46. ყადარ - ბედისწერა

2643. ვაყი გადმოსცემს: ნებისმიერი თქვენგანის შექმნა ასეთია: რომელიც დედის საშვილოსნოში ყალიბდება ორმოცი ღამის განმავლობაში. შუ'ბამ თქვა: ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. ხოლო ჯარირმა და 'ისამ თქვეს: ორმოცი დღე.

2644. ჰუზაიფა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც სპერმა რჩევა საშვილოსნოში ორმოცი ან ორმოცდაათი (დღე) ან ორმოცი ღამე, ანგელოზი მოვიდა და ამბობს: ღმერთო ჩემო, ის კარგი იქნება თუ ცუდი? და ორივეს დაწერს მისთვის. შემდეგ ანგელოზი ამბობს: გოგო იქნება თუ ბიჭი? და ორივე მათგანს დაწერს მისთვის. და მის საქმეებს და მოქმედებებს, მისი სიკვდილის (დროს) სიცოცხლის ხანგრძლივობას ასევე დაწერს ამათ. შემდეგ დაწერს მის ბედისწერას და მათში არც ჩაემატება და არც ამოაკლდება.

2653. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა დაწერა ქმნილებების ბედისწერა ორმოცდაათიათასი წლით ადრე, ვიდრე შექმნიდა ცებს და დედამიწას, და მისი ტახტი('არში) იყო წყალზე

2664. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ მუჰამმად შუამავალმა უთხრა მას:ძლიერი მორწმუნე უკეთესია და უფრო საყვარელი ალლაჰისთვის, ვიდრე სუსტი მორწმუნე, თუმცა ყველა კარგია.იყავი ჯიუტი იმის კეთებაში, რაც შენთვის სიკეთის მომტანია, შესთხოვე დახმარება ღმერთს და არავითარ შემთხვევაში არ გადაიწურო იმედი. თუკი რამე შეგემთხვევა, ნუ იტყვი:ასე რომ მოვქცეულიყავი, მაშინ ეს ასე მოხდებოდა. თქვი მხოლოდ: ასე განაჩინა(ყადარი - ბედისწერა) ღმერთმა და რაც მან ინება, ის მოხდა. რადგანაც - ასე რომ ყოფილიყო – გზას უხსნის სატანის ხრიკებს!