48. ზიქრი - ალლაჰის ხსენება

2675. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უზენაესი ალლაჰი ამბობს: 'მე ახლოს ვარ ჩემს მსახურთან როცა ჩემზე ფიქრობს და ასევე მასთან ვარ როცა მახსენებს' ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ლლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ვფიცავარ ალლაჰს, ალლაჰს იმაზე მეტად უყვარს მისი მსახურის მონანიება, ვიდრე თქვენ გიხარიათ დაკარგული აქლემის პოვნა უწყლო უდაბნოში. (ალლაჰი ამბობს) როდესაც ის მომიახლოვდება ერთი მტკაველით, მე მას მივუახლოვდები ერთი წყრით სიგრძით და როცა ის მომიახლოვდება ერთი წყრთის სიგრძით, მე მივუახლოვდები ერთი ფათომის (გაშლილი ხელების სიგრძე) სიგრძით, და თუ ის ჩემსკენ წამოვა, მე მისკენ გავიქცევი.

2680. გადმოცემულია ანასისგან, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არავინ არ ითხოვოს სიკვდილი იმ უბედურების გამო, რომელშიც ჩაფლულია, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის, მაშინ თქვით: ღმერთო ჩემო. მაცოცხლე მანამ, სანამ სიცოცხლე ჩემთვის სასიკეთოა და მაწიე სიკვდილი,როცა სიკვდილში სიკეთეა ჩემთვის.

2682. აბუ ჰურაირა გადმოსცემს ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა არავინ, თქვენს შორის სიკვდილი არ ისურვოს, და არ მოუხმოს სანამ მისი დრო არ მოვა, რადგან, როცა რომელიმე თქვენგანი კვდება, ის წყვეტს კეთილ საქმეებს და მორწმუნის სიცოცხლეს სიკეთის გარდა არაფერი ახანგრძლივებს.

2698. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენს შორის ვინმეს შეუძლია დღეში ათასი სიკეთე მოიპოვოს? მათ შორის ერთ-ერთი, ვინც იჯდა, იკითხა: 'როგორ არის შესაძლებელი ყოველ დღე ათასი სიკეთის მოპოვება?' შუამავალმა უთხრა მას: 'დღეში ასჯერ სუბჰან ალლაჰ (ალლაჰი უნაკლოა/დიდებულია) წარმოთქმით ათასი სიკეთე ჩაიწერება და ათასი ცუდი საქმე წაიშლება.

2702. ალ-აღარ ალ-მუზანიმ, რომელიც შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეთაგანი იყო, გადმოსცა, რომ შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო ხალხო! პატიება სთხოვეთ ალლაჰს, მე ალლაჰს პატიებას დღეში სამოცდაათჯერ ვთხოვ

2712. ხალიდმა თქვა: გავიგონე 'აბდულლაჰ ბინ ალ-ჰარისი ყვებოდა 'აბდულლაჰ ბინ 'ომარმა უბრძანა კაცს, როცა დაწვებოდა ეთქვა: 'ღმერთო ჩემო, შენ შექმენი ჩემი სული და შენ მოაკვდინებ მას. შენს ხელშია მისი სიკვდილი და მისი სიცოცხლე. თუ აცოცხლებ მას, დაიცავი, და თუ წაიყვან, აპატიე მას. ო, ალლაჰ, შენ გთხოვ ჯანმრთელობას." კაცმა უთხრა: ეს 'ომარისგან მოისმინე? უთხრა: 'არა, ომარზე უკეთესისგან, ალლაჰის შუამავალისგან გავიგონე.

2713. სუჰეილმა თქვა: აბუ სალიჰი გვიბრძანებდა, როცა ჩვენგან ვინმე დაძინებას მოისურვებდა, დაწოლილიყო მარჯვენა მხარეს და ეთქვა: "ო, ალლაჰ, ცათა და დედამიწის ღმერთო, დიდებული ტახტრევანის ('არშ) ღმერთო, ჩვენო ღმერთო და ღმერთო ყოვლისა, მარცვლისა და ფინიკის ღეროს აღმომცენებელო, თევრათის, ინჯილის და ფურყანის გარდმომვლენო, შეგეფარები შენ ყველა იმ ცუდისაგან, რაც შენი ძალაუფლების ქვეშაა. ო, ალლაჰ, შენ ხარ პირველი და შენამდე არაფერი ყოფილა, შენ ხარ უკანასკნელი და შენს შემდეგ არაფერი იქნება, შენ ხარ მაღალი და შენს ზემოთ არაფერია, შენ ხარ ფარული და შენს გარეშე არაფერია, მოგვახდევინე ვალი ჩვენ და გაგვამდიდრე სიღარიბის შემდეგ." ეს ინფორმაცია გადმოსცა აბუ ჰურაირასაგან, რომელმაც გადმოსცა შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას).

