42. სიზმრები

2261a. აბუ სალამ გადმოსცემს: მე ისეთ სიზმრებს ვხედავდი, რომ ამის შედეგად კანკალი დამეწყო და სიცხეებმა ამიწია, მაგრამ მოსასხამი არ ჩამიცვამს. შემდეგ დღეს შევხვდი აბუ ყათადას და მას მოვუყევი. მან მითხრა: 'გავიგონე როგორც თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): კარგი სიზმარი ალლაჰისგან მოდის, ცუდი სიზმარი შაიტნისგან. ამიტომ, როდესაც რომელიმე თქვენგანი ნახას ცუდ სიზმარს, სამჯერ უნდა გადააფურთხოს (ტფუ, ტფუ, ტფუ ენის წვერით) მარცხენა მხარეს და სთხოვოს თავშესაფარი ალლაჰს მისი ბოროტებისგან და მაშინ ეს მას არ ავნებს.

2263b. აბუ ჰურაირამ გადმოგვცა: 'მე სიზმარში ბორკილების ნახვა მიყვარს, მაგრამ მძულს ყელსაბამი, რადგან ბორკილები რელიგიაში სიტკიცეს გამოხატავს' მას ასევე გადმოგვცა, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
მორწმუნის სიზმარი წინასწარმეტყველების ორმოცდამეექვედი ნაწილია

2266a. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მნახა სიზამარში, მან უეჭველად მე მიხილა. რადგან შაიტანი ვერ დამემსგავსება მე.