2675. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უზენაესი ალლაჰი ამბობს: 'მე ვარ ჩემი მსახურის ფიქრებში და მასთან ერთად როცა ის მახსენებს მე.' ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ლლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ვფიცავარ ალლაჰს, ალლაჰს იმაზე მეტად უყვარს მისი მსახურის მონანიება, ვიდრე თქვენ გიხარიათ დაკარგული აქლემის პოვნა უწყლო უდაბნოში. (ალლაჰი ამბობს) როდესაც ის მომიახლოვდება ერთი მტკაველით, მე მას მივუახლოვდები ერთი წყრით სიგრძით და როცა ის მომიახლოვდება ერთი წყრთის სიგრძით, მე მივუახლოვდები ერთი ფათომის (გაშლილი ხელების სიგრძე) სიგრძით, და თუ ის ჩემსკენ წამოვა, მე მისკენ გავიქცევი.
2675. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰს იმაზე მეტად უყვარს მისი მსახურის მონანიება ვიდრე თქვენ დაკარგული აქლემის პოვნა.
2744. აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს მონანიება მორწმუნე მსახურისა.
2749. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვფივავ მაც, ვის ხელშიც არის ჩემი სული, თუ თქვენ იქნებით ისე, რომ არ ჩაიდენთ ცოდვას, მაშინ ალლაჰი წაგიყვანთ თქვენ და მოიყვანს ისეთ ხალხს, ვინც ჩაიდენს ცოდვას და შემდეგ სთხოვს მათ პატიებას და ისიც აპატიებს.
2752. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა შექმნა ასი წყალობა, ერთი წყალობა გარდმოავლინა მის ქმნილებებზე, და ისინი აჩვენებენ გულმოწყალებას სხვებზე, და ოთხმოცდაცხრამეტი წყალობა ალლაჰთანაა.