2715. ანასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა დასაძინებლად მივიდოდა საწოლთან, იტყოდა: "დიდება ალლაჰს, რომელმაც გამოგვკვება, დაგვარწყულა, დაგვაკმაყოფილა და შეგვიფარა. და რამდენია ვისაც არ ჰყავს მკმარებელი და მფარველი."

2729. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც გაიგონებთ მამლის ყივილს, ალლაჰისგან ითხოვეთ წყალობა, ვინაიდან მამალი ანგელოზს ხედავს, და როდესაც გაიგონებთ ვირის ყროყინს, მაშინ მიეკედლეთ ალლაჰს შაიტანისგან, ვინაიდან ის ხედავს შაიტანს (სატანას/ეშმაკს).

2730. იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წუხილის (ან უბედურების) დროს ამ ვედრებას ამბობდა:
არ არსებობს ღირსეული სათაყვანო ერთი ღმერთის გარდა, დიადისა, შემწყნარებლისა, არ არსებობს ღირსეული სათაყვანო ერთი ღმერთის გარდა, ღმერთი დიდებული ტახტრევანისა. არ არსებობს ღირსეული სათაყვანო ერთი ღმერთის გარდა, ღმერთი ზეცისა და დედამიწისა, ღმერთი კურთხეული ტახტრევანისა.
____________________
✅️ ტრანსკრიფცია
ლა ილაჰა ილლა ლლაჰულ 'აზიიმულ ჰალიიმ, ლა ილაჰა ილლა ლლაჰუ რაბბულ 'არშილ 'აზიმ. ლა ილაჰა ილლა ლლაჰუ რაბბუ სსამავათი ვა რაბბულ არდი ვა რაბბულ 'არშილ ქარიმ
_________________________
2731a. აბუ ზარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს რომელი სიტყვებია საუკეთესო? მან უპასუხა: რომლებიც ალლაჰმა აირჩია ანგელოზებისთვის და მისი მსახურებისთვის, ეს სიტყვებია: სუბჰანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი (ალლაჰი უნაკლოა და მას ეკუთვნის ქება-დიდება)

2731b. აბუ ზარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: არ გინდა გაცნობო სიტყვები რომლებიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს? მე ვუთხარი: ალლაჰის შუამავალო! მითხარი რომელი სიტყვები უყვარს ალლაჰს ყველაზე მეტად. მან მითხრა: 'ჭეშმარიტად, სიტყვები, რომლებიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს არის: სუბჰანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი (ალლაჰი უნაკლოა და მას ეკუთვნის ქება-დიდება)

2732. აბუ ზარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და დალამი მას) თქვა: მუსლიმი მსახური, რომელიც ევედრება (ალლაჰს) ფარულად, თავისი ძმისთვის, ანგელოზი მას ეუბნება: შენც იგივე.

2734. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი კმაყოფილია როდესაც მისი მსახური ამბობს: ალჰამდულილლაჰ (ქება-დიდება ალლაჰს) როდესაც ჭამს და როდესაც სვამს.

2735a. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველა თქვენგანის ვედრება ასრულდება თუ არ გამოავლენთ მოუთმენლობას და არ იტყვით: შევევედრე მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

2735b. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველა თქვენგანის ვედრება ასრულდება თუ არ გამოავლენთ მოუთმენლობას და არ იტყვით: მე შევედრე ღმერთს მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.

2735c. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: (ალლაჰის) მსახურის ვედრება შესრულდება იმ შემთხვევაში, თუ არ ევედრება ცოდვას, სისხლით ნათესაობის გაწყვეტას ან თუ არ გამოავლენს მოუთმელობას. მას ჰკითხეს: ალლაჰის შუამავალო, რას ნიშნავს - თუ არ გამოავლენს მოუთმელობას? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: ეს არის სიტყვები: მე ვედრება აღვავლინე, აღვავლინე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე და ამის შემდეგ ის რჩება იმედგაცრუეული და ტოვებს ვედრებას.