3026. ბარა გადმოსცემს: როდესაც ანსარებმა შეასრულეს ჰაჯი, ისინი მათ სახლებში,
უკანა კარის გარდა სხვა კარით არ შედიოდნენ. ანსართაგან ერთი ადამიანი მოვიდა და შევიდა სახლში წინა კარიდან და მას უთხრეს თუ რატომ გააკეთა ეს. (ე.ი რატომ გააკეთა ის, რაც ეწინააღმდეგებოდა სახლში შესვლას უკანა კარიდან). ამის შემდეგ მოევლინა აიათი: ...ღვთისმოსაობა არ არის ის, რომ სახლებში მათი უკანა მხრიდან შეხვიდეთ. (ბაყარა 2:189)
__________________
3027. იბნ მას'უდი გადმოსცემს: ჩვენი ისლამის მიღებასა და იმ აიათის ზემოვლინებას შორის, რითაც ალლაჰმა დაგვტუქსა – "განა არ დადგა დრო მორწმუნეებისთვის, რომ მათი გულები დამორჩილდნენ ალლაჰის ხსენებას?" (სურა 57: აია 16) – ოთხი წელი იყო.