2406. საჰლ იბნ სა’დი გადმოსცემს: `ხაიბარში ბრძოლის დღეს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხვალ მე დროშას მივცემ ადამიანს, რომელსაც უყვარს ღმერთი და მისი მაცნე, ასევე მათაც უყვართ იგი. ღმერთი მოგვანიჭებს გამარჯვებას მისი წინამძღოლობით. ხალხმა მთელი ღამე იმაზე კამათში გაატარა, თუ ვინ იქნებოდა ეს ადამიანი. დილით ისინი მივიდნენ შუამავალთა და ყველა იმედოვნებდა, რომ მას მისცემდნენ დროშას. შუამავალმა იკითხა: სად არის ‘ალი? თვალები სტკივა და ვერ ხედავს – უპასუხეს მას და ხალხის ნაწილი წავიდა მის მოსაყვანად. შუამავალმა თავისი ნერწყვი მოუსვა მას თვალებზე, შემდეგ ღმერთს შეევედრა და ‘ალი განიკურნა, თითქოს არც არასოდეს ტკიებოდა თვალები. შემდეგ შუამავალმა დროშა გადასცა ‘ალის და უთხრა: - წადი გულმშვიდად და ღირსეულად, როცა მიაღწევ მტრების რიგებს, მოუწოდე მათ ერთღმერთიანობისკენ და აცნობე ისლამისა და მათი ვალდებულებების შესახებ. ვფიცავ ღმერთს, თუ იგი დააყენებს ერთ ადამიანსაც შენი საშუალებით პირდაპირ გზაზე, ეს უმჯობესი იქნება შენთვის, ვიდრე წითური აქლემების ჯოგი (უდიდესი ამქვეყნიური ქონება).
2438. აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მას: მე შენ სიზმარში გნახე სამი ღამის განმავლობაში როცა ანგელოზმა მოგიყვანა ჩემთან აბრეშუმის ტანსაცმლით და მითხრა: ეს არის შენი ცოლი, და მოგაცილეს (აბრეშუმის ტანსაცმელი) სახიდან, ის შენ იყავი და მე ვთქვი: თუ ეს არის ალლაჰისგან, მაშინ ამას გავაკეთებ.
2475. ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს: მას შემდეგ, რაც ისლამი მივიღე, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) არასოდეს დაშორებულა ჩემგან. და არასოდეს მინახავს იგი ღიმილის გარეშე.