუ).
2203. უსმან იბნ აბუ ალ-ასი გადმოსცემს, რომ ის მივიდა ალლაჰის შუამავალთან და უთხრა: ალლაჰის შუამავალო, შაიტანი ერევა ჩემს, ჩემს ლოცვას და ყურანის კითხვას შორის და ის საგონებელში მაგდებს. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ეს არის შაიტანი, რომელიც ცნობილია როგორც ხინზაბი, და როცა შეამჩვენა ასეთ გავლენას მიენდე ალლაჰს მისგან და გადააფურთხე(მაგ: ტპუ,ტპუ) სამჯერ მარცნივ. მე ეს გავაკეთე და ალლაჰმა გაფანტა(საგონებელი) ჩემგან.
2230. სუფია გადმოსცემს შუამავლის რამდენიმე ცოლისგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც წავა მკითხავთან და ჰკითხავს მას რაიმეს, მისი ლოცვა ორმოცი დღის განმავლობაში არ მიიღება.