40. სწორი სიტყვების გამოყენება

2246a. აბუ ჰურაირას გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა: „მე მაწყენინებს ის ადამიანი, რომელიც გალანძღავს დროს, რადგან მე ვარ დრო, მე ვანაცვლებ დღესა და ღამეს."

2246c. აბუ ჰურაირას გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უზენაესმა ალლაჰმა თქვა: ადამის ძე მლანძღავს მე როდესაც ამბობს: ვაი ამ დროს, არცერთმა თქვენგანმა არ თქვას: 'ვაი ამ დროს' რადგან მე ვარ დრო, მე ვანაცვლებ დღესა და ღამეს და როცა მოვისურვებ, შემიძლია მათი დასრულება

2246d. აბუ ჰურაირას გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არავინ გალანძღოს დრო, რადგან ღმერთია დრო.


2246e. ასევე გადმოსცემს აბუ ჰურაირა: არ დასწყევლოთ დრო, ვინაიდან ღმერთია დრო.

2249b. აბუ ჰურაირას გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არცერთმა თქვენგანმა არ თქვას: 'ჩემი მსახური(ან მონა), რადგან ყველანი ალლაჰის მსახურები ხართ' არამედ თქვას: 'ჩემი ახალგაზრდა კაცი' ხოლო მსახურმა არ უნდა თქვას: 'ჩემი ბატონი' არამედ თქვას: 'ჩემი უფროსი'