52. განკითხვის დღის აღწერა

2786. მანსური გადმოსცემს: `ერთხელ ალლაჰის შუამავალთან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა იუდეველი სწავლული და უთხრა: მუჰამმად! ჩვენ ვიცით რომ ღმერთი უკანასკნელ დღეს ზეცას ერთ თითზე დაიდებს, დედამიწებს (პლანეტებს) მეორეზე, ხე-მცენარეებს მესამეზე, წყლებს – მეოთხეზე, სიმდიდრეს – მეხუთეზე და დანარჩენ ქმნილებებს მეექვსეზე, შემდეგ კი იტყვის – მე ვარ მეუფე! შუამავალმა წაიკითხა აიათი:
ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად, არადა მთელი დედამიწა მის ხელში აღმოჩნდება სამსჯავროს დღეს, ხოლო ზეცა ჩაიხვევა მის მკლავქვეშ! (სურა ზუმარ 39:67)
______________________

2789. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დამიჭირა ხელები და მითხრა: "უზენაესმა და დიდებულმა ალლაჰმა შექმნა თიხა შაბათს, მთები შექმნა კვირას და ხეები შექმნა ორშაბათს. სამშაბათს მექრუჰი (მოუწონარი რამეები) გააჩინა. ოთხშაბათს შექმნა სინათლე (ე.ი სიკეთე). გაამრავლა და დაასახლა ცხოველები ხუშთაბათს, ადამი შექმნა პარასკევს 'ასრის (იქინდის) შემდეგ. უკანასკნელი ქმნილება დაიბადება პარასკევის უკანასკნელ საათს, ესეიგი შუადღესა და ღამეს შორის. ეს ჰადისი ასევე გადმოცემულია სხვადასხვა ჯაჭვებით.

2791. აიშა გადმოსცემს, მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უზენაესი ალლლაჰის სიტყვის შესახებ: მასრუყი გადმოსცემს, რომ აიშამ წაიკითხა აიათი: იმ დღეს, როცა მიწა და ცანი შეიცვლება სხვა მიწითა და ცანით...(სურა იბრაჰიმ 14:48) სად იქნება ხალხი იმ დღეს: ისინი იქნებიან სირატის ხიდზე - მითხრა მან.

2809. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალი (ალაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: მორწმუნე მსგავსია მცენარისა, რომელსაც ქარი არ აჩერებს თავის ადგილას, და ასევე მორწმუნე ყოველთვის მიიღებს უბედურებას. მუნაფიყი(თვალთმაქცი) მსგავსია კედარის ხისა, რომელიც არ იძვრის ვიდრე არ ამოიძირკვება.

2812. ჯაბირი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)ამბობდა: უეჭველად, შაიტანმა დაკარგა ყოველგვარი იმედი, რომ ვინც სეჯდე აღასრულა არაბეთის ნახევარკუნძულზე მას არ ეთაყვანება, მაგრამ მას აქვს იმედი, რომ დათესავს განხეთქილებას მათ შორის.

2813. ჯაბირი გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: იბლისის(შაიტან) ტახტი არის ზღვაზე და ის გზავნის რაზმს(სხვადასხვა ადგილებში) რათა შეაცდინონ ადამიანები და ყველაზე მნიშვნელოვანი პირი მის თვალში არის ის, ვინც ყველაზე მეტ ფიტნას თესავს.

2813b. ჯაბირი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იბლისის ტახტი წყალზეა. ის აგზავნის რაზმს (განხეთქილების გამოსაწვევად), და მის თვალში ყველაზე დაფასებული ის არის, ვინც ყველაზე მეტ უთანხმოებას თესავს. (მისი რაზმიდან) ერთ-ერთი მიდის მასთან და ეუბნება: 'მე გავაკეთე ესა და ეს' და იბლისი მას ეუბნება: 'შენ არაფერი გაგიკეთებია' შემდეგ მათგან ერთ-ერთი მიდის მასთან და ეუბნება: 'არ მოვეშვი მანამ, სანამ ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება არ ჩამოვაგდე' შემდეგ შეიტანი (სატანა) მას უახლოვდება და ეუბნება: 'კარგად მოქცეულხარ' და ეხუტება მას.

2814. აბდულლაჰ იბნ მასუდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არცერთი თქვენგანი არ არის, ვისაც თან არ ახლდეს ჯინი. იმათმა(საჰებეებმა) ჰკითხეს: შენც, ო ალლაჰის შუამავალო? უთხრა: დიახ, მაგრამ მე ალლაჰი მეხმარება მის წინააღმდეგ და ის მემორჩილება, დაცული ვარ მისი ხელისგან და არაფერს მომიწოდებს სიკეთის გარდა.

2818. გადმოცემის თანახმად შუამავლის მეუღლე აიშა ამბობდა, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „(ყოველ საქმეში) ზომიერება დაიცავით (თუ ამას ვერ შეძლებთ) დაახლოებით მაინც ეცადეთ და იყავით მახარობელნი. მხოლოდ თავისი ნამოქმედარით სამოთხეში ვერავინ შევა. იქ მყოფებმა იკითხეს: ვერც შენ შეხვალ ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: დიახ, ვერც მე, რომ არა ალლაჰის წყალობა, რომლითაც დამიფარა. იცოდეთ, რომ ალლაჰის წინაშე ყველაზე მოსაწონი რამ, სისტემატიურად შესრულებული ღვთისმსახურებებია, თუნდაც მცირედი.“