2553. ან-ნავას იბნ სამ'ანი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამართლიანობა(სიკეთე) კარგი ზნეობაა, ხოლო ცოდვა — ის არის, რაც გულს გაწუხებს და არ გინდა, რომ ხალხმა ამის შესახებ გაიგოს.“
2566. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: განკითხვის დღეს, ალლაჰი იტყვის: სად არიანი ისინი, ვისაც უყვარდათ ერთმანეთი ჩემი კმაყოფილებისთვის? დღეს მე მათ ჩემს ჩრდილში შევიფარებ, დღეს
არ არის სხვა ჩრდილი, ჩემი ჩრდილის გარდა.
2578. ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გეშინოდეთ უსამართლობის, რადგან უსამართლობა სიბნელე იქნება განკითხვის დღეს. გეშინოდეთ სიხარბის, ვინაიდან სიხარბემ გაანადგურა ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ, რამაც აიძულა დაეღვარათ სისხლი და გამოეცხადებინათ ნებადართულად ის, რაც მათთვის აკრძალული იყო.
2579. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უსამართლობა სიბნელეა განკითხვის დღეს.
2582. აბუ ჰურაირა გადმოსცემს ალლაჰის შუამავლის სიტყვას: განკითხვის დღეს უფლებები გასწორდება იმდენად, რომ ურქო ცხვარიც კი რქიან ცხვართან ანგარიშს გაასწორებს.
2592. ჯარირი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ის, ვინც მოკლებულია ლმობიერებას, მაშინ, იგი სიკეთესაა მოკლებული.
2598. აბუ ად-დარდა გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ვინც წყევლას მიმართავენ, არ იქნებიან შუამდგომლები ან მოწმეები განკითხვის დღეს.
2599. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრეს: ალლაჰის შუამავალო, დასწყევლე მუშრიქები. ამაზე მან უთხრა: მე მაწყევრად კი არა, წყალობად ვარ წარმოგზავნილი.
2639. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰი შუამავალი და მე მესჯიდიდან გარეთ გამოვედით და შემოგხვდა კაცი მესჯიდის ზღუბლზე, რომელმაც ჰკითხა ალლაჰის შუამავალს: როდის დადგება საათი(წარღვნა/ყიამეთი)? ალლაჰის შუამავალმა ჰკითხა: რა მოამზადე შენ მისთვის? კაცი გაჩუმდა და შემდეგ თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, მე არ მომიგროვებია ბევრი ლოცვა, მარხვა და მოწყალება, მაგრამ მე მიყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი. ამაზე შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა დას სალამი მას) უთხრა: შენ იქნები იმათთან ერთად, ვინც გიყვარს.
2564. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ჭეშმარიტად, ალლაჰი არა თქვენს გარეგნობას და სიმდიდრეს შეხედავს, არამედ ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს
2564. აბუ ჰურაირა გადმოსცემს ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ შეგშურდეთ ერთმანეთის, არ აუწიოთ ფასებს, არ გაუბრაზდეთ ერთმანეთს, არ აქციოთ ზურგი ერთიმეორეს, არ გაყიდოთ ერთიმეორეზე მაღლა, იყავით ალლაჰის მონები, ძმები. მუსლიმანი მუსლიმანის ძმაა და ამიტომაც ის არ მოექცევა უსამართლოდ (თავის ძმას), არ მიატოვებს თავის ძმას დახმარების გარეშე, არ მოატყუებს მას, არ დაამცირებს მას, ღვთისმოშიშობა არის აქ! და სამჯერ მიანიშნა გულზე, (რის შემდეგ თქვა):მუსლიმანისთვის სიგლახედ ისიც საკმარისია, რომ დაამციროს მისი მუსლიმი ძმა,ყოველი მუსლიმანისთვის აკრძალულია, სხვა მუსლიმის სისხლი, ქონება და ღირსება"!
2569. აბუ ჰურაირამ, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა, (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), თქვა: ნამდვილად, უზენაესი განსჯის დღეს ჰკითხავს მის მონას – ჰეი, ადამის შვილო, მე რომ ავად ვიყავი, რატომ არ მოხვედი ჩემს სანახავად? ადამიანი იტყვის – უფალო, როგორ გეწვეოდი როცა შენ სამყაროთა უფალი ხარ? ღმერთი ეტყვის – ხომ იცოდი რომ ესა და ეს ჩემი მონა ავად იყო, მას რომ სწვეოდი, მეც იქვე მნახავდი? შემდეგ ეტყვის – ჰეი, ადამის შვილო, მე რომ მშიერი ვიყავი და საკვები გთხოვე, რატომ არ დამაპურე? – ღმერთო, როგორ დაგაპურებდი შენ, სამყაროთა უფალს?– ხომ იცოდი, რომ როცა ჩემმა ამა და ამ მონამ საკვები გთხოვა, თუ მას დააპურებდი, იგი ჩემს გვერდით იდგებოდა? შემდეგ იკითხავს – ჰეი, ადამის შვილო, მე რომ მწყურვალი ვიყავი და წყალი გთხოვე, რატომ არ დამალევინე? – ღმერთო ჩემო, როგორ დაგალევინებდი წყალს, სამყაროთა უფალო? – ხომ იცოდი, რომ როცა ჩემმა ამა და ამ მონამ წყალი გთხოვა, თუ მას დაალევინებდი, მის ახლომახლო მეც მნახავდი?
