145. ებუ ჰურეირა გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე თქვა: “ისლამი უცნაურად დაიწყო და ისევ ისეთი უცნაური გახდება, როგორც დაიწყო. რა ბედნიერნი არიან უცნაურები!
233. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყოველდღიური ხუთი ლოცვა, და ერთი ჯუმა მეორე ჯუმამდე (პატარა)ცოდვების გამოსასყიდია თუ არ შესრულებულა დიდი ცოდვები.
245. უსმან ბინ აფფანი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც აიღებს აბდესს კარგად, მისი ცოდვები გამოვა მისი სხეულიდან, ფრჩხილების ქვემოდანაც კი.
251. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გინდათ გითხრათ ის, რომლითაც ალლაჰი ცოდვებს ამცირებს და ამაღლებს (ადამიანის) რანგს? ხალხმა უთხრა: დიახ, ო, ალლაჰის შუამავალო. შუამავალმა უთხრა მათ: ყურადღებით აბდესის (ე.ი ვუდუს) აღება, ბევრი ნაბიჯის გადადგმა მასჯიდისკენ და ლოცვის შემდეგ მომდევნო ლოცვაზე დალოდება, არის რიბატი. (საზღვრის დაცვა/გამაგრება)
253. მიყდამ ბინ შურაიჰი გადმოსცემს, რომ მამამისმა უთხრა მას: მე ვკითხე აიშას: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) პირველს რას აკეთებდა სახლში შემოვიდოდა? მან უპასუხა: ’სივაქს იყენებდა’