2882. ჰარის ბინ აბი რაბია და აბდულლაჰ ბინსაფვანი წავიდნენ უმმ სალამასთან, მართლმორწმუნეთა დედასთან და ჰკითხეს მას ჯარის შესახებ, რომელიც ჩაიძირება მიწაში, და ეს ხდება (ე.ი ამ ჰადისის გადმოცემა), იმ დროს, როდესაც იბნ ზუბაირი იყო მექას მმართველი. მან (უმმ სალამამ) თქვა, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: თავშესაფრის მაძიებელი თავშესაფარს ეძებს წმინდა სახლში და მას ჯარს გაუგზავნიან (მისი მოკვლის მიზნით) და როდესაც ჯარი შევა დაბლობზე, ისინი ჩაიძირებიან. მე ვთქვი: ალლაჰის შუამავალო, რა შეიძლება ითქვას მასზე, ვინც ამ ჯარს უნებლიედ გაჰყვა? ამის შემდეგ მან მითხრა: 'ისინი ჩაიძირებიან მათთან ერთად, მაგრამ აღდგომის დღეს მათი განზრახვებით აღსდებიან.' აბუ ჯა'ფარმა თქვა: ეს დაბლობი არის მედინის მიწა.
2888. აბუ ჰურაირა გადმოსცემს ალლაჰის შუამავალი ამბობდა: უკანასკნელი საათი არ დადგება ვიდრე არ იქნება ბევრი ჰარჯი. ჰკითხეს - რა არის ჯარჯი? უპასუხა - მკვლელობა, მკვლელობა.
2898. მუსტაურ ალ-ყურაში გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: უკანასკნელი საათი დადგება(როცა) რომაელები იქნებიან ხალხთა შორის ყველაზე მეტნი. ამრმა უთხრა მას(მუსტაურიდ ქურაშის): დაფიქრდი რას ამბობ!მან თქვა:მე ვამბობ იმას,რაც გავიგონე ალლაჰის შუამავალისგან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). შემდეგ თქვა: თუ შენ ამბობ ამას მაშინ იცოდე, რომ ისინი არიან ოთხ კატეგორიად: მათ აქვთ მოთმინება გადაიტანონ გამოცდა და მუდმივად ასწორებენ საკუთარ თავებს საღი აზროვნებით ზარალის შემდგომ და ისევ უტევენ უკან დახევის შემდგომ. მათ ახასიათებთ კარგი მოპყრობა გაჭირვებულის ობლების და სუსტების მიმართ. ამის გარდა მეხუთეა ის, რომ მათში არის ის კარგი თვისება რომლითაც წინააღმდეგობას უწევენ უსამართლო მმართველებს.
2913. აბუ საიდი და ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემენ, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოვა ხალიფა ბოლო პერიოდში, რომელიც გაანაწილებს ქონებას დათვლის გარეშე.
2921. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იუდეველები იბრძოლებენ თქვენს წინააღმდეგ და თქვენ მოიპოვებთ გამარჯვებას, და ქვა იტყვის: ჰეი მუსლიმ, ჩემს უკან იუდეველია, მოდი და მოკალი.
2922. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საათი(წარღვნა) არ დადგება მანამ, სანამ მუსლიმები არ იბრძოლებენ იუდეველების წინააღმდეგ, და მუსლიმები მოკლავენ მათ სანამ იუდეველი არ დაიმალება ქვის ან ხის უკან, და ქვა ან ხე იტყვის: ჰეი მუსლიმ, ან აბდულლაჰ, იუდეველია ჩემს უკან, მოდი და მოკალი, მხოლოდ ღარყადის ხე არ იტყვის, რადგან ეს
ხე იუდეველებისაა.
2949. აბდულლაჰ გადმოსცემს რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უკანასკნელ საათს მხოლოდ უბოროტესნი მოესწრებიან ადამიანთაგან.