2276. ვასილა იბნ ალ-ასყა გადმოსცემს, გავიგონე ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როგორ ამბობდა: უეჭველად ალლაჰმა ისმაილის შვილთაგან ქინანას შვილები შეარჩია, ქინანას შვილთაგან ყურაიშები, ყურაიშთაგან ჰაშიმის შვილები, და შაჰიმის შვილთაგან - კი მე.
2278. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: განკითხვის დღეს, მე ვიქნები ლიდერი ადამის შთამომავლობაში და მე ვიქნები პირველი, ვინც იქომაგებს და პირველი, ვის ქომაგობასაც მიიღებს(ალლაჰი.)
2279a. ანასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოვა და სალამი მას) ითხოვა წყალი და მიიტანეს ჭურჭელი ფართო ძირით და არც ისე ღრმა, რომელიც მცირე რაოდენობის წყალს შეიცავდა. მან თითები ჩაყო მასში. ანასმა დაამატა: 'დავინახე რომ წყალი ამოდიოდა მის თითებს შორის'. ანასმა ასევე დაამატა: 'ადამიანები, ვინც აბდესს იღებდნენ იყვნენ სამოცდაათიდან ოთხმოცამდე.'