2572. ასვადი გადმოგვცემს: აიშასთან რამდენიმე ყურეიშელი ახალგაზრდა შევიდა. ისინი იცინოდნენ, რაზეც აიშამ კითხა: რა გაცინებთ? მათ უთხრეს: მავანმა კარავის თოკზე ფეხი წამოიკრა და ლამის კისერი მოიტეხა ან თვალი გამოითხარა. აიშამ მათ უთხრა: ნუ იცინით, რადგანაც მე ალლაჰის შუამავლისგან შემდეგი სიტყვები მაქვს გაგონილი: „არ არსებობს ისეთი მუსლიმი, რომელსაც ეკალი შეერჭო ან იმაზე უფრო დიდი უსიამოვნება გადახვდა, რომ მას ამის სანაცვლოდ ერთი ხარისხი არ აუმაღლდეს და ერთი შეცდომა არ გაუუქმდეს.“
2581. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იცით ვინ არის ღარიბი? იმათმა(საჰაბეებმა) უთხრეს: ღარიბი კაცი ჩვენს შორის არის ის, ვისაც არ აქვს დირჰამი და არც სიმდიდრე. მან(შუამავალმა) თქვა: ჩემი უმმადან ღარიბი არის ის, ვინც მოვა განკითხვის დღეს ლოცვებით, მარხვებით და ზექათით მაგრამ ის შეურაცხყოფდა სხვებს, ცილსსწამებდა სხვებს და უკანონოდ ანადგურებდა სხვის სიმდიდრეს და ღვრიდა სისხლს და სხვებს ურტყამდა, ამიტომ, მისი კარგი საქმეები მათ ანგარიშზე გადავა, ვინც მის გამო დაიტანჯა. ხოლო თუ მისი კარგი საქმეები საკმარისი არ იქნება მისი ცოდვების გასაბათილებლად, მაშინ მის ანგარიშზე მხოლოდ ცოდვები დარჩება და მას ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩააგდებენ”.
2586. ნუ'მან იბნ ბაშირი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუსლიმანები ერთი ადამიანის სხეულის მსგავსნი არიან, თუ თვალი სტკივა, მთელი სხეული გრძნობს ამას, და როცა თავი სტკივა, მთელი სხეული გრძნობს ამას.
2616. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, აბულ ყასიმმმა(შუამავლის მეტსახელი) თქვა: ვინც დაუმიზნებს მის ძმას იარაღს, ანგელოზები დაწყევლიან მას თუნდაც ის იყოს ღვიძლი ძმა, ვიდრე არ გადააგდებს მას(იარაღს)
2621. ჯუნდუბ იბნ ‘აბდულლაჰი გადმოსცემს შუამავალ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვებს: ერთმა ადამიანმა წამოიძახა: ვფიცავ ღმერთს, იგი არ მიუტევებს მავანს! მაშინ უზენაესმა ﷻ ბრძანა: შენ ვინ ხარ, რომ იფიცები ჩემს სახელს და წყვეტ, ვის მივუტევებ და ვის არა? მე უკვე მივუტევე მას და შენი საქმენი კი უსარგებლოდ იქცა!
2626. აბუ ზარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უმნიშვნელოდ არ ჩათვალოთ არცერთი სიკეთე, თუნდაც შენს ძმაზე მომღიმარი სახით შეხვედრა.
2639. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰი შუამავალი და მე მესჯიდიდან გარეთ გამოვედით და შემოგხვდა კაცი მესჯიდის ზღუბლზე, რომელმაც ჰკითხა ალლაჰის შუამავალს: როდის დადგება საათი(წარღვნა/ყიამეთი)? ალლაჰის შუამავალმა ჰკითხა: რა მოამზადე შენ მისთვის? კაცი გაჩუმდა და შემდეგ თქვა: ო, ალლაჰის შუამავალო, მე არ მომიგროვებია ბევრი ლოცვა, მარხვა და მოწყალება, მაგრამ მე მიყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი. ამაზე შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა დას სალამი მას) უთხრა: შენ იქნებით იმათთან ერთად, ვინც გიყვარს. (მუსლიმ 2639)