2666. 'აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: გავიგონე ორი კაცი კამათობდა აიათის შესახებ. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოვიდა გარეთ ჩვენთან და ჩვენ მის სახეზე სიბრაზე დავინახეთ და შემდეგ თქვა: "თქვენზე უწინ მყოფნი განადგურდნენ იმიტომ, რომ ისინი კამათობდნენ (ალლაჰის) წიგნის შესახებ".
2668. აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰის წინაშე ყველაზე საძულველი ადამიანი ის არის, ვინც ცდილობს სხვებს კამათში სძლიოს. (ე.ი სწავლობს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს ცოდნა აჩვენოს და ასევე აჩვენოს თუ რამდენად არგუმენტირებულია.)
2669. აბუ სა’იდი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, თქვენ გაყვებით მათ ჩვეულებებს, ვინც იყო თქვენამდე, ზუსტად გაიმეორებთ მათ საქციელს. თუ ისინი შევლიან ხვლიკის სოროში, თქვენც შეჰყვებით მათ. ხალხმა იკითხა: იუდეველებსა და ქრისტიანებს? შუამავალმა თქვა: აბა სხვა ვის?
2673. აბდულლაჰ ბინ ამრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, ალლაჰი არ წაართმევს ხალხს ცოდნას ჩამორთვმევით, არამედ იგი მათ ცოდნას სწავლულების წაყვანით ჩამოართმევს და იგი არ დატოვებს მცოდნე ხალხს. შემდეგ ხალხი დაიწყებს მათ ლიდერებად (ამირებად) უმეცრების არჩევას, რომლებსაც ისინი მიმართავენ კითხვებით და ისინი დაიწყებენ გადაწვეტილებების მიღებას მაშინ, როცა თვითონ არ ფლობენ ცოდნას, რის გამოც თვითონაც ასცდებიან სწორ გზას და სხვებსაც შეცდომაში შეიყვანებენ.