2128. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:არსებობს ორი ჯგუფი ჯოჯოხეთის მცხოვრებლებს შორის,რომლებიც მე არ მინახავს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ შოლტები, მსგავსი ძროხის კუდებისა, რომლებითაც სცემენ ხალხს; და ქალები რომლებიც იფარავენ სხეულს მაგრად შიშვლები არიან, რომლებიც კეკლუცობენ და იზიდავენ(უცხო თვალს/მამაკაცს), რომელთა თავიც არის აქლემის კუზის მსგავსი. ისინი ვერ შევლენ სამოთხეში, და ვერ იგრძნობენ მის სურნელს, არადა სამოთხის სურნელება ამდენი და ამდენი მანძილიდან იგრძნობა.
2822. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხეს გარს აკრავს სირთულეები, ხოლო ჯოჯოხეთი გარშემორტყმულია ვნებებით.
2826. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხეში არის ხე, მის ჩრდილქვეშ მხედარს შეუძლია იმოგზაუროს ასი წლის განმავლობაში.
2844. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ერთხელ ჩვენ ვიჯექით შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ახლოს და გავიგონეთ ხმაური დავარდნილი ქვისა. შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვკითხა: იცით, ეს რა იყო? ჩვენ ვუპასუხეთ: ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან, მან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვითხრა: ეს არის ქვა, რომელიც გადაგდებულ იქნა სამოცდაათი წლის წინ, და ის ახლა დავარდა ჯოჯოხეთის ძირში.
2865. იადა იბნ ჰიმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:უზენაესი ალლაჰი ამბობს: მე შევქმენი ჩემი მონები ერთღმერთიანებად (ჰუნაფა), მაგრამ მათთან მივიდა შაიტანი და ისინი რწმენიდან გამოიყვანა!“მათ აუკრძალეს ის, რაზეც მე დავრთე ნება და უბრძანეს მათ დაედგინათ ჩემთვის თანაზიარი. და ამაზე მე არ გამომიგზავნია არავითარი არგუმენტი.