49. რაყიყა

უსამა ბინ ზეიდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე ვიდექი სამოთხის კართან და დავინახე, რომ მასში შემსვლელების უმეტესობა ღარიბები იყვნენ და მდიდრებს მასში შესვლისგან აყოვნებდნენ. ჯოჯოხეთის ბინადრებს უბრძანეს ჯოჯოხეთში შესვლა და დავდექი ჯოჯოხეთის კართან და დავინახე, რომ მასში შემსველების უმეტესობა ქალები იყვნენ. (მუსლიმი 2736)

2740. იბნ ზაიდ უსამა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემს შემდეგ არაფერი დამიტოვებია იმაზე უფრო მძიმე და საზიანო ფიტნა კაცისთვის, ვიდრე ქალი.

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ამქვეყნიური ცხოვრება მწვანე, და ტკბილია. ალლაჰი დედამიწაზე ხალიფებად გადგენთ, რომ დაინახოს თუ ვინ როგორ მოიქცევა. ასე რომ ერიდეთ ამქვეყნიურს და ერიდეთ ქალებს. პირველი ფიტნა (არეულობა) ისრაელის შვილებს შორის დაიწყო ქალით. (მუსლიმი 2